Connect with us

საკითხავი

ფულმა სიხარული რომ მომანიჭოს და არა იმედგაცრუება, წმინდა ნიკოლოზის მიმართ ვლოცულობ

წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის მიმართ ხშირად ვლოცულობ, რომ ფულმა სიხარული და კეთილდღეობა მომიტანოს და არა იმედგაცრუება. ეს ლოცვა ფულისა და კეთილდღეობისთვის ძალიან ძლიერია და ცხოვრებაში სიუხვის მოზიდვაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ძლიერ ლოცვას, რომ ფინანსურ კრიზისს დაემშვიდობოთ. თავმდაბალი წმინდანი დაგეხმარებათ, მხოლოდ შეევედრეთ!

ლოცვა ფულისა და კეთილდღეობისთვის

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის მიმართ ნებისმიერ რთულ მომენტში შეგიძლიათ ილოცოთ, როცა მხოლოდ სასწაულის იმედი გაქვთ. ეს წმინდანი განკურნებაში დაგეხმარებათ, დაგიცავთ და დაგიფარავთ. მას სთხოვენ წარმატებულად დაოჯახებას, ძლიერი ოჯახის შექმნას და ფინანსურ კეთილდღეობას.

ქვემოთ მოცემული ლოცვა ნამდვილად მუშაობს. თუ ფიქრობთ, რომ საკმარისია ეკლესიაში ერთხელ მისვლა, სანთლის დანთება, რაღაცის ჩაბურტყუნება, რომ სიმდიდრე და მეუღლე ახალი მანქანით თავს დაგატყდეთ, ასე არაა.

მით უფრო, თუ არსად არ მუშაობთ, საკუთარ თავზე არ ზრუნავთ და რაიმეს გაკეთება გეზარებათ. ეს ყველას ეხება: დივანზე წოლით ფულს ვერ გამოიმუშავებთ.

ლოცვა ცხოვრების და სამსახურის გაუმჯობესებისთვის იმ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობაზე იმოქმედებს დადებითად, ვინც მუშაობისა და ფულის გამომუშავებისკენ მიისწრაფვის. წმინდა ნიკოლოზის მიმართ ყოველდღე უნდა ილოცოთ. ზოგჯერ ამას თვეები სჭირდება!

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოჲ, ყოვლად სანატრელო წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, ბრძენო მესაჭეო საქართველოს წმიდისა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩუენისაო, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდისა განბრძნობილო, ანგელოზთადა შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანა მოღვაწეო, მღვდელმთავართა შეუნიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო.

ჰოი, ყოვლადდიდებულო წმიდაო მღდელმთავარო ნიკოლოზ, სიწმიდითა შენითა მრავალთა სასწაულთა მოქმედო; დამკჳდრებულითა შენთანა საღმრთოჲთა მადლითა განანათლე და დაიფარე ღვთივადაცული ერი ჩუენი, მთავრობა და მხედრობა მისი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი  და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი, სამონაზნო დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე წმიდაო ნიკოლოზ, შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგვმადლოს სულთა და ჴორცთა მშვიდობა და სიმრთელე და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა.

ჰოი, ყოვლადნეტარო წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ყოვლადწმიდისა სამებისა მიერ ღმრთივშუენიერად განათლებულო და მრავალთა სათნოებათა შენთათჳს ყოვლადბრწყინვალითა გჳრგჳნითა პატივცემულო, მეოხ გვეყავნ წინაშე მისსა, რათა მოგვანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოზთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, რათა მარადის ვუგალობდეთ შენსა განმადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ლოცვა უკვე არა ერთ ადამიანს ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარა. შეგახსენებთ, რომ თხოვნის გარდა წმინდანს და უფალს მადლობა უნდა გადაუხადოთ ყველაფრისთვის, რაც უკვე გაქვთ და მომავალი დახმარებისთვის.

რაც მთავარია, უნდა გწამდეთ! ლოცვის დაზეპირება და მონოტონურად წაკითხვა საჭირო არაა, თხოვნა გულიდან, სულის სიღრმიდან უნდა მოდიოდეს. ლოცვა ხმამაღლა ან ჩურჩულით უნდა წაიკითხოთ და არა გულში.

Advertisement