თავის მოვლა
ფისის საპონი და მისი გამოყენების 10 საიდუმლო!
ფისის საპონი თმის ცხიმიანობის წინააღმდეგ
თუ თქვენ ბუნებრივად ცხიმიანი თმა გაქვთ და ამ პრობლემას ვერცერთი შამპუნით უმკლავდებით, ფისის საპონის გამოყენება სცადეთ. ის თავის კანზე, შამპუნის ნაცვლად დაიტანეთ, თავის კანზე და არა მთლიანი თმის სიგრძეზე! თუ მისი სუნი არ მოგწონთ, მის ქაფს რამდნეიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ, მაგალითად: ილანგ-ილანგის, ბერგამოტის, ლიმონის ან ფორთოხლის.
ფისის საპონი აკნეს წინააღმდეგ
ყველაზე ხშირად ფისის საპონს სწორედ გამონაყრისა და აკნეს წინააღმდეგ იყენებენ. ფისი ამცირებს კანის ცხიმიანობას და კომედონებს (შავ წერტილებს) აქრობს. 1 თვის მანძილზე, დილა-საღამოს სახეს ფისის საპონით თუ დაიბანთ, კანის ცხიმიანობა შემცირდება.
დაბანის შემდეგ აუცილებლად გამოიყენეთ ტონიკი და დამატენიანებელის საშუალება, რათა კანის pH ბალანსის ნორმალიზება მოხდეს.
გახსოვდეთ, თუ მშრალი კანი გაქვთ, თქვენთვის ფისის საპნის გამოყენება არ შეიძლება1 ეს საშუალება მხოლოდ კომბინირებული ან ცხიმიანი სახის მქონეთათვის არის რეკომენდებული!
თმების გასამაგრებლად
თუ თმა ხშირად გცვივათ, სცადეთ 1.5-2 თვის მანძილზე კვირაში ორჯერ, თავი ფისის საპნით დაიბანოთ. ზუსტად ორი კვირის შემდეგ შენიშნავთ რომ თქვენი თმა უფრო მაგარი და მოცულობითი გახდა.
ფისის საპონი – როგორც სახის ნიღაბი
ეს საშუალება იდეალურია ცხიმიანი და კომბინირებული სახის კანის მქონეთათვის. მისი ქაფით ნიღბის გაკეთება სცადეთ.
ამისთვის სახე უნდა გაისაპნოთ და ქაფი 20 წუთით დაიტოვოთ, შემდეგ გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ.
ფისის საპონი ინტიმური ჰიგიენისთვის
მიკროფლორის აღდგენისა და ნორმალიზებისთვის, ასევე ინფექციების თავიდან ასაცილებლად, კვირაში 2-3-ჯერ ფისის საპონი გამოიყენეთ – 2-3 კვირის მანძილზე.
ფისის საპონი სოკოს წინააღმდეგ
ეს საშუალება არაჩვეულებრივად უმკლავდება სოკოვან ინფექციებს, ადენზიფიცირებს და ამცირებს პრობლემას.
ფისის საპონი ჰერპესის წინააღმდეგ
ფისის საპონი ჰერპესის ვირუსს კლავს. დაასველეთ ბამბის ჩხირი ფისის საპნით და პრობლემურ ადგილზე წაისვით.
ფისის საპონი ტერფზე არსებული ბზარების წინააღმდეგ
იმისთვის, რომ ფეხის ტერფზე არსებული ნახეთქებისგან გავთავისუფლდეთ, საკმარისია კვირაში 2-3-ჯერ ფეხი ფისის საპონით დავიმუშაოთ.
ფისის საპონი სახეზე არსებული შავი წერტილების წინააღმდეგ
შავი წერტილებისგან გათავისუფლებისა და ფორების შევიწროებისთვის, საკმარისია 1-2 კვირის განმავლობაში დილით ფისის საპნით დავიბანოთ სახე.
მთავარია, ჩამობანისას, ცივი წყალი გამოვიყენოთ. ასევე სასურველია ფისის საპონი მცირე კურსებად მოვიხმაროთ.
ფისის საპონი პარსვის შემდეგ
თუ დეპილაციის შემდეგ, მცირე ნაკაწრებს ან გაღიზიანებას ამჩნევთ, ფისის საპონი გამოიყენეთ. ეს საშუალება კარგად ახორცებს ჭრილობებს.