Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი. აირჩიეთ ცა სურათზე, რომ საკუთარი თავი უკეთ გაიცნოთ

ყველა ადამიანი ინდივიდია საკუთარი თვისებების ნაკრებით, რომლითაც სხვებთან ურთიერთქმედებს. ყველამ არ იცის, როგორი ხასიათი აქვს და როგორ იქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში. თუმცა ამის ცოდნა ბევრ პროცესებს გასაგებს და მარტივს ხდის.

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს სურათით. თქვენი ხასიათის უკეთ გასაგებად სურათს დააკვირდით და მოცემული ექვსი ვარიანტიდან ერთ–ერთი აირჩიეთ. ამ შემთხვევაში სწრაფი პასუხის გაცემა საჭირო არაა. თითოეულს დააკვირდით, დაფიქრდით და ისე აირჩიეთ.

შედეგები

1. თუ პირველი ვარიანტი აირჩიეთ, გულწრფელი ადამიანი ხართ. პირფერობას და ტყუილს ვერ იტანთ. ყოველთვის სინდისით ხელმძღვანელობთ. ცდილობთ, საქმე ისე გააკეთოთ, რომ შედეგის არ შეგრცხვეთ.

სხვისი კრიტიკის მიღება გიჭირთ. სიტყვებს გულთან ახლოს იღებთ. ზოგჯერ ადამიანები უსიამოვნებას გაყენებენ, მაგრამ მაინც კეთილი და მგრძნობიარე რჩებით. საინტერესოა, რომ ამ ვარიანტს ყოველი მეათე გამოკითხული ირჩევს.

2. კონფლიქტი არ გიყვართ. ცდილობთ, მოლაპარაკებას და კომპრომისის პოვნას. სხვებთან ურთიერთობას ადვილად ამყარებთ. თუ ადამიანი იმსახურებს, კომპლიმენტებს და ქებას არ იშურებთ. თავაზიანი, გულუხვი და კეთილგანწყობილი ხართ. ამ ვარიანტს გამოკითხულთა მეოთხედი ირჩევს.

3. ემოციებით ხელმძღვანელობთ, სპონტანური ხართ, გადაწყვეტილებას გზაზე ღებულობთ. ენერგიული ხართ, საკუთარი თავის და უკეთესი მომავლის გწამთ. ყოველთვის თვალშისაცემი ხართ, ხალხს იზიდავთ. ამ ვარიანტს ყოველი მე-19 გამოკითხული ირჩევს.

4. ცნობისმოყვარე ხართ. უკვე განვლილი გზით სიარული არ გიყვართ. რუტინას გაურბიხართ. საკუთარ გზას, ინტერესებს ეძებთ და პოულობთ. სხვებთან თავს კომფორტულად გრძნობთ, მაგრამ მარტო ყოფნას უპირატესობას ანიჭებთ. ამ ვარიანტს გამოკითხულთა მხოლოდ 5% ირჩევს.

5. ემოციებს შესაშურად აკონტროლებთ. სხვების გრძნობების გამოცნობა შეგიძლიათ. საკითხს სხვა მხრიდან უყურებთ და ფარულ დეტალებს ამჩნევთ. ამ ვარიანტს გამოკითხულთა 10% ირჩევს.

6. თავისუფლების მოყვარული ხართ. ყოველთვის ცდილობთ, რომ საკუთარი მოსაზრება დაიცვათ. ამის მიუხედავად, კონფლიქტური არ ხართ. შინაგან უარყოფით ფიქრებთან ბრძოლა და მათი დამარცხება თქვენთვის მთავარია. ასე ხომ ვერავინ გაგტეხავთ. ამ ვარიანტს გამოკითხულთა თითქმის 50% ირჩევს.

Advertisement