Connect with us

ტესტები

ქირომანტია: ნახეთ, ხართ თუ არა გათვალული ხელზე არსებული ხაზების მიხედვით

ქირომანტია – მეცნიერება, რომელსაც ადამიანის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია: ქორწინების რაოდენობა, კარმული გამოცდა, ცხოვრებაში აღიარება, ასევე ნეგატიური პროგრამები. თუ გათვალული ან დაწყევლილი ხართ, ეს ხელის ხაზებზე იმწამსვე აღინიშნება.

იმის დასადგენად, ხართ თუ არა გათვალული ან ვინ გაგთვალათ, გამოცდილ ქირომანტს მხოლოდ 1 წუთი სჭირდება. ამ დროში ხელზე არსებული ხაზების დახმარებით საკუთარ თავზე ყველაფერს გაიგებთ. გთავაზობთ სწრაფ მკითხაობას ხელზე, რომელიც ჯადოს დადგენასა და მის მოშორებაში დაგეხმარებათ.

როგორ ვიპოვოთ ჯადო ხელის ხაზებით

წყევლის ხაზი ვენერას ბორცვთან, ცერა თითთან გადის. შეიძლება ახლახანს გაგთვალეს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღეთ. ყურადღებით დააკვირდით, თუ წყევლის ხაზი სათავეს ოჯახის ხაზიდან იღებს, მაშინ საქმე გვარის წყევლასთან გაქვთ. ეს ნიშანი შეიძლება დაინახოთ როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელზე. თუ წყევლა პირდაპირ თქვენზე იყო მიმართული, მაშინ ნიშანი მხოლოდ ერთ ხელზე იქნება.

ყურადღება შვილების ხაზს მიაქციეთ. თუ ნიშანი მას ეხება, წყევლა თქვენს შვილებსაც შეეხება. თუ ორივე ხელზე მსგავსი სიტუაციაა, გამოდის, შავი მაგიის კარგმა მცოდნემ გაგთვალათ.

თუმცა წყევლის არსებობა განაჩენი არაა. დროთა განმავლობაში ხაზები შეიძლება გაქრეს. ამისთვის სასურველია ხშირად იაროთ ეკლესიაში, ბევრი ილოცოთ. სხვადასხვა პრაქტიკების დახმარებით წყევლის მოხსნას და ავი თვალისგან დამცავი ენერგეტიკული ველის შექმნას შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ გათვალვა და წყევლა სხვადასხვა რამეა. გვარის წყევლის მოშორება მარტივი არაა. როგორ შევამოწმოთ, რომ გვარი დაწყევლილია? ოჯახი გაანალიზეთ. იყო თუ არა თქვენს ოჯახში ჯადოქრები, ალკოჰოლიკები, გიჟები, თვითმკვლელები? თუ ასეა, თქვენი ხელები გიჩვენებთ, რომ თქვენი წარუმატებლობის და უბედურების მიზეზი წინაპრებში იმალება.

როგორ ამოვიცნოთ ჯადო მარტოობაზე

ჯადოს ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ სახეობად მარტოობაზე ჯადო ითვლება, როგორც ამბობენ, უბიწოების გვირგვინის ჯადო. ქვრივის ხაზი მერკურის რგოლთან ახლოს მდებარეობს. ჯადოს მეტოქეები ან არაკეთილმოსურნე ხალხი აკეთებს როგორც მთელ გვარზე, ასევე ცალკეულ ადამიანზე.

ჯადომ პირად ურთიერთობაში უბედურება შეიძლება მოუტანოს როგორც ქალს, ასევე კაცს. ნიშანი დიდი უბედურების, დარდის, გატეხილი გულის და უბედური სიყვარულის მომასწავებელია. ზოგჯერ ხაზი ძლიერი ემოციური შოკის გავლენით იქმნება: ცოლქმრული ღალატი, მტკივნეული დაშორება.

უბიწოების გვირგვინის ქონა ბედნიერები ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს. თუ შინაგან დოგმებს გადახედავთ, შეგიძლიათ ბედი შეცვალოთ და ხელისგულიდან ეს საშინელი ნიშანი მოიშოროთ. ბევრი პრაქტიკოსი გირჩევთ, რომ ასეთი ნიშნის არსებობისას ცხოვრება კარდინალურად შეცვალოთ: იმიჯი შეიცვალოთ, ახალი სამუშაო იპოვოთ, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადახვიდეთ, ახალი სისტემა შექმნათ.