Connect with us

ყვავილები

ფენშუის სპეციალისტის რჩევები: როგორ მოვუაროთ ფულის ხეს სწორად

ლამაზი მცენარე სქელი, ღია მწვანე ბზინვარე ფოთლებით, რომელმაც სახლში სიმდიდრე უნდა მოიზიდოს, ბევრ სახლში ფანჯრის რაფაზე თავს იწონებს. თუმცა ყველამ არ იცის, რომ ფინანსური კეთილდღეობა მხოლოდ მაშინ გაიზრდება, თუ კრასულაზე სწორად იზრუნებთ. Alltime.ge-ს რედაქცია გაგიმხელთ ფენშუის საიდუმლოებებს ფულის ხის სწორად დასარგავად.

კალმები

ფინანსების გასაზრდელად კრასულა დამოუკიდებლად უნდა გაზარდოთ. ამისთვის კალამი ან ფოთოლი აიღეთ და გასაფესვიანებლად წყალში ჩადეთ.

ქოთანი

შესაფერისი ქოთანი: დიდი და ამავდროულად ღრმა. ქოთანი მცენარის ფოთლების მოცულობაზე ოდნავ დიდი იყიდეთ. ბუნებრივია, როცა მცენარე გაიზრდება, გადარგვა დასჭირდება.

სუბსტრატი

მიწა შეგიძლიათ თავად მოამზადოთ. ამისთვის 3 ნაწილი ფოთლოვანი მიწა, 1 ნაწილი ქვიშა, 1 ნაწილი ტორფი და 1 ნაწილი კორდი აურიეთ. პრინციპში, შეგიძლიათ მზა ნარევი შეიძინოთ. სუკულენტებისთვის განკუთვნილი სუბსტრატი საკმარისია.

დარგვა

პირველ რიგში, ქოთანში ნახვრეტის არსებობა შეამოწმეთ. ქოთნის ძირში დრენაჟი ჩადეთ, შემდეგ მიწა. მცირე ჩაღრმავებაში ნერგი ჩარგეთ, მიწა მოაყარეთ, მსუბუქად დატკეპნეთ და მორწყეთ.

ადგილი

კრასულას კარგად განათებული ადგილი უყვარს, თან სინათლე გაფანტული უნდა იყოს, რომ ფოთლები არ დაიწვას. ზამთარში ოპტიმალურია სამხრეთ მხარე, ზაფხულში – აღმოსავლეთ.

მორწყვა

ცხელ ამინდში მიწის გამოშრობისას მორწყეთ. ზუსტად 3-6 დღეში ერთხელ. ზამთარში შეგიძლიათ უფრო იშვიათად მორწყათ.

ტემპერატურა

ზამთარში მცენარე დაასვენეთ. სასურველია, სიმშვიდის ფაზაში უფრო დაბალი ტემპერატურით უზრუნველყოთ. ყველაზე შესაფერისია დაახლოებით 10 გრადუსი.

ფულის მოზიდვა

რჩევები, რომლებიც ფინანსების მოზიდვაში დაგეხმარებათ:

  • ყვავილი დამოუკიდებლად დარგეთ;
  • ფოთოლი ან კალამი მდიდრის სახლიდან წამოიღეთ;
  • ქოთნის ძირში რამდენიმე მონეტა (ლუწი რიცხვი) დადეთ;
  • მონეტები „რევერსით“ ქვემოთ მოათავსეთ;
  • ქოთნის დასადებად სამხრეთ ან აღმოსავლეთ მხარე შეარჩიეთ;
  • მის გვერდით კაქტუსი არ დადოთ;
  • იგივე ფანჯრის რაფა ოქროსფერი, ლურჯი ან მწვანე ფერის სტატუეტებით გააფორმეთ;
  • მცენარეს ხშირად ესაუბრეთ;
  • სხვებს მასთან შეხების უფლება არ მისცეთ;

ამ რჩევების გათვალისწინებით ფულს მოიზიდავთ და ფინანსური კეთილდღეობა გაუმჯობესდება.