თავის მოვლა
ქუსლებზე ბზარები, ვარიკოზი და ოსტეოქონდროზი უბრალო ასპირინით მოვიშორე. შედეგი პირველივე პროცედურის შემდეგ
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ღია ფეხსაცმელი სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ქუსლების გაუხეშებული კანი და ბზარები ჩვენს თვითშეფასებას საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის, რის გამოც ხშირად ვამბობთ უარს საგაზაფხულო და საზაფხულო ღია ფეხსაცმლის ტარებაზე. პრობლემას სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით, თუ დღევანდელ სტატიაში მოცემულ საშუალებას გამოიყენებთ.
უკვე პირველი პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება: გარქოვანებული კანი მოგშორდებათ, ბზარები შემცირდება და თქვენი ქუსლების კანი ჩვილი ბავშვის კანივით ნაზი და ლამაზი იქნება. მინდა გითხრათ, რომ ამ საშუალებას პირადად ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ასპირინის 10 აბი კარგად დაფქვით, დაასხით 250 გრამი არაყი და დააყოვნეთ 1 ან 2 დღე-ღამის განმავლობაში. პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ ის.
რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდი ან მარლა დაალბეთ ამ ხსნარში, დაიფინეთ ქუსლებზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ამოიცვით წინდები. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ საღამოს საათებში, დაძინების წინ და ასეთი სახვევი დაიტოვოთ მთელი ღამის განმავლობაში.
დილით, გაღვიძებისთანავე მოიხსენით სახვევი, უბრალოდ შეიმშრალეთ ფეხები პირსახოცით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველ საღამოს დაახლოებით 10 დღის განმავლობაში. ამ დროში თქვენ ბოლომდე მოიშორებთ გარქოვანებულ კანსა და ბზარებს, ქუსლების კანი ძალიან რბილი, ნაზი და გლუვი გახდება.
პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საშუალება მართლაც ძალიან ეფექუტურია. მე 57 წლის ვარ და ჩემი ქუსლების კანი დღემდე ძალიან რბილი და ნაზია, რაც უბრალო ასპირინის დამსახურებაა.
ამავე ხსნარით თქვენ მარტივად შეგიძლიათ ებრძოლოთ ვარიკოზსა და ოსტეოქონდროზსაც. უბრალოდ დაიმუშავეთ ასპირინისა და არყის ხსნარით სხეულის პრობლემური მონაკვეთები რეგულარულად.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობას!