ჰოროსკოპი
ფენშუი 2021 წლის თებერვალში: ხარის წლის მფრინავი ვარსკვლავები ძალაში შედიან
2021 წლის თებერვალი შესანიშნავი დროა ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ბალანსის აღსადგენად. ფენშუის მიხედვით ამ თვეში 2 მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ცხოვრებიდან ნეგატივის მოშორებას შეძლებთ.
2021 წლის თებერვლის ფენშუის პროგნოზი შესაძლებლობას გაძლევთ გაიგოთ, თუ რას უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში. Alltime-ს რედაქცია გთავაზობთ თებერვლის ფენშუი პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიგებთ, როგორ გააძლიეროთ ვარსკვლავების გავლენა და გაანეიტრალოთ უსიამოვნებები.
2021 წლის ზოგადი პროგნოზი
ფენშუის მიხედვით, თებერვალი არის თვე, როცა თეთრი მეტალის ხარის წელი იწყება. მფრინავი ვარსკვლავები, რომლებზეც ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ დამოკიდებულია, 2021 წლის 3 თებერვალს აქტიურდება და 2022 წლის 3 თებერვლამდე ძალაში იქნება.
თეთრი მეტალის ხარის წელში ჩვენზე გავლენას მოახდენს თეთრი მფრინავი ვარსკვლავი №6, რომელიც სახლში ცენტრალურ პოზიციას დაიკავებს. ეს ამბიციური ხალხის ვარსკვლავია, კარიერისტების, მენეჯერების, ხელმძღვანელი პირების, სამხედროების და საჯარო მოხელეების მფარველია. 6 სიჯიუტის, თავდადების, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის სიმბოლოდ ითვლება – ყველა ეს თვისება მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინოთ. თუ კარიერაში დიდი წარმატების მიღწევა გსურთ, 2021 წლის ფენშუი ჰოროსკოპი მაქსიმალურ შანსს გაძლევთ. 6-იანი შეუპოვრობის, მიზანდასახულობის და ამბიციების განხორციელების ძალას მოგცემთ.
თებერვლის ზოგადი ფენშუი–პროგნოზი
თებერვალი მფრინავი ვარსკვლავი №2, რომელიც ჩვენს განწყობაზე ცუდ გავლენას ახდენს, კვლავ სუსტი იქნება, ამიტომ უმეტესობა ჩვენგანი სიმსუბუქეს იგრძნობს. ამის გასაძლიერებლად მეტალის ენერგია უნდა გამოიყენოთ. ფენშუის მიხედვით ეს შეიძლება იყოს „ქარის მუსიკა“, სპილენძის გოგრა ვუ ლუ, შეკრული 6 მონეტა. ასევე გამოგადგებათ მეტალის სტატუეტი.
ამ თვის კიდევ ერთი ტენდენცია: საჭირო ხალხთან ურთიერთობის განმტკიცება. მნიშვნელოვანია მფრინავი ვარსკვლავის №3 ენერგიის გაძლიერება. საწოლის თავთან წყალი დაიდეთ – ჰაერის დამატენიანებელი, წყლით სავსე ჭიქა, ყვავილებით სავსე ლარნაკი. მნიშვნელოვანია, რომ წყალმა ხმა არ გამოსცეს, ანუ შადრევანი არ გამოგადგებათ.
თებერვალში ბევრი ხელსაყრელი დღე იქნება ახალი ბიზნესის დასაწყებად. ეს შესაძლებლობა გამოიყენეთ, მაგრამ საქმეს გონებით მიუდეგით. ფენშუის მიხედვით ცის პოზიტიური ენერგია არასწორი მოძრაობით ადვილად შეიძლება გაანადგუროთ.
ხელსაყრელი დღეები თებერვალში
3-7 თებერვალი
კარგი დროა რთული საკითხის მოსაგვარებლად. პერიოდს მფრინავი ვარსკვლავი №8 განსაზღვრავს. ამ პერიოდში დასავლეთით დიდი დრო უნდა გაატაროთ. სასურველია, მეტალის ნივთები დააწყოთ. მაგალითად, ლარნაკი ან სპილენძის ჭიქა.
14 თებერვალი
კარგი დღეა პირადი საკითხების მოსაგვარებლად. 14 თებერვლის 15-19 საათი ხელსაყრელი პერიოდია კონტაქტების დასამყარებლად და შესარიგებლად. აღმოსავლეთში მოქმედ ხალხს ბედი გაუმართლებთ. თუ საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკება გაქვთ დანიშნული, ადგილი აღმოსავლეთ მხარეს აირჩიეთ და სანთლები აანთეთ.
16 თებერვალი
კიდევ ერთი მშვენიერი დღე პირადი საქმეების მოსაგვარებლად, მაგრამ ამჯერად დილით ადრე უნდა იმოქმედოთ – 8-დან 12 საათამდე.
18 თებერვალი
ამ თვის საუკეთესო დღე ახალი საქმის დასაწყებად – იქნება ეს სამსახურის შეცვლა თუ ენის შესწავლა. ამ პერიოდში გაკეთებული საქმე გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებას მოგიტანთ. განსაკუთრებით ეფექტურია 14 საათიდან 23–მდე პერიოდი. მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაფორმებლად სამხრეთ–აღმოსავლეთ მხარე აირჩიეთ. აქ, ღია ფერის ნივთი მოათავსეთ, რომელიც ყურადღებას მიიზიდავს. ეს შეიძლება იყოს ყვავილების თაიგული ან საყვარელი სურათი, ან უბრალოდ წითელი ნაჭერი.
21 თებერვალი
თვის მნიშვნელოვანი დღე. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ ცის ენერგია არ დაარღვიოთ. პროვოკაციებს არ აჰყვეთ. თითოეული სიტყვა მოიფიქრეთ. ყველაფერი მადლიერებით მიიღეთ.
არახელსაყრელი დღეები თებერვალში
9 თებერვალი
წითელი შვიდეული, დანაკარგების, ქურდობების და სკანდალების ვარსკვლავი ჩრდილო–დასავლეთით გაფრინდება. მის ყურადღებას ცისფერი ყვავილით შეასუსტებთ. ამ მიმართულებით ცისფერი სანათი დადეთ ან ნახატი დაკიდეთ. გოგოებისთვის რეკომენდებულია ფრჩხილების შეღებვა ცისფერი ლაქით.
11 თებერვალი
შავი ორიანი ძლიერ ავადმყოფობას იწვევს. ამ ვარსკვლავის ყურადღების შესუსტება აქტიური წყლით სცადეთ – შადრევანი ან ხმამაღლა მოშიშინე ჰაერის დამატენიანებელი. ამ დღეს წყალთან ბევრი დრო გაატარეთ: საღამოს აუცილებლად იბანავეთ, დილით შესაძლებლობის მიხედვით აუზზე წადით.
17 თებერვალი
მწვანე ოთხეული აღმოსავლეთით – ეს ფუქსავატურ გართობას გულისხმობს, რომლის შედეგიც მთელ თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. სჯობს ეს დღე სახლში გაატაროთ, რომ სისულელეები არ დაუშვათ. ამ ვარსკვლავის მოქმედების შესუსტება არ ღირს. თუ ენერგიას სწავლისკენ ან სამსახურისკენ მიმართავთ, შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ.