Connect with us

ყვავილები

ქარვის მჟავა – უკვდავების ელექსირი მცენარეებისთვის

უკვე დიდი ხანია მებოსტნეები ყურადღებას აქცევენ გარკვეულ საშუალებებს, რომლებიც მცენარის იმუნიტეტს აძლიერებენ და მის ზრდას აჩქარებენ. თუ ადრე ასეთ საშუალებებს ინტუიციურად იყენებდნენ, ახლა სამეცნიერო კვლევებმა სხვადასხვა კულტურებზე ზოგიერთი მათგანის ძლიერი გავლენა დაამტკიცა. ქარვის მჟავას თამამად შეგიძლიათ ჯადოსნური საშუალება უწოდოთ.

ქარვის მჟავის სასარგებლო თვისებები

პირველად, ქარვის მჟავა (ორფუძიანი კარბოქსილის მჟავა C4H604) ჯერ კიდევ 17 საუკუნეში ქარვის დამუშავების შედეგად მიიღეს. ეს მჟავა უჯრედშორისი მეტაბოლიზმის სისტემაში, ასევე სხვადასხვა ორგანული ნაერთების სინთეზში მონაწილეობს, ბევრი ცოცხალი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს – დაწყებული მცენარეებით და დამთავრებული ადამიანებით. ძალიან მცირე რაოდენობით მიწასა თუ მცენარეში გვხვდება. ამასთან, ქარვის მჟავა ძლიერი მასტიმულირებელი საშუალებაა ბაღისა თუ ოთახის მცენარეებისთვის.

მისი სასარგებლო თვისებები:

  • გაღვივებას და ზრდას ხელს უწყობს;
  • სხვადასხვა მკვებავი ნივთიერების ათვისებას აუმჯობესებს;
  • დარგვის და გადარგვის დროს გადარჩენის შანსს ზრდის;
  • ხანგრძლივ ყვავილობას უზრუნველყოფს;
  • ნაყოფის წარმოქმნას აჩქარებს;
  • ზოგად იმუნიტეტს აძლიერებს;
  • დაავადებებისგან იცავს;

სერიოზული დაავადებების, გვირგვინის ან ფესვების სისტემის იძულებითი გადაჭრის შემდეგ მცენარეს პრაქტიკულად აცოცხლებს და ქსოვილების სწრაფად აღდგენას ხელს უწყობს.

როგორი სახით გამოვიყენოთ ქარვის მჟავა მცენარეებისთვის

ქარვის მჟავა იყიდება აბების (აფთიაქებში) ან პატარა თეთრი, სოდის მსგავსი კრისტალების სახით (სპეციალურ მებაღეობის მაღაზიებში). სუნი არ აქვს, გემოთი მომჟავო–მარილინია (ლიმონს ჰგავს). მჟავა სპირტში და წყალში კარგად იშლება.

სანამ ქარვის მჟავას გამოიყენებთ, მისი მიწოდების მეთოდი უნდა განსაზღვროთ. ეს ორი გზით შეიძლება: მორწყვით ან დანამვით.

ხშირად კითხულობენ თუ როგორ გააზავონ ქარვის მჟავა მცენარეებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ფორმის ქარვის მჟავას იყენებთ, წყალში ნებისმიერი ფორმის ქარვის მჟავა კარგად იხსნება. პროცესის დასაჩქარებლად აბები დაფშვენით. მჟავა ცხელ, გაფილტრულ წყალში გახსენით, კოვზით აურიეთ, როგორც ჩაიში შაქრის მორევის დროს. შედეგად, გამჭვირვალე, უნალექო ხსნარი უნდა მიიღოთ. გააგრილეთ ან საჭირო მოცულობის ცივი წყალი დაასხით. მცენარეები ოდნავ თბილი ან ოთახის ტემპერატურის ხსნარით დაამუშავეთ.

ქარვის მჟავის დოზირება სხვადასხვა სახით მცენარის დასამუშავებლად:

  • დანამვა – 2,5-3 გრ 1 ლ წყალზე;
  • თესლის ჩალბობა – 1,5-2 გრ 1 ლ წყალზე;
  • კალმის, ნერგის გაფესვიანება, დიდი მცენარის გადარგვა – 0,2-0,3 გრ 1 ლ წყალზე.

კონცენტრაცია შეგიძლიათ შეცვალოთ იმის მიხედვით, თუ რომელი მცენარის დამუშავებაა საჭირო – ბაღის თუ ოთახის. ოთახის მცენარეების მოსარწყავად უფრო ნაკლები დოზა უნდა გამოიყენოთ, რადგან ქარვის მჟავა კომპაქტური მიწის ბორცვიდან რთულად გამოდის.

როგორც წესი, სააფთიაქო აბებს 0,25-0,5 გრ წონა აქვთ, ფხვნილის მჟავა ზუსტი ელექტრონული სასწორით უნდა გაზომოთ. თუ ხსნარის მომზადებაზე დროის დახარჯვა არ გსურთ, მზა პროდუქტი შეიძინეთ, რომელიც ქარვის მჟავის სასურველ კონცენტრაციას შეიცავს.

ქარვის მჟავის გამოყენება

ქარვის მჟავის მრავალმხრივი მოქმედება მცენარის მთელი სასიცოცხლო ციკლის პერიოდში სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად მის გამოყენებას გულისხმობს.

თესლის დასამუშავებლად

ქარვის მჟავაში თესლის ჩალბობა მის გაღვივებას და ზრდას აჩქარებს. ამისთვის თესლი 0,2% (2 გრ / 1 ლ) ხსნარში 12-24 საათით ჩაალბეთ, შემდეგ გააშრეთ და მიწაში ჩარგეთ ან სველ სუბსტრატზე გასაღვივებლად დატოვეთ. ზოგჯერ ასეთი მეთოდი ძველი თესლის „გაცოცხლებაშიც“ დაგეხმარებათ. ამ ხსნარით სხვადასხვა კლუმბები შეგიძლიათ გადარგვამდე ზუსტით ერთი დღით ადრე დანამოთ.

მიწის მომზადება

სხვადასხვა მცენარის დარგვამდე ან გადარგვამდე ქარვის მჟავას ხშირად იყენებენ. დაავადებების, მავნებლებით დაზიანების ან ფესვების სისტემის გახმობის შემდეგ ოთახის მცენარის გადარგვისას ახალ მიწაში ქარვის მჟავის დამატება სასარგებლოა. ამისთვის მომზადებული ნიადაგი სრულ დატენიანებამდე 0,3% ხსნარით მორწყეთ.

დიდი ხის ან ბუჩქის გადარგვისას უფრო მეტი ხსნარი დაგჭირდებათ, ამიტომ სჯობს ქარვის მჟავის შემცველი საშუალებები გამოიყენოთ. მაგალითად, წიწვოვანი მცენარეების სასუქი „ბონა ფორტე“ 1 ლიტრიან მოცულობაში იყიდება და თანაბრად დასანამად მოსახერხებელი ეჟექტორი მოყვება. ის არა მხოლოდ ნერგების გაფესვიანებას აჩქარებს, არამედ გამოსაყენებლად კომფორტულია.

გაფესვიანების დასაჩქარებლად

ფესვების სისტემის გასავითარებლად მცენარის ფესვებს 0,2% ქარვის მჟავის ხსნარში 50-60 წუთით დებენ. შემდეგ აშრობენ და კვლავ რგავენ. ქარვის მჟავას მსხვილი ბაღის მცენარეების ფესვების გასავითარებლადაც იყენებენ. ამისთვის ნიადაგს 7 დღიანი შუალედით 2-3–ჯერ რწყავენ.

კალმების გაფესვიანება

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ზოგიერთი ოთახის და ბაღის მცენარე კალმებით ცუდად მრავლდება, ზოგი კი დამატებითი სტიმულირების გარეშე საერთოდ არ ფესვიანდება. მაგალითად, ასეთია კენკროვანი ბუჩქები:

  • კუნელი
  • ხურტკმელი
  • ყვარტყემალა

ცუდად ფესვიანდება ძველი, გახევებული მცენარის ნაწილები. თუმცა სტიმულაცია ზედმეტი არადროს არის, თუნდაც იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ადვილად ფესვიანდებიან. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ დარგვის წინ ქარვის მჟავის ხსნარში კალმის მოთავსება გაფესვიანებას მნიშვნელობად აჩქარებს და დარგვის დროს გაფესვიანების შანსს ზრდის.

ნერგების გადასარჩენად

ქარვის მჟავა ნებისმიერი ნერგისთვის სასარგებლოა. ახალგაზრდა მცენარეს მკვებავი ნივთიერებების ათვისებაში, მიმაგრების უმტკივნეულად გადატანასა და ახალ ადგილზე შეგუებაში ეხმარება, ასევე დაავადებების მიმართ გამძლეობას ზრდის. სჯობს პერიოდულად ქარვის მჟავა სასუქებში დაამატოთ. მცენარის იმუნიტეტის გაძლიერებით ახალ პირობებთან შეგუების უნარს ხელს უწყობს.

დანამვა ყვავილობის და ზრდის სტიმულირებისთვის

ზოგჯერ შეძენილი მცენარე ან ის, რომელიც სახლში უკვე დიდი ხანია გვაქვს, ნელა იზრდება ან არ ყვავილობს. ქარვის მჟავა მცენარის განვითარებას და მის ყვავილობას ხელს უწყობს. ოთახის ყვავილების მოყვარულებს ეს ლამაზი სახლის ორანჟერიის შექმნის გარანტიას აძლევს.

მაგალითად, ქარვის მჟავა, რომელსაც ორქიდეების სასუქი „ბონა ფორტე“ შეიცავს, ამ დელიკატური მცენარის ხელახალ ყვავილობას ხელს უწყობს. ფოთლების პერიოდული დამუშავება მატონიზირებელი ტონიკით „ბონა ფორტე“ მის მოქნილობას, გაჯერებულ ბუნებრივ ფერს და დაავადებებისა და ზოგიერთი მავნებლისგან დაცვას უზრუნველყოფს. ამ საშუალების გამოყენებისას რეკომენდაციები უნდა დაიცვათ. სწორედ ამიტომ, ქარვის მჟავის შემცველი ტონიკით მხოლოდ ფოთლები დანამეთ და მისი ყვავილებსა და კოკრებზე მოხვედრა არ დაუშვათ.

დაავადებების გადატანის შემდეგ

ქარვის მჟავა მძიმედ დაავადებული მცენარეებისთვის უკანასკნელი იმედია. როგორც რეანიმაციული საშუალება ნამდვილ სასწაულს ახდენს. გამოცდილი მებაღეები ქარვის მჟავის დახმარებით აცოცხლებენ თითქმის უიმედო მცენარეებს მთლიანად დაზიანებული ფესვების სისტემით, გამომშრალი და დამპალი გვირგვინით. მჟავა ბუნებრივ სასიცოცხლო ძალებს სტიმულირებს, რაც შესაბამისი პირობების შექმნით და სხვა მეთოდებთან კომბინაციაში გამოუვალ მდგომარეობაში გიშველით. იმის მიხედვით, თუ მცენარის რომელი ნაწილია აღსადგენი, ფესვების ან ფოთლოვან სასუქს იყენებენ.

გახსოვდეთ, რომ თავად ქარვის მჟავა მკვებავი ნივთიერება არაა და სასუქად მისი გამოყენება არ შეიძლება. ის უბრალოდ მცენარეს ეხმარება, რომ უარყოფითი პირობები გადაიტანოს, დაავადებებს შეებრძოლოს და საჭირო მიკრო და მაკროელემენტები აითვისოს. სწორედ ამიტომ, ხარისხიან სასუქებთან ერთად კომპლექსურად უნდა გამოიყენოთ.