ჯანმრთელობა
ქალბატონებო, ეს სწორედ ის ნივთიერებაა, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ყურადსაღები ინფორმაცია მომავალი დედებისთვის
B ჯგუფის ვიტამინები თითოეული ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ სასარგებლო ნივთიერებების ეს ჯგუფი ყველაზე საჭირო და აუცილებელია ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, რადგან B ჯგუფის ვიტამინები თამაშობს მნიშვნელოვან როლს უჯრედულ მეტაბოლიზმში.
დღევანდელ სტატიაში მსურს, მოგითხროთ, თუ რატომ არის აუცილებელი ჩვენი ორგანიზმისთვის ამ ჯგუფის ვიტამინები. განასკუთრებული ყურადღება უნდა გავამხვილოთ ვიტამინ B9-ზე, იგივე ფოლიუმის მჟავაზე, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე.
ფოლიუმის მჟავის სასარგებლო თვისებები პირველად 1931 წელს აღმოაჩინეს. სწორედ მაშინ ფეხმძიმე ქალბატონებს, რომელთაც ძლიერი ანემია აღენიშნებოდათ, საფუვრის ექსტრაქტით მკურნალობდნენ. ოდნავ მოგვიანებით გაირკვა, რომ საფუარში შემავალი ძლიერმოქმედი ნივთიერება, რომელიც მას სამკურნალოდ ვარგისს ხდიდა, სწორედ ფოლიუმის მჟავა იყო.
ფოლიუმის მჟავის სასარგებლო თვისებები
1. ყველაზე ხშირად ამ მჟავის შესახებ ინფორმაციას სწორედ გინეკოლოგთან ვიზიტის დროს ვიღებთ. ნებისმიერი ექიმი დაგიდასტურებთ, რომ ნაყოფის ოპტიმალური, ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის ფოლიუმის მჟავა უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა.
საქმე იმაშია, რომ ვიტამინ B9-ს პირდაპირი, უშუალო გავლენა აქვს დნმ-ის რეპლიკაციაზე ორსულობის საწყის სტადიაზე. სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული ნაყოფის სრულფასოვანი ზრდა-განვითარება. ფოლიუმის მჟავის სასარგებლო გავლენა ქალბატონების ორგანიზმზე ეჭვგარეშეა, რაც არაერთი სამეცნიერო კლვევით არის დადასტურებული.
2. ფოლიუმის მჟავა არაჩვეულებრივია ანემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც მოგეხსენებათ, ანემია გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების დეფიციტით. თუ პრობლემას დროულად არ მივხედავთ, მან გაცილებით რთული სახე შეიძლება შეიძინოს და გაცილებით უფრო მწვავე დაავადებაშიც გადაიზარდოს. ფოლიუმის მჟავის რეგულარული მიღება საუკეთესო გზაა ანემიის პროფილაქტიკისთვის.
3. რეგულარულად ისეთი პროდუქტების მირთმევით, რომლებიც ვიტამინ B9-ს შეიცავს, მარტივად არის შესაძლებელი ერითროციტების რაოდენობისა და სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის აღდგენა. ფოლიუმის მჟავის მიღებიდან უკვე რამდენიმე დღეში თქვენ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ და მეხსიერების გაუმჯობესებასაც შენიშნავთ.
4. ფოლიუმის მჟავა არაჩვეულებრივია B ჯგუფის სხვა ვიტამინებთან ერთად კომბინაციაში. მაგალითად, თუ მას ვიტამინ B12-თან ერთად მიიღებთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკი ჯერადად შემცირდება.
5. ვიტამინ B9-ს დეფიციტმა შეიძლება მიგვიყვანოს უნაყოფობამდე როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში. თუ მეუღელსთან ერთად ოჯახში მატება დაგეგმეთ, აუცილებლად იზრუნეთ ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის მარაგის შევსებაზე, რათა ნაყოფი სრულფასოვნად განვითარდეს. არ დაგავიწყდეთ ყოველთვიურად შესაბამისი ანალიზების გაკეთება, რათა შეძლოთ ორგანიზმში ფოლიუმის მჟავის დონის განსაზღვრა.
6. აუცილებლად გაითვალისწინეთ , რომ არც ამ ვიტამინის ჭარბი დონეა სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ფოლიუმის მჟავის ჭარბი რაოდენობით მიღება საკვები პროდუქტებიდან პრაქტიკულად შეუძლებელია. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ ვიტამინს აბების სახით იღებთ, რათა არ დაიზიანოთ თირკმელები და არ შეგაწუხოთ მონელებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა.
საკვები პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ფოლიუმის მჟავით
1. ფოლიუმის მჟავის შემცველობით ნამდვილი რეკორდსმენია ნედლი არაქისი. 100 გრამი პროდუქტი შეიცავს 240 მგკ ამ ნივთიერებას. 150 გრამი ნედლი არაქისის მირთმევით თქვენ მიიღებთ ვიტამინ B9-ის დღიურ ნორმას თქვენი ორგანიზმისთვის.
2. მეორე ადგილზე ჩვენს სიაში მარცვლეული და სოიოა. მათში ფოლიუმის მჟავის შემცველობა არაქისთან შედარებით დაბალია, თუმცა რეგულარულად ამ პროდუქტების მირთმევით შეძლებთ ორგანიზმის მომარაგებას საჭირო რაოდენობით ფოლიუმის მჟავით.
3. მესამე ადგილს ჩვენს სიაში იკავებს სოკო, ოხრახუში, სეზამი და ლობიო. თუ გსურთ, თქვენმა ორგანიზმმა გამართულად იმუშაოს, მიანიჭეთ უპირატესობა ამ პროდუქტებს.
ახლა თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავა ჩვენი ორგანიზმისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იცოდნენ ვიტამინ B9-ის მნიშვნელობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!