Connect with us

ჰოროსკოპი

ქალწულს საჯარო გამოსვლის ეშინია: თქვენ რა ფობია გაქვთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ჩვენ, ყველას რაღაცის გვეშინია და ეს ნორმალურია. ვინ იფიქრებდა, რომ ფობიის გამოცნობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეიძლება. შეიძლება ითქვას, რომ ამას ვარსკვლავები წინასწარმეტყველებენ.

ვერძი – ატაზაგორაფობია

ატაზაგორაფობია – დავიწყების ან უარყოფის შიში. ის, ვინც ატაზაგორაფობიას ებრძვის, შიშობს, რომ სხვები დაივიწყებენ. სპეციალისტები თვლიან, რომ ატაზაგორაფობიის გამოწვევა ოჯახური ისტორიის, ნეიროქიმიის და და ტრავმული სიტუაციის კომბინაციას შეუძლია.

ვერძი ერთ–ერთი ყველაზე თამამი ზოდიაქოს ნიშანია და მისი შეშინება რთულია. ამასთან ვერძი ამბიციური და მოსიყვარულეა, ასე რომ, ვინმეს მიერ უარყოფა მისთვის ნამდვილი კოშმარია.

კურო – პენიაფობია

პენიაფობია ან სიღარიბეში ცხოვრების შიში. ჩვეულებრივ, ფინანსური კრიზისის დროს განიცდის. ამის შემდეგ ამ პერიოდის განმეორების შიში დიდხანს ტანჯავს.

კუროს ფუფუნებაში ცხოვრება უყვარს (ვის არ უყვარს?), მაგრამ შიმშილი და სიღარიბე ძალიან აშინებს, ამიტომ სამი კაცის საქმეს აკეთებს.

ტყუპები – დეციოფობია

ამ ნიშანს გადაწყვეტილების მიღების საშინლად ეშინია. დრო და დრო გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ოღონდ თუ სათანადოდ მომზადებულია. ტყუპებს ტანჯავს იმაზე ფიქრი, რომ ერთის არჩევით მეორეს კარგავს. გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მასში პანიკას და შფოთვას იწვევს.

გასაოცარია, რომ ტყუპები ერთ–ერთი ყველაზე მოქნილი და წინააღმდეგობრივი ნიშანია.

კირჩხიბი – ტროპოფობია

არ აგერიოთ ტრიპოფობიაში, ხვრელების შიშში. ტროპოფობია მოგზაურობის, განსაკუთრებით საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შიში ან სიძულვილია. კირჩხიბს ასევე არ უყვარს სკოლის, სამსახურის ან პარტნიორის შეცვლა. ავეჯის გადაადგილებამაც შეიძლება მასზე გავლენა მოახდინოს. კირჩხიბს ცვლილებებთან შეგუება უჭირს. ახლობლებს და სახლს, სადაც ცხოვრობს, ემოციურად ეჯაჭვება. ასევე უცნობი ადამიანებით აღფრთოვანებული არაა, რადგან ახალი სახე მასში სტრესს იწვევს.

ლომი – ატიხიფობია

ატიხიფობია – წარუმატებლობის შიში. ამ ფობიის ნაზი ფორმა ყველას აქვს, მაგრამ ზოგს პანიკურად აშინებს ფიქრიც კი, რომ დამარცხდება ან რაღაც არ გამოუვა. ლომი საყოველთაო აღფრთოვანებას მიჩვეულია და ფიქრი, რომ ვინმემ შეიძლება დაცინოს ან წააგოს, მტანჯველია. ლომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ უყურებენ სხვები.

ქალწული – პეირაფობია

ლოგოფობია ან გლოსოფობია (ძველი ბერძნული სიტყვიდან λόγος „სიტყვა, მეტყველება“ ან ძველი ბერძნული სიტყვიდან γλῶσσα  „ენა“) – მეტყველების წინ აკვიატებული შიში, რაც ლოგონევროზთან (ბორძიკით ლაპარაკი) და მუტიზმთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა ვარიანტები აქვს: საერთოდ ლაპარაკის შიში ან უცნობ ადამიანებთან ლაპარაკის შიში, საჯარო გამოსვლის შიში (პეირაფობია) და სცენის შიში, ბორძიკით ლაპარაკი (ლალოფობია), ცალკეული სიტყვების შიში (ვერბოფობია).

ქალწული საჯარო გამოსვლებს ვერ იტანს, უპირატესობას ინტელექტუალურ და კულისების მიღმა მუშაობას ანიჭებს.

სასწორი – ალოდოქსაფობია

ალოდოქსაფობია (ძველი ბერძნული სიტყვებიდან ἄλλος – „სხვა“, δόξα – „მოსაზრება“, φόβος– „შიში“) – სხვისი აზრის ირაციონალური შიში.

სასწორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ამბობს, ამასთან კონფლიქტების ეშინია და გაურბის. იმდენად მშვიდობისმოყვარე ნიშანია, რომ წყენას უფრო აიტანს, ვიდრე საკუთარ პრეტენზიას ხმამაღლა გამოხატავს.

მორიელი – ტანატოფობია

ტანატოფობია – სიკვდილის ღრმა ეგზისტენციალური შიში. შავი იუმორის მიუხედავად მორიელი სიცოცხლის მოყვარე ნიშანია. ცხოვრება ყველა მიმართულებით უყვარს და მისი დაკარგვის ეშინია. (როგორც ჩვენ, ყველას)

მორიელი ეს ის ნიშანია, რომელიც ძილისგან ცივ ოფლში გაღვრილი იღვიძებს, რომ ოდესმე ყველაფერი დასრულდება.

მშვილდოსანი – კლეიზოფობია

კლეიზოფობია – სოციალური შფოთვა, რომელსაც ჩაკეტილი სივრცე ან შეზღუდული მოძრაობა იწვევს. რაღაც კლაუსტროფობიის მსგავსი, მაგრამ უფრო მოძრაობის აკრძალვას უკავშირდება. ამ აშლილობის მქონე ადამიანებს ლიფტით მგზავრობა ან ანტრაქციონებზე უსაფრთხოების ღვედების გაკეთება არ უყვართ.

მშვილდოსანი თავისუფლების მოყვარე ნიშანია და ვერ იტანს იმაზე ფიქრს, რომ ვინმემ შეიძლება მისი თავისუფლება შეზღუდოს.

თხის რქა – რაბდოფობია

რაბდოფობია – კრიტიკის და დასჯის შიში. ხშირად ტრავმული ბავშვური გამოცდილების შედეგად ვითარდება. თხის რქა ჰიპერპასუხისმგებელი, შრომისმოყვარე ნიშანია (ესეც კომბინაცია, არა?), ამიტომ სძულს იდეა, რომ ვინმე მის მუშაობას გააკრიტიკებს. თხის რქის საუკეთესო კრიტიკოსი ხომ თავად არის.

მერწყული – ტასოფობია

მოწყენილობა ან უსაქმურობა, რაც შფოთვას და პანიკას იწვევს. მერწყული იმდენად საქმიანია, რომ დავალებების არარსებობას ვერ იტანს. მერწყული ენერგიული, მეტყველი და ძალებით სავსეა. მისთვის არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე ნაპერწკლის დაკარგვა, რაც მოძრაობას აიძულებს.

თევზები – სკოპტოფობია

სკოპტოფობია – წარმოსახვითი ნაკლოვანებების გამო სხვის თვალში სასაცილოდ თავის გამოჩენის შიში. ასეთ ხალხს აწუხებს კომპლექსები და მშვენიერიდან ნებისმიერი გადახრა რაღაც საშინლად და ამაზრზენად აღიქმება. თევზებო, მშვენიერი არსებები ხართ, გთხოვთ, თავი შეიყვარეთ.