Connect with us

თავის მოვლა

უჩვეულო ხრიკი: რატომ უნდა წაისვათ ტუჩის ბალზამი ფეხზე

ჩვენს ფეხებს მუდმივი მოვლა სჭირდება. დღის განმავლობაში მასზე დიდი დატვირთვა მოდის. ასე ვიღებთ ძალიან მშრალ ტერფებს და ქუსლებს, რომლებსაც დამატენიანებელი პროცედურები აუცილებლად სჭირდება. კორეული კოსმეტიკის შეძენა ან აბაზანის მიღება სხვადასხვა დანამატით საჭირო არაა. Аlltime.ge–ს რედაქცია უჩვეულო ხრიკის გამოყენებას გირჩევთ.

სილამაზის ბლოგერები სულ უფრო მეტს საუბრობენ ტუჩის ბალზამის არაპირდაპირი გამოყენების პირადი გამოცდილების შესახებ. დამატენიანებელ საშუალებას არაპირდაპირი ინსტრუქციით, მაგრამ დიდი სარგებლით იყენებენ. ღირს ტრენდზე აყოლა და ტუჩის ბალზამის ფეხზე წასმა? ამის შესახებ დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

მშრალი ტერფები და ქუსლები: როგორ დავუბრუნოთ სირბილე

ტუჩის ბალზამის სარგებელი

ფეხის კანს სიგლუვე რომ დაუბრუნოთ, ტუჩის ბალზამი გამოიყენეთ. მას დამატენიანებელი თვისება აქვს და ქუსლზე პატარა ნახეთქებს ეფექტურად ებრძვის. ბალზამის რეგულარული გამოყენება ფეხზე უსიამოვნო ხორკლიანობას დაგავიწყებთ.

აღსანიშნავია, რომ ტუჩის დამატენიანებელი საშუალება მდიდარია ზეთებით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით. კანს კვებავს, არბილებს და ხავერდოვანს ხდის. მდიდარი შემადგენლობა აქრობს დაღლილი ფეხის სინდრომს, რომელიც ხანგრძლივი სეირნობის ან მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ხშირად ჩნდება.

როგორ გამოვიყენოთ ბალზამი სწორად

საშუალება ნაზი ტექსტურის წყალობით კანში სწრაფად შეიწოვება. ბალზამის წასმის შემდეგ ფეხის ცხიმიანობაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ. ეს შეგრძნება არ შეგაწუხებთ. ცოტა ტუჩის ბალზამი მშრალ ტერფებზე და ქუსლებზე წაისვით. კარგად დაიზილეთ, სანამ საშუალებას კანი სრულად არ შეიწოვს. რეკომენდებულია, პროცედურა დაძინებამდე 1 საათით ადრე ჩაიტაროთ. ასე ბალზამს მეტი დრო ექნება სამოქმედოდ. სიტყვაზე, ეფექტის გასაძლიერებლად დამატენიანებელი საშუალების წასმის შემდეგ წინდები ჩაიცვით.

ტუჩის ბალზამის არაპირდაპირი დანიშნულებით გამოყენება სცადეთ. ნახეთქები და ხორკლიანი კანი აღარ შეგაწუხებთ. მთავარია, დაიმახსოვროთ, რომელ ბალზამს იყენებთ ტუჩზე, რომელს – ფეხზე. მათი არევა არ დაუშვათ.

Advertisement