ყვავილები
ფულის ხეს არც ზედმეტი ტენიანობა, არც მშრალი ადგილი უყვარს. სასუქი გრაფიკით მიაწოდეთ
ოთახის ფულის ხე, კრასულა –ამ მცენარეს ბევრი სახელი აქვს, მაგრამ ყველა ცნობს: ხორციანი, მუქი მწვანე ფოთლები, გახევებული ღერო და კარგად განვითარებული ფესვების სისტემა. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ მცენარეს ბევრი დამფასებელი ჰყავს და ბევრი სახლში ერთ ან რამდენიმე უპრეტენზიო მწვანე მეგობარს ზრდის.
ზაფხულში მისი მოვლა ძალიან მარტივია: ხანდახან მორწყეთ და არაფერზე იფიქროთ. ამ პერიოდში ღია ნაკვეთზე შეგიძლიათ გაიტანოთ, გადარჩება. ზამთარში სწრაფად უნდა გამოკვებოთ. მოკლე დღის სინათლის მიუხედავად, ამ პერიოდში ბევრ ენერგიას კარგავს. რით გამოვკვებოთ და რამდენად ხშირად? ამის შესახებ Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ.
ოთახის ფულის ხე
იდეალურია, თუ კრასულას ზაფხულში თვეში ერთხელ, ზამთარში 2 თვეში ერთხელ გამოკვებავთ. საშუალო ტემპერატურას და ფანჯრიდან შემოსულ მზის რაოდენობას ყურადღება მიაქციეთ. ამ მცენარის გამო ძვირადღირებული ხელოვნური განათების შეძენა საჭირო არაა, მის გარეშეც მარტივად გაუმკლავდება.
პირველ რიგში, მცენარის გამოსაკვებად რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს ყურადღება მიაქციეთ:
- აზოტი. მცენარის მიწის ზედა ნაწილის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის საჭიროა. ფოთლებს და ღეროს, ახალგაზრდა ყლორტებს ეხმარება. ზაფხულში სასარგებლოა.
- ფოსფორი. აზოტის ანტიპოდია. ფესვების სისტემას ავითარებს, ფესვებს წყლით და სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს. მის რაოდენობაზე მცენარის ძირითადი ჯანმრთელობაა დამოკიდებული. ფოსფორის დეფიციტისას ფულის ხის ფოთლებს იისფერი შეფერილობა აქვს. ყურადღება მიაქციეთ.
- კალიუმი. მცენარის სხეულში მკვებავი წვენის მოხვედრასა და სტიმულირებაზეა პასუხისმგებელი. მკვებავი ნივთიერებების ათვისებაში ეხმარება. მისი დეფიციტის დროს ფოთლები ყვითელი ლაქებით იფარება.
- კალციუმი. მცენარეს უფრო მსხვილს და მასიურს ხდის. ქერქის ხარისხსა და ახალი და ძველი ყლორტების სისქეზეა პასუხისმგებელი.
ზამთარში მცენარე ისვენებს, ამ დროს ფოთლები და ტოტები პრაქტიკულად არ ვითარდება. სამაგიეროდ, ფესვების სისტემა სრული დატვირთვით მუშაობს. შესაბამისად, მაღაზიაში ფოსფორის და კალიუმის მაღალი შემცველობის სასუქი შეარჩიეთ. კალციუმი და განსაკუთრებით აზოტი არ გამოგადგებათ.
ცოტა შინაურული სასუქის შესახებ
მწვანე მეგობრის გამოკვება ძალიან მარტივია. მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭით. 10 კვერცხის ნაჭუჭი შეაგროვეთ. შიდა ფირი ფრთხილად მოაშორეთ და დააქუცმაცეთ. 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით და ბნელ ადგილას 2 კვირა გააჩერეთ. ოთახის ტემპერატურის ნებისმიერი ოთახი გამოგადგებათ.
ვადის გასვლის შემდეგ სითხე გადაწურეთ და ნაჭუჭი გადაყარეთ. მიღებული დაყენებული წყლით მცენარე გამოკვებეთ. ყველაფერი მარტივი და ეკოლოგიურია.
ხის ნაცრით გამოკვება კიდევ უფრო მარტივია. მასში აზოტი არ შედის, რომელიც ზამთარში არ გვჭირდება. 1 ს/კ ნაცარს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და ღამით გააჩერეთ. დილით ხსნარით ფულის ხე გამოკვებეთ. ყველაზე მოსახერხებელი მეთოდია, გარანტიას გაძლევთ.
მთავარია, მცენარე სწორად გამოკვებოთ. გამოკვება მორწყვით არ ჩაანაცვლოთ. ეს სხვადასხვა რამეა. ორივე შემთხვევაში გამოიყენება სითხე, მაგრამ ფესვებისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. იდეალურია, თუ მორწყვის შემდეგ ანუ სველ მიწაზე გამოკვებავთ. ამის შემდეგ კიდევ ცოტა წყალი დაუმატეთ. ამრიგად, ყველა მიკროელემენტი ფესვებში მოხვდება და ზედაპირზე არ დარჩება.
თუ არ დაივიწყებთ ასეთ წვრილმანებს, თქვენი კრასულა გარეგნული სილამაზით წლები გაგახარებთ. განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება, თუმცა მისი გარეგნობის გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. სახლში ყოველთვის იპოვით კვერცხის ნაჭუჭს, ცოტა ნაცარს. სხვა შემთხვევაში სპეციალიზებულ მაღაზიაში წასვლა დიდ დროს არ წაგართმევთ. დარწმუნებული ვარ, ახლა თქვენი საქმე კარგად წავა!