Connect with us

საკითხავი

ღირებული რჩევები სიხარულისა და წარმატების მოსაპოვებლად 2021 წელში

ცხოვრებაში წარმატების და ბედნიერების მიღწევა ყოველთვის ადვილი არაა. გასაკვირი არაა, რომ ხშირად ადამიანები სხვადასხვა ტრენინგებსა და კურსებს გადიან, რომ არსებობის მთელი სიღრმე გააცნობიერონ. ნამდვილად, ზოგჯერ ბრძენი ადამიანის რამდენიმე რჩევას შეუძლია ყველაფრის გადაფასებაში დაგეხმაროთ.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ინდოელი იოგინის და მისტიკოსის სადჰგურუს 5 სასარგებლო რეკომენდაციას. იოგინი გიამბობთ, თუ როგორ გახდეთ წარმატებული და ბედნიერი 2021 წელს.

წარმატება და ბედნიერება ცხოვრებაში

შესაძლოა, სადჰგურუს ზოგიერთი რჩევა უცნაური და უჩვეულო მოგეჩვენოთ. თუმცა თითოეულ ჩვევას აქვს მთავარი წესი – დაწყებისთვის მზაობა. თუ გადაწყვიტეთ ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანოთ, თამამად იმოქმედეთ!

ყველა სიხარული დააფიქსირეთ

თუ საქმიანი ადამიანი ხართ, ალბათ, ხარჯებს ინიშნავთ და ყოველ ნაბიჯს ზუსტად გეგმავთ. ასე დასახულ მიზნებს ადვილად აღწევთ. სადჰგურუ თვლის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც განსაკუთრებული ანგარიში უნდა გააკეთოთ. ასე ყოველდღე უკეთესი გახდებით. ამაში კი დაგეხმარებათ განსაკუთრებული საზომი – სიხარული.

„სიხარული ნიშნავს, რომ ახლა ცხოვრება მოდუნებულია“ – ამბობს იოგინი. ბრძენი ადამიანი გირჩევთ, ჩამოწეროთ ყველაფერი, რამაც დღის განმავლობაში ბედნიერება მოგანიჭათ. დაე, ეს იყოს 1–2 რამ. ამით ნებისმიერ სიტუაციაში დადებითი მომენტების დანახვას შეძლებთ.

გააცნობიერეთ, რას ჭამთ

სადჰგურუ ამბობს, რომ ხალხი საჭმელს ისე აღიქვამს, როგორც არსებულს. თუმცა მის მიმართ მადლიერი უნდა ვიყოთ. სანამ ის თქვენს თეფშზე დევს, მას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ. თუმცა ესა თუ ის პროდუქტი ორგანიზმში მოხვედრისას თქვენი „სისხლი და ხორცი“ ხდება.

მისტიკოსი გირჩევთ, საჭმელს ისე მოეპყრათ, როგორც თქვენი თავის ნაწილს. „საჭმელი დიდი პატივისცემით მიირთვით. თუ შეცვლით მისი მიღების წესს, საკვები თქვენს შიგნით სულ სხვანაირად მოიქცევა“ – ირწმუნება ბრძენი.

მიწასთან კავშირი არ დაკარგოთ

სადჰგურუ თვლის, რომ ადამიანის ცხოვრების საფუძველი ველურ ბუნებასთან, განსაკუთრებით მიწასთან კონტაქტია. „თუ დღეში რამდენიმე წუთით შიშველი ფეხები და ფეხისგულები მიწას ეხება, გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესის ჰარმონიზაცია მოხდება“ – თვლის იოგინი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ საკუთარ თავთან კონტაქტის დამყარება გსურთ.

დღე ღიმილით დაიწყეთ

კიდევ ერთი უჩვეულო ჩვევა სადჰგურუსგან – გაიღიმეთ ყოველთვის, როცა საათს დახედავთ და მიხვდებით, რომ ცოცხალი ხართ. სანამ ახალგაზრდები ვართ, გვგონია, რომ ცხოვრება წინაა. ყველა ვერ აცნობიერებს, რომ ცხოვრება შეიძლება ნებისმიერ წამს შეწყდეს. მისტიკოსის ფილოსოფიაა, რომ ყოველი განვლილი წუთით ბედნიერი და ამავდროულად მადლიერი იყოთ.

მედიტაცია დაიწყეთ

სხეული და გონება მაქსიმალურად რომ გამოიყენოთ, მათ შორის მცირე მანძილი უნდა იგრძნოთ. ამ დისტანციით ნებისმიერი ტანჯვის გადალახვას შეძლებთ. ამის მისაღწევად კი მედიტირება უნდა ისწავლოთ. “ცხოვრების მთელი სიღრმის გამოკვლევას შეძლებთ, როცა ტანჯვის შიში გაქრება“ – ირწმუნება სადჰგურუ.

თუ გსურთ, რომ ცხოვრებაში წარმატება და ბედნიერება მოიზიდოთ, ამაზე უნდა იზრუნოთ. ყოველდღიურ რუტინაში ახალი, უჩვეულო ჩვევები ჩართეთ. შესაძლოა, მათი დახმარებით საკუთარ სხეულთან და გონებასთან კავშირის დამყარება შეძლოთ და ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილი გაგიჩნდეთ!