Connect with us

ყვავილები

ფსიქოლოგიური ტესტი გამოაშკარავებს, თუ როგორი ქალი ხართ

ყველა ქალს საკუთარი თავის უკეთ შეცნობა სურს, სანამ სხვას შეადარებს. ამის გაკეთება სხვადასხვა გზით შეიძლება, პიროვნების განვითარების შესახებ წიგნებით დაწყებული და ინტერნეტში ფსიქოლოგიური ტესტებით დამთავრებული. იმის მიუხედავად, შედეგები რეალურია თუ არა, ისინი თქვენი პიროვნების რამდენიმე თვისების დაჭერას მაინც ახერხებენ.

ყვავილები დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორი ქალი ხართ. უბრალოდ ერთ–ერთი ყვავილი აირჩიეთ. შემდეგ წაიკითხეთ შედეგი და ნახეთ, თუ ამოიცნობთ საკუთარ თავს ამ აღწერილობაში.

№ 1 ვარდი

თუ თქვენი საყვარელი ყვავილი ვარდია, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი დედა–დედოფალი ხართ. ამ როლს სერიოზულად ეკიდებით, ამიტომ ცდილობთ ბავშვებს საუკეთესო განათლება მისცეთ და ცხოვრებისთვის კარგად მოამზადოთ. მათთვის კარგი მისაბაძი მაგალითი ხართ. არ მოგწონთ ადამიანები, რომელთაც სტაბილურობა არ გააჩნიათ. ამავდროულად, გულუხვი და მგრძნობიარე ხართ, ამიტომ სხვების პრობლემების გაგება შეგიძლიათ.

ვარდი სილამაზის და ქალური დახვეწილობის სიმბოლოა. თუ დიდ ყურადღებას დაუთმობთ, ყვავილობით და ჯადოსნური არომატით დაგაჯილდოებთ. ყველაზე მეტად თქვენი ძალის, პროდუქტიულობის და პასუხისმგებლობის გამოყენება მოგწონთ. თქვენთვის დამახასიათებელია გულუხვობა, აუცილებლობის შემთხვევაში თანამშრომლობაც.

№ 2 ექინაცეა

ამ ყვავილის სიმბოლოთი შეგიძლიათ საკუთარ თავს „მიწის დედა“ უწოდოთ. გიტაცებთ ყველაფერი, რაც ბუნებას და გარემოს უკავშირდება. გიყვართ, როცა სხვებს ასწავლით, როგორ მოიპოვონ თავდაჯერებულობა და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ. თანაგრძნობა, რომელიც გახასიათებთ, მომავალ თაობას სწორ გზაზე დააყენებს.

ექინაცეა გვირილას ჰგავს და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, თეთრიდან იისფერამდე. ეს მცენარე იმუნურ სისტემას აძლიერებს და სურდოს ან გრიპს ებრძვის.

თქვენი ცხოვრებისეული დევიზი – გააკეთეთ ყველაფერი, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. სიტყვა, რომელიც გახასიათებთ, – „იმედი“. სრულად გატაცებული ხართ იმით, რაც მოგწონთ, მაშინაც კი, თუ მთელ დროს, ენერგიას და ფულს ამ საქმეს უთმობთ. სიტუაციის შესაცვლელად ყველაფერს აკეთებთ.

№ 3 გეორგინა

გარშემომყოფებისთვის სუფთა ჰაერი ხართ. ცხოვრებით გატაცებული ხართ და შემოქმედებითი ბუნება გაქვთ. არსებული წესების დარღვევა და ახლის გამოგონება გიყვართ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება გახასიათებთ, რაც ოცნებების ასრულებაში გეხმარებათ. ოცნებებს მარტივად აღწევთ, რადგან გარშემომყოფებისთვის გახსნილი ხართ.

პრინციპი, რომლითაც ცხოვრებაში ხელმძღვანელობთ, იმ ბარიერების დანგრევას ეფუძნება, რომლებიც ადამიანებს ზღუდავენ და თავის გამოვლენაში ხელს უშლიან. სამართლიანობა მოგწონთ და შეგიძლიათ მისი განცდა, როდესაც ნეგატიური გრძნობები გიპყრობთ.

№ 4 იორდასალამი

თუ თქვენი საყვარელი ყვავილი იორდასალამია, გამოდის ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ქალურობას ასხივებთ. ნებისმიერ გარემოს მარტივად ეგუებით, ხუმრობა ან მოთხოვნების წაყენება არ გიყვართ.

სხვებისგან კეთილი სულით გამოირჩევით. სხვების გაღიმება და მათთვის ყურადღების მიქცევა გიყვართ. როცა ვინმეს რჩევა ან კეთილი სიტყვა სჭირდება, თქვენ მოგმართავთ, რადგან მოსმენა და გამოცდილების გაზიარება შეგიძლიათ. თავს ყველგან კარგად გრძნობთ. გარდერობი საშუალებას გაძლევთ, რომ ყველგან გამორჩეული იყოთ და ქალურობა წარმოაჩინოთ.

თქვენი მიზანია ადამიანების დახმარება, რადგან იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვისი მხარდაჭერა, როცა ეს ძალიან გვჭირდება. უცნობია, თავად როდის აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციაში!