Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი „ბაყაყი“. რამდენად წყენია ხართ

ხშირად გულს გვტკენს ადამიანები, რომელთა სიტყვა და მოქმედება ჩვენს მოლოდინს არ ამართლებს. ზოგჯერ წყენა გამართლებულია, ზოგჯერ გადაჭარბებული, ზოგჯერ გაუგებრობა უმიზეზოდ ჩნდება. ფსიქოლოგიური ტესტი „ბაყაყი“ გიჩვენებთ, რამდენად ადვილად ბრაზდებით და დიდხანს იმახსოვრებთ თუ არა წყენას.

აირჩიეთ ბაყაყი, რომელიც მოგწონთ. ასე შეძლებთ გაარკვიოთ, რა არის თქვენი წყენის მიზეზი. რამდენად ხშირად ბრაზობთ სხვებზე და იცით, საიდან მოდის ეს ემოციები? დრო გამოყავით და გაიარეთ მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი „აირჩიეთ ბაყაყი“.

ვიზუალური ტესტი „აირჩიეთ ბაყაყი“

ამ ტესტის დახმარებით იპოვით პასუხს კითხვებზე, რომლებიც გაწუხებთ, ასევე თქვენს ფარულ აზრებზე ყურადღებით დაკვირვებას შეძლებთ. მიხვდებით, რატომ ბრაზდებით ამა თუ იმ სიტუაციაში. დიდხანს ფიქრი საჭირო არაა. აირჩიეთ ბაყაყი, რომელიც პირველი მოგეწონათ.

ვარიანტი 1

როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის მიმართ დიდ მოთმინებას იჩენთ. კარგად იცით, რომ ყველაფერს დრო სჭირდება. ნებისმიერ გრძელვადიან საკითხზე ეტაპობრივად მუშაობთ, შედეგების სწრაფად მიღებას არ ელოდებით. დამოუკიდებელი ხართ. რთულ პერიოდშიც სიმშვიდეს არ კარგავთ. საკუთარ რეაქციებს აკონტროლებთ, მტკიცე ფსიქიკა გაქვთ. ნებისმიერ სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებთ. ყოველთვის გაქვთ გეგმა ბ. გაღიზიანება ვერაფერს გაკლებთ. არავისზე ბრაზობთ და წყენას არ იმახსოვრებთ.

ვარიანტი 2

თანდაყოლილი უნარი გაქვთ, რომ ნებისმიერ იმედგაცრუებას მშვიდად შეხვდეთ. მზად ხართ როგორც წარმატებისთვის, ასევე მარცხისთვის. რთულ წუთებშიც იმედგაცრუებას თქვენი შერყევის უფლებას არ აძლევთ. კარგად იცით, რომ ცხოვრება არაპროგნოზირებადია. სრულყოფილებას არავისგან ელით, არც საკუთარი თავისგან. წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევთ. აფასებთ იმას, რაც გაქვთ. ზოგჯერ ბრაზობთ, მაგრამ სწრაფად მშვიდდებით.

ვარიანტი 3

ოპტიმისტური ხედვით გამოირჩევით. მომავალს იმედით უყურებთ. ნებისმიერ შანსს იყენებთ, რისკზე თამამად მიდიხართ, მნიშვნელობა არ აქვს, რომ წარმატების გარანტია არ არსებობს. თვლით, რომ მარცხი გამოცდილებაა, რომლისგანაც მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოთ. ცხოვრებაში მხოლოდ დადებით მომენტებზე ამახვილებთ ყურადღებას, წყენას დიდხანს არ იმახსოვრებთ. გირჩევნიათ, გულწრფელად გაესაუბროთ მას, ვინც გული გატკინათ, რომ ემოციებისგან გათავისუფლდეთ.

ვარიანტი 4

ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. სამართლიანობის ძლიერი გრძნობით გამოირჩევით. ღიზიანდებით და ურთიერთობის გარკვევას ცდილობთ, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ სრულდება. ხშირად ბრაზობთ ადამიანზე, რომელმაც თქვენში იმედგაცრუება გამოიწვია. გაბრაზებული საშიში ხდებით. ამავდროულად, თუ დამნაშავე დანაშაულს აღიარებს, მაშინვე შეგიძლიათ შეურიგდეთ.

შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ გასართობი ტესტია, რომელსაც სამეცნიერო ღირებულება აქვს. ძალიან სერიოზულად არ მიიღოთ. ამავდროულად, ამ ვიზუალურმა ტესტმა ბევრი ფსიქოლოგისგან კარგი შეფასებები მიიღო. იპოვეთ ყოველდღე რაღაც, რაც სიხარულს მოგვრით. ასე წყენა თქვენს ცხოვრებაში ადგილს ვერ იპოვის.

Advertisement