Connect with us

ყვავილები

“ფულის ხის” სამკურნალო თვისებები

ამ მცენარეს უამრავი სახელი აქვს” ფულის ხე, კრასულა, დათვის ყური და ა.შ. ბევრს სმენია , რომ ის ფენშუის მიხედვით ფულის ხეს წარმოადგენს და სიმდიდრეს, წარმატებასა და კეთილდრეობას იზიდავს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მას სამკურნალო თვისბებიც გააჩნია!
ამბობენ, რომ “ფულის ხე” ერთგვარი ინდიკატორია რომელიც სახლში მაცხოვრებელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიგვანიშნებს. ის იწოვს ნეგატიურ ენერგიას და ჭკნობას იწყებს. თუმცა როგორც კი ადამიანი გამოჯართელდება მას ჯანმრთელი იერი უბრუნდება.

ფულის ხის თვისებები

თანამედროვე მედიცინაში მისი ფოთლების წვენი და რბილობი აქტიურად გამოიყენება. ეს მასში შემავალი ფლავანოიდების, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით არის განპირობებული! მას სამკურნალო თვისბებით მხოლოდ ალოე ვერა თუ შეეჯიბრება.

კრასულა ძალიან სასარგებლოა მაგრამ, მისი გამოყენებისას მაინც სიფრთხლე უნდა გამოიჩინოთ. რადგან კრასულა სუკულენტია და მათ მსგავსად დარიშხანის იგროვებს.

კოჟრები

კრასულას ფოთლებს კოჟრებზე იდებენ. მას ზედა გამჭვირვალე ფენა უნდა მოაშოროთ, კოჟრზე დაიდოთ, ლეიკო პლასტირით გადაიხვიოთ და ღამით დაიტოვოთ. კრასულას ფოთლებს დამწვრობაზეც იდებენ, თუმცა არა რთულ ფორმებში ან იმ დროს როდესაც დამწვრობის ბუშტულები გაქვთ.

ნაღრძობი, გაჭრილი ან ნაკაწრები

კრასულას ფოთლებისგან ფაფა მოამზადეთ, დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და ბინტით გადაიხვიეთ. სახვევი ფაფის გაშრობის შემდეგ გამოიცვალეთ, დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ.

ტუჩის ჰერპესი

ტუჩის ჰერპესს კრასულას ფოთლის წვენით კურნავენ. ამისთვის გარეცხილი ფოთლებიდან წვენი გამოწურეთ და ყოველ ნახევარ საათში ჰერპესზე წაისვით. შეგიძლიათ ბამბა დაასველოთ წვენში და დაზიანებულ ადგილზე პლასტირით მიიმაგროთ.

ართრიტი

სახსრების ანტებისას ან შეშუპებისას კრასულას ახალგამოწურული წვენი გამოიყენეთ. შეიზილეთ მხლოდ პრობლემურ ადგილებში. დღეში ერთხელ, 1 თვის განმავლობაში.

მწერის ნაკბენი

მწერის ნაკბენი დღეში 4-ჯერ ფულის ხის წვენით დაუმუშავეთ. ეს ქავილს მოგიხსნით და ნაკბენი მალე გაგივლით.

აკნე

ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით კრასულა აკნესგანაც გაგათავისუფლებთ. თუ მუწუწკი ახლახანს გაგიჩნდათ საკმარისია პრობლემურ ადგილებზე ამ მცენარის ფოთლის ახალი წვენი წაისვათ.

უკუჩვენებები

მცენარის ნაყენი და წვენი არ უნდა მიიღონ ორსულებმა, ლაქტაციის პერიოდში მყოფმა დედებმა და 12 წლამდე ბავშვებმა. სწორად გამოყენების შემთხვევაში ეს მცენარე უდიდეს სარგებელს მოგტანთ. მთავარია აუცილებლად დაიცვათ რეკომენდაციები და გამოყენების ყველა წესი.