Connect with us

ჯანმრთელობა

ღვიძლის გაცხიმოვნება: 9 პროდუქტი, რომლითაც მას უფრო მარტივად „გამოიმუშავებთ“

ღვიძლის გაცხიმოვნება – მდგომარეობა, როცა უჯრედებში გროვდება ჭარბი ცხიმი და ის ორგანოს 10%–ს იკავებს. ეს ღვიძლის ქრონიკული დაავადებების განვითარების ძირითადი მიზეზია. დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ციროზი და ღვიძლის სიმსივნე, უსიმპტომოა და მისი აღმოჩენა მხოლოდ მუცლის ღრუს ორგანოების რეგულარული გამოკვლევით და ანალიზების ჩაბარებით შეიძლება. მისი განვითარების ერთ–ერთი გავრცელებული მიზეზი არასწორი კვება და ზოგიერთი პროდუქტის ბოროტად გამოყენებაა. ნახეთ, რაზე უნდა თქვათ უარი, რომ ჯანმრთელი ღვიძლი შეინარჩუნოთ.

გადამუშავებული ხორცი

ხორცის შებოლვის და სხვა მეთოდით დამუშავებისას თხევადი კვამლი გამოიყენება. დამოუკიდებლად სახიფათო არაა, მაგრამ მისი გავლენით ცხიმი შეიძლება კანცეროგენულ ნაერთ ბენზაპირენად გარდაიქმნას, რომელიც არა მხოლოდ ნაწლავების სიმსივნის რისკს ზრდის, არამედ ღვიძლის უჯრედებს ანადგურებს.

ცხარე სანელებლები

ძალიან ცხარე სანელებლები ღვიძლზე ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც ტოქსიკური ნაერთები: ღვიძლი მათ გადასამუშავებლად ნაღვლის წარმოებას აძლიერებს. ზედმეტი ნაღველი შეიძლება სადინარში გაიჭედოს, რაც კენჭების წარმოქმნას, ასევე ცხიმოვანი დაავადების განვითარებას იწვევს.

ტკბილი სასმელები

გაზიანი ტკბილი სასმელი ჯანმრთელობას ზუსტად ისეთ ზიანს აყენებს, როგორც მოწევა. ღვიძლი ერთ–ერთი ორგანოა, რომელიც მათი რეგულარული მიღებით იტანჯება.

შაქრის შემცველები

დამატკბობლები და შაქრის შემცველები ღვიძლისთვის – ტოქსიკური ნაერთების კიდევ ერთი სახეობა, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიშოროთ. ღვიძლის გაძლიერებული მუშაობა მისი უჯრედების დაზიანების და სახიფათო დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.

მარილი

სახიფათოა არა მხოლოდ ის მარილი, რომელსაც კერძებში ვამატებთ, არამედ ფარულიც. ძეხვები, სოსისები, დაკონსერვებული პროდუქტები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ კერძების, რომლებიც მარილის უსაფრთხო დოზას ზრდიან. ამით კი ღვიძლზე სახიფათო და უსარგებლო დატვირთვას ახდენთ.

მჟავე კენკრა და მწვანილი

შტოში, მჟაუნა, სხვა კენკრა, ხილი და ბოსტნეული მაღალი მჟავიანობით ღვიძლს ტვირთავს, რადგან მჟავიანობის გასანეიტრალებლად აქტიურად მუშაობა უწევს. განსაკუთრებით სახიფათოა მათთვის, ვისაც ღვიძლის დაავადებები აქვს. მოკლედ, ჯანმრთელი ორგანოსთვის მსგავსი გადატვირთვა სასარგებლო არაა.

ღორის ქონი

არა მხოლოდ ღვიძლი. ცილების და ცხიმების გაზრდილი რაოდენობის გადამუშავებით ნაღვლის ბუშტიც იტანჯება. მას რაც უფრო ხშირად ჭამთ, ღვიძლს აღსადგენად მით უფრო ნაკლები დრო აქვს და ამით დაავადებების რისკი იზრდება.

მარგარინი

მარგარინის და მასზე დაფუძნებით მომზადებული კერძების დასამუშავებლად ღვიძლს უფრო მეტი ძალისხმევის გაწევა უწევს, ვიდრე, მაგალითად, კარაქის გადასამუშავებლად. ძლიერი დატვირთვა კი დაავადებების რისკს ზრდის.

ფრიტიურში შემწვარი კერძები

მცენარეული ზეთი, რომელიც რამდენჯერმე გამოიყენეს ღვიძლზე უკვე დამატებით დატვირთვას ქმნის. ასევე მარილები და ცხიმები, რომლებიც ასეთ „ფრი“ პროდუქტებში ბევრია.