Connect with us

ტესტები

ფსიქოლოგების ტესტი ცხოვრებით უკმაყოფილების დონის დასადგენად

ფსიქოლოგიური ტესტები შექმნილია იმისთვის, რომ საკუთარი თავი, სურვილები უკეთ შევიცნოთ და სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის მეთოდები მოვძებნოთ. თუ ცხოვრების ამ ეტაპზე დაბნეული ხართ, სურათების მიხედვით ტესტი გაიარეთ. 3 ონკანს შეხედეთ და დაუფიქრებლად და რაც შეიძლება სწრაფად ერთ–ერთი ონკანი აირჩიეთ. შემდეგ ფსიქოლოგიური ტესტის შედეგი წაიკითხეთ და ნახეთ, როგორი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაქვთ.

ფსიქოლოგიური ტესტის შედეგები

ფსიქოლოგიაში წყალი ადამიანის ემოციურ მდგომარეობასთან ასოცირდება. ის, თუ როგორ წვეთავს ონკანიდან წყალი, პიროვნების მიერ ემოციების გამოხატვის უნარს განსაზღვრავს. თუ ადამიანი საკუთარ ემოციებს და გრძნობებს მართავს, სხვებს უზიარებს, მას შეუძლია რთული სიტუაცია გაიგოს და მხარი დაგიჭიროთ. ამას ემპათია ეწოდება.

პირველი ონკანი

თქვენ წესიერი და პასუხისმგებელი ადამიანი ხართ. ცხოვრებაში თან გსდევთ შიში, რომელიც ხშირად გზიდან გადახვევას გაიძულებთ. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახზე ზრუნვა. ოჯახის ყველაფრით უზრუნველყოფის მოვალეობას შესანიშნავად უმკლავდებით. ხალხთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და ემოციებს არასდროს მალავთ.

მეორე ონკანი

ახლა, თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე სიყვარულია. შესაძლოა, იმის გამო, რომ გრძნობების აღიარებას ყოველთვის ვერ ბედავთ, თავს ხშირად მარტოსულად გრძნობთ. ნორმალურია, რომ ახლა გსურთ ვინმეს უყვარდეთ და გყავდეთ ადამიანი, ვინც თქვენს იზრუნებს. ყველაფერი, რაც გაქვთ, აფასებთ და თვალის ჩინივით უფრთხილდებით. ახლობლებისგან ნდობა და სითბო გაკლიათ.

მესამე ონკანი

თავისუფლებას ყოველთვის აფასებდით. თქვენთვის პრიორიტეტულია პირადი სივრცე. ხშირად ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ თავისუფლება სადღაც გაფრინდა. სულის სიღრმეში ახლობლების დაკარგვის გეშინიათ და ამ ფიქრებს უგულებელყოფთ. თქვენთვის ოჯახის წევრების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ტყუილად ნუ ნერვიულობთ, ოჯახთან გატარებული თითოეული წამი დააფასეთ და ცუდზე არ იფიქროთ.

ფსიქოლოგია მრავალმხრივია, ზოგჯერ რთულ სიტუაციაში ღირებულ რჩევას გვაძლევს. მღელვარე ფიქრების გასარკვევად ფსიქოლოგთან სიარული ან მოკლე ტესტების გავლა სასირცხვილო არაა. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამას ყურადღება მიაქციეთ და საკუთარ თავზე იზრუნეთ.