თავის მოვლა
ქათამი, როგორც მხსნელი: კვერცხი თვალის გარშემო კანს აახალგაზრდავებს
თვალი ასაკს პირველი გასცემს. თვალის გარშემო კანი იწელება, მის ქვეშ წვრილი ნაოჭები „ბატის თათები“ ჩნდება და ჯანსაღი ფერი ქრება. თანამედროვე კოსმეტოლოგია თვალის გარშემო კანის გასაახალგაზრდავებლად ბევრ სხვადასხვა პროცედურას გვთავაზობს. თუმცა ხელმისაწვდომი და ამავდროულად ეფექტური მეთოდის პოვნა რთულია. აქ, ბუნება დაგეხმარებათ.
უბრალო ქათმის კვერცხს ბევრი რამ შეუძლია. პროდუქტის ქიმიური შემადგენლობა ზედაპირულ ნაოჭებს ასწორებს, კანს ჭიმავს, სახის კუნთებს ტონუსს მატებს და ქუთუთოს ფერს აჯანსაღებს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ ებრძოლოთ ასაკობრივ პრობლემებს კვერცხით.
კანის ჩამოწელვა და ტონუსის დაკარგვა
ამ პრობლემებთან გამკლავებას მარტო კვერცხის ცილაც შეძლებს. პროცედურისთვის მხოლოდ ბამბის დისკი და კვერცხის ცილა დაგჭირდებათ. კვერცხის ცილა ბამბის დისკით ან ტამპონით თვალის გარშემო კანზე წაისვით (თვალები წინასწარ დახუჭეთ). როცა საშუალება სრულად გახმება, კანი თხელი ღია ფირით დაიფარება. ეს ფირი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ბატის თათები
წვრილ ნაოჭებთან საბრძოლველად კვერცხის ცილის, თაფლის და ქერის ფქვილის ნარევი გამოიყენეთ. ნიღბის მოსამზადებლად 1 კვერცხის ცილა, მწიკვი ქერის ფქვილი და ½ ჩ/კ თაფლი აურიეთ. საშუალება თვალის გარშემო კანზე წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
თვალების ქვეშ ტომრები და შეშუპება
ამ შემთხვევაშიც ნიღაბი დაგჭირდებათ. მითითებული პრობლემების გარდა შინაურული ნიღაბი ზედაპირულ ნაოჭებსაც გაუმკლავდება. მოსამზადებლად 2 კვერცხის გული, 1 ჩ/კ ყვავილების თაფლი და ამდენივე ზეითუნის ზეთი აურიეთ.
ზეითუნის ზეთის ნაცვლად შეგიძლიათ გარგარის ზეთი გამოიყენოთ. ნიღაბი თვალის გარშემო წაისვით და 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პირველივე გამოყენებაზე შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.
სიმშრალე და დაღლილობა
კანს სიჯანსაღეს ლიმონის წვენის ნიღბით დაუბრუნებთ. მოსამზადებლად 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და ½ ლიმონის ახალდაწურული წვენი აურიეთ. ნარევი კანზე 20 წუთით წაისვით. ყურადღება! საშუალება არა წყლით, არამედ რძით ჩამოიბანეთ. უფრო ზუსტად, ცივ რძეში დასველებული ბამბის დისკით მოიშორეთ.
თუ ნიღბის შემადგენლობას 1 ჩ/კ რძეს დაუმატებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთ. ხოლო 1 ჩ/კ პატარების კვების ფხვნილის ნარევით უმაღლეს შედეგს მიიღებთ.