Connect with us

საკითხავი

ფოტოგრაფმა სხვადასხვა კანის ფერის ტყუპები გააჩინა

თითოეული ბავშვი საკუთარი მშვენიერებით იბადება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი კანის ფერი, რწმენა ან რასა აქვს; მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მისი მშობლები და რას მიაღწიენ ცხოვრებაში.

მაგრამ ზოგიერთი ბავშვი ნამდვილად უნიკალური იბადება. მაგალითად, ნიგერიული წარმოშობის კანადელი ფოტოგრაფის, ჯუდიტ ნვოკოჩის ტყუპები.

კამისს, ჯუდიტის ვაჟიშვილს – მუქი კანის ფერი, შავი თმა და ყავისფერი თვალები აქვს, როგორც დედას. ხოლო მისი ტყუპისცალი და, კაჩი – ალბინოსია.

„მახსოვს, პირველად ექოსკოპიაზე როგორ მივედი და მითხრეს: „თქვენ ბავშვი გეყოლებათ“, მე კი ვუპასუხე: „არა, მე ტყუპები მყავს“. ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. მეორე ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ტყუპები მეყოლებოდა. მითხრეს, რომ ისინი შეიძლება დაუნის სინდრომით დაბადებულიყვნენ.

მე-7 კვირას კაჩი ყველაფერში ჩამორჩებოდა, ის ძალიან პატარა იყო და არ იზრდებოდა. მახსოვს, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადარჩებოდა – როგორი ბედნიერი ვარ, რომ გადარჩა!

თავიდან არ ტიროდა და ვნერვიულობდი: რა მოხდება, თავს როგორ გრძნობს? შოკში ვიყავი, ვფიქრობდი, რომ სხვისი ბავშვი მომიყვანეს. არ მჯეროდა, რომ ჩემი იყო“ – ამბობს ჯუდიტი.

პირველი შოკის გადასვლის შემდეგ ჯუდიტი აღიარებს:

„როგორი ბედნიერი ვიყავი, რომ იდეალური დაიბადა! ორივე ბავშვი ჯანმრთელი იყო, უბრალოდ ტყუილად შემაშინეს. კაჩი, თუ კანის სხვა ფერს არ ჩავთვლით, ჩემი სრული ასლია“.

და ნამდვილად, მგრძნობიარე კანის და მხედველობის გარდა, კაჩი სრულად ჯანმრთელია. რა თქმა უნდა, ქუჩაში გამვლელები მას გაკვირვებულები უყურებენ, მაგრამ ჯუდიტს ეს არ აღელვებს.

„თავიდან ვერ გავაცნობიერე, რომ ალბინოსის გაზრდა მომიწევდა. ვნერვიულობდი, თუ ხალხი რას იტყოდა. ეს ძალიან უჩვეულოა – ერთი ალბისონი და ერთი შავკანიანი ბავშვის გაჩენა. განვიცდიდი, თუ საზოგადოებაში როგორ გაერეოდა, მას როგორ მოექცეოდნენ“- ამბობს ჯუდიტი.

ტყუპებს შესანიშნავი და-ძმური ურთიერთობა აქვთ და დედა ამბობს, რომ „ისინი ვერაფერ უცნაურს ვერ ამჩნევენ“.

კამისს და კაჩის ძალიან გაუმართლათ, რომ ერთმანეთი ჰყავთ!

სასწაული ბავშვები არიან, მეთანხმებით?