Connect with us

ჯანმრთელობა

ღვიძლის გაწმენდის მეთოდი ქიშმიშის დახმარებით

ქიშმიშით ღვიძლის გაწმენდის და დეტოქსიკაციის პროცედურა ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და ქრონიკული დაავადებების მოსაშორებლად ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად ითვლება. წიდების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმს თვითაღდგენის პროცესში ხელს უშლის. ამასთან წიდები მედიკამენტების და ხალხური მედიცინის საშუალებების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

თქვენ დაგჭირდებათ 1 მუჭა კარგად გარეცხილი და დამდუღრებული ქიშმიში. ჭიქაში ქიშმიში ჩაყარეთ და გრილი, ანადუღარი წყალი დაასხით. ნარევი ოთახის ტემპერატურაზე 1 დღით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ, უკეთესი იქნება, თუ მეორე დღის დილით, ნაყენი დალიეთ და ქიშმიში შეჭამეთ. სამკურნალო საშუალება კვირაში 1-2-ჯერ, 1 თვის განმავლობაში მიიღეთ.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ თვის განმავლობაში რაციონში ჩართოთ რაც შეიძლება ბევრი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით უჯრედისით მდიდარი (ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, ჩირი, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო) და ბევრი სუფთა წყალი დალიეთ.