თავის მოვლა
ქუსლები იდეალურ მდგომარეობაში გექნებათ, თუ ლიმონს გამოიყენებთ
მშრალი ქუსლები და ტერფები – ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი ქალური პრობლემაა. ცვლილებების დროა! ქუსლების კანის იდეალური მდგომარეობის მიღება ლიმონის გამოყენებით შეიძლება. ეს ნაყოფი შეიცავს უდიდესი რაოდენობით ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომლების ხსნის ანთებას, ახორცებს ჭრილობებს და აახალგაზრდავებს კანს.
თვალსაჩინო ეფექტი პირველივე გამოყენების შემდეგ მიიღება, ამიტომ ქალებს არ მოუხდებათ ახალი, იდეალური საშუალების ძიება ლამაზი ქუსლებისთვის.
აიღეთ ლიმონი, გაჭერით შუაზე და კარგად გამოწურეთ წვენი(ის არ დაგჭირდებათ). შემდეგ მიიდეთ ქუსლებზე ლიმონის ნარჩენი, თითქოს ჩაფხუტს აცვამდეთ, და დაიფიქსირეთ წინდებით. ეთერზეთები, რომლებსაც ლიმონის ქერქი გამოჰყოფს, დაარბილებს დახეთქილ ქუსლებს.
გაიჩერეთ ლიმონი ასე 30 წუთით. ამ დროში იგრძნობთ, როგორ გეხსნებათ დაძაბულობა და ტერფებში სიმსუბუქის შეგრძნება ჩნდება. დროის გასვლის შემდეგ, გაიხადეთ წინდები, მოიშორეთ ლიმონის ქერქი და წაისვით დამატენიანებელი საშუალება. რბილი კანი კარგად შეიწოვს კრემს, ამიტომ ნახეთქები უკვალოდ გაქრება ლიმონის რამდენიმე პროცედურის შემდეგ.