Connect with us

საკითხავი

უსიამოვნო ლაქები ფეხსაცმელზე: როგორ მოვიშოროთ

ზამთარში ფეხსაცმელზე უსიამოვნო ლაქები ხშირად ჩნდება. მასთან მუდმივად ბრძოლა გვიწევს. სველი ამინდი, რეაგენტები და მარილი, რომელსაც ქუჩაში ყრიან, ყელიან ფეხსაცმელზე მარილის ზოლებს ტოვებს. მათი მოშორება საკმაოდ რთულია. სველი ან მშრალი ჩვრით გაწმენდა ეფექტური არაა.

Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ საინტერესო ხრიკებს, როგორ მოაშოროთ უსიამოვნო ლაქები ფეხსაცმელს ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით. ბიუჯეტური და მარტივი მეთოდებია. საჭირო პროდუქტების უმეტესობას სახლში იპოვით.

3 მარტივი ხრიკი ფეხსაცმელზე ლაქების მოსაშორებლად

ძმარი

მაღაზიაში ნაყიდი სპეციალური საშუალება ფეხსაცმელს აწესრიგებს და რეაგენტების მავნე გავლენისგან იცავს. თუ უფრო მარტივ, სწრაფ და ეკონომიურ ვარიანტს ეძებთ, ძმრისა და წყლის ნარევი გამოიყენეთ.

ამ ნარევით ტყავის ფეხსაცმელს მარილის ლაქებს მოაშორებთ და იდეალურ ფორმას დაუბრუნებთ. ტყავის ფეხსაცმელს ლაქები რომ მოაშოროთ, შეასრულეთ შემდეგი მოქმედებები:

  1. ერთი მესამედი ძმარი და ორი მესამედი წყალი აურიეთ.
  2. რბილი ჩვარი ნარევში დაასველეთ.
  3. ფეხსაცმელი გაწმინდეთ.
  4. ფეხსაცმელი გაამშრალეთ და სპეციალური კრემი წაუსვით.

ნიშადურის სპირტი, აბუსალათინის ზეთი და თევზის ქონი

ნიშადურის სპირტი კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა, რომელიც ტყავის ფეხსაცმელს მარილის ლაქებს აშორებს. სახლში შემოსვლისას ფეხსაცმელს გაშრობა აცადეთ, შემდეგ ნიშადურში დასველებული ჩვრით თეთრი ლაქები გაწმინდეთ. ბოლოს სპეციალური კრემი აუცილებლად წაუსვით.

აბუსალათინის ზეთი და თევზის ქონი ლაქების მოსაშორებლად საინტერესო მეთოდია. 1:3 თანაფარდობით აურიეთ. წყლის ორთქლზე გააცხელეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. ოთახის ტემპერატურამდე გაგრილების შემდეგ ფეხსაცმელს ლაქებიან ადგილებში წაუსვით. რამდენიმე საათით ან უფრო დიდხანს გააჩერეთ, რომ ლაქები სრულად გაქრეს.

ლაქების მოშორება ზამშის ფეხსაცმელზე

ზამშის მასალის გაწმენდა ძალიან რთულია. ნებისმიერი პროცედურის წინ მასალა ორთქლით დაამუშავეთ. გაშრობის შემდეგ ჯაგრისით დავარცხნეთ.

საპნიანი ხსნარი მოამზადეთ და ლაქებს წაუსვით. კარტოფილით ან ლიმნით შეგიძლიათ გაწმინდოთ. როცა ფეხსაცმელი გაშრება, ჯაგრისით დავარცხნეთ. პროცედურის წინ საშუალება ზამშის პატარა მონაკვეთზე დატესტეთ. ასე დაზიანებას თავიდან აიცილებთ.

ფეხსაცმლის გასაწმენდად ბევრი მეთოდი არსებობს. თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი აირჩიეთ და გამოიყენეთ. ფეხსაცმელზე სწორად იზრუნეთ. ასე დიდხანს გემსახურებათ.

Advertisement