Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი: აირჩიეთ ცხოველი და გაიგეთ, რა გაბრაზებთ ყველაზე მეტად

გაგიჭირდებათ ადამიანის პოვნა, რომელსაც არაფერი აღიზიანებს. გაღიზიანების მიზეზი შეიძლება იყოს დაგვიანება, პატარა ტყუილი, ორგულობა ან სხვა რამ. იცით, რომ ის, რაზეც ღიზიანდებით, თქვენს ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს?

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სწრაფ ტესტს პიროვნების ხასიათის გამოსავლენად. ასევე გაიგებთ, რამდენად ბრაზიანი ხართ და შეგიძლიათ სტრესთან გამკლავება. თქვენზე სხვების აზრსაც გაიგებთ. გაფრთხილებთ! ტესტის შედეგით ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება.

ფსიქოლოგიური ტესტი „აირჩიეთ ცხოველი“

ქვემოთ მოცემულ სურათზე 6 ცხოველია გამოსახული. მათგან აირჩიეთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად არის ახლოს თქვენთან. დიდხანს ფიქრი საჭირო არაა. ინტუიციას ენდეთ.

ტესტის შედეგები

კოალა

თანამგრძნობი ადამიანი ხართ, სხვებშიც ამ გრძნობის გამოვლენას ეძებთ და ითხოვთ. თქვენს ხასიათში დევს სხვებზე ზრუნვა. როგორც ოჯახის წევრებს და ნათესავებს, ასევე უცნობებს დაუფიქრებლად ეხმარებით. ახლობლისთვის ფულის სესხება თუ პენსიონერისთვის სალაროში ფულის დამატება თქვენთვის პრობლემა არაა. ამას სიამოვნებით აკეთებთ. ვერ იტანთ უსამართლობას და როცა ვიღაც დაუსჯელი რჩება. თუ ვინმემ საფულე მოგპარათ, კარგად იცით, რას ნიშნავს სიბრაზე, რომელიც მთელ სხეულს ავსებს.

ლომი

ორგანიზებული ადამიანი ხართ. ყველაფერს აკონტროლებთ. მიზნების და სურვილების მისაღწევად ზუსტ გეგმას ადგენთ. სხვებს დისციპლინის დაცვას სთხოვთ. წონასწორობას კარგავთ, როცა რაღაც სპონტანური ან გაუთვალისწინებელი ხდება. სიურპრიზები ნამდვილად არ გიყვართ. ვერ იტანთ, როცა აგვიანებენ ან დანიშნული შეხვედრის თარიღის ცვლიან.

კურდღელი

შემოქმედებითი, მეწარმე და გამომგონებელი ხართ. დიდი მონდომებით სწავლობთ და სხვებსაც ასწავლით. ინიციატორი ხართ, ნებისმიერ საქმეში არასტანდარტულ გზებს ეძებთ. დიდი სასიცოცხლო ენერგია გაქვთ, ამიტომ დიდი შანსია, რომ საერთაშორისო კომპანიამ მმართველად ან ანტიკრიზისულ მენეჯერად მიგიწვიოთ. თავისუფლების შეზღუდვას ვერ იტანთ. გაგიჭირდებათ დარჩეთ კომპანიაში, სადაც საქმის შესრულებამდე ბევრ ადამიანთან შეთანხმება გიწევთ.

ირემი

დიდი მიზნების მისაღწევად რისკებს არ ერიდებით. გეგმების სხვებისთვის გაზიარება არ გაშინებთ. თავდაჯერებული ხართ მაშინაც კი, თუ თქვენი გეგმა სასურველ შეფასებას ვერ იღებს. თამამი ხართ, ბუნებით ლიდერული თვისებებით ხართ დაჯილდოებული. ნებისმიერ სფეროში ნოვატორი შეგიძლია გახდეთ. იქნება ეს საავტორო ნახატის დაწერა თუ ახალი ქიმიური ფორმულის შედგენა. წონასწორობას კარგავთ, როცა მიზნების მიღწევაში ხელს გიშლიან. შეზღუდვებს და გეგმების დაცინვას არ მოითმენთ. ასეთ ხალხს სამუდამოდ იშორებთ და მნიშვნელობა არ აქვს, რომ დიდი ხნის მეგობარი ან ნათესავია.

ჟირაფი

ყოველთვის ცდილობთ, რომ საქმის კურსში იყოთ. თუ რაღაც არ იცით, თავს არაკომფორტულად გრძნობთ. არ გაწყობთ ის ფაქტი, რომ ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. ცნობისმოყვარეობა კარგია, მაგრამ ცხოვრებით ტკბობაში ხელს არ უნდა გიშლიდეთ. სხვების უვიცობა და უინტერესობა გაღიზიანებთ. ნებისმიერ სფეროში გამოვლენილი არაპროფესიონალიზმი გაღიზიანებთ.

ძაღლი

ძალიან გულისხმიერი ადამიანი ხართ, სხვებისგანაც იმავეს ითხოვთ. ყველა დარწმუნებულია, რომ თქვენი იმედი შეუძლია ჰქონდეს. საუკეთესო მეგობარი, პატიოსანი თანამშრომელი და ერთგული პარტნიორი ხართ. დადებითი თვისებები დიდი მიზნების მიღწევაში გეხმარებათ, სხვებსაც მოტივაციას აძლევს. ყველაფრის გართულება გახასიათებთ. ზოგჯერ ზედმეტად მიამიტი ხართ, არადა სიფხიზლის გამოჩენა გჭირდებათ. ჭორაობას, ტყუილს და ორაზროვნებას ვერ იტანთ. იზიდავთ ენერგეტიკულ ვამპირებს, ამიტომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ სხვებთან ურთიერთობისას.

როგორც ხედავთ, რამდენიმე წუთი საკმარისია, რომ საკუთარ თავზე ცოტა მეტი გაიგოთ.

Advertisement