ჯანმრთელობა
ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა: ცხოვრება ოპერაციის შემდეგ
ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაავადება მის ქსოვილზე ეგრეთ წოდებული კვანძების გაჩენაა. ხშირ შემთხვევაში ისინი სრულიად უსაფრთხოა და ადამიანი ჯანმრთელობაზე საერთოდ არ მოქმეებენ, თუმცა დახლოებით 10% შემთხვევებში შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნე წარმოიშვას და ამ შემთვევაში ექიმები ტირეოდექტომიის – ფარისებრი ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთის რეკომებდაციას იძლევიან.
რომელ შემთხვევებში აცილებენ ფარისებრ ჯირკვალს?
ოპრაციის გასაკეთებლად საჭირო ჩვენება სულ ორია: ავთვისებიანი სიმსივნე და მრავალ კვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი. იმის განსასაზღვრად საჭიროა თუ არა ოპერაცია, პირველ რიგში საფრთხეები უნდა შეფასდეს და განისაზღვროს შესაძლოა თუ არა კვანძებზე დაკვირვებით შემოვიფარგლოთ. თუ კვანძები ძალიან სახიფათოდ ითვლება მაშინ მისი ამოკვეთის გადაწყვეტილებას იღებენ.
რა ხდება ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთის შემდეგ?
ფარისებრი ჯირკვლის მთავარი ფუნქცია – სპეციფიური ჰორმონების გამომუშავებაა, ისინი დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ორგანიზმზე და პირველ რიგში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაზე. თირეოტროპული ჰორმონები სხეულის ტემპერატურას, ქოლესტერინის გამომუშავებას, ვიტამინების ათვისებასა და გამომუშავებაზე აგებენ პასუხს. იმისთვის, რომ ორგანიზმმა ოპერაციის შემდგომ ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს პაციენტს ჰორმონალური თერაპია დაჭირდება. მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მას L – თიროქსინის მიღება მოუწევს. თუ საქმე ავთვისებიან კვანძთან გვქონდა, ჰორმონი ნორმაზე მეტი დზით დაინიშნება რათა ამან სიმსივნის რეციდივი გამორცხოს. პაციენტებს სინთეზირებული ჰორმონის მიღება წონის მატების გამო ეშინიათ, თუმცა ექიმების მტკიცებით, თუ წონის მატებას შენიშნავთ ჰორმონის დოზის ცვლილება სრულიად შესაძლებელია.
როგორი გართულებები შეიძლება მოყვეს ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთას?
ისევე როგორც ოპერაციათა უმეტესობა, უკუჩვენება ამ ოპერაციასაც შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად ხორხის ნერვის დაზიანება, ასევე ჰიპოპარათირეოზი – პარაფარისებრი ჯირკვლის მოცილება და დაზიანება, რომლებიც სისხლშ კალცის დონეს არეგულირებენ. თუ ეს მოხდა პაციენტს კალცისა და D ვიტამინის დანამატებს უნიშნავენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, რადგან ოპერირების თანამედროვე მეთოდები მთლიანი პროცესის კონტროლირების საშუალებას იძლევა.