Connect with us

ჯანმრთელობა

უნიკალური სამკურნალო საშუალება, რომელიც ყველას აფთიაქში უნდა ჰქონდეს  

Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ უნიკალურ საშუალებაზე, რომელსაც 13–ზე მეტი დაავადების განკურნება შეუძლია. მენოვაზინზე ვსაუბრობთ. მისი დახმარებით ავადმყოფობას დიდი ხნით დაივიწყებთ და ფულს დაზოგავთ. კომბინირებულ საშუალებას სახსრების და კუნთების ტკივილის, ნევრალგიის და კანის დაავადების დროს ნიშნავენ.

როგორც მალამოს, ასევე ხსნარის სახით იყიდება. მასში შედის მენთოლი, ნოვოკაინი, ბენზოკაინი და ეთილის სპირტი. 1 ქილა დაახლოებით 2 ლარია. იაფი საშუალება სახლის აფთიაქში ყოველთვის უნდა გქონდეთ. გიამბობთ, როგორ და რა შემთხვევაში გამოიყენოთ მენოვაზინი.

13 უსიამოვნება, რომელსაც მენოვაზინი კურნავს

ამ სტატიით მხოლოდ ინფორმაციას გაცნობთ. მედიკამენტის გამოყენებამდე ექიმს მიმართეთ და პრეპარატის ინსტრუქციას გაეცანით.

ცუდი ძილი, უძილობა. მენოვაზინის ხსნარში დასველებული ბამბის დისკით კეფა ყურიდან ყურამდე დაიზილეთ. ასე უფრო სწრაფად ჩაგეძინებათ, ვიდრე საძილე საშუალებების გამოყენებით.

ანგინა. საშუალება ყელზე წაისვით. თბილი შარფი მოიხვიეთ. დღეში 3–5–ჯერ მენოვაზინი შეისუნთქეთ. მალე სურდოს მოიშორებთ.

სარძევე ჯირკვლების ტკივილი. ხსნარი მტკივნეულ ადგილას წაისვით. შედეგს მალე დაინახავთ. გაფრთხილებთ, ძუძუს თავებზე არ წაისვათ ან სიმსივნის დროს არ გამოიყენოთ.

სხვადასხვა სახის ანთება. ყურის ანთებისას ხსნარში დასველებული ბამბა ყურში 10 წუთით გაიჩერეთ. აკნეს დროს კანი დილა–საღამოს დაბანის შემდეგ ხსნარით გაიწმინდეთ. ჭრილობის გასაწმენდადაც გამოგადგებათ.

ვარიკოზული ვენები. ტერფებიდან ზემოთ წრიული მოძრაობით წაისვით.

ბუასილი. საჩვენებელ თითზე ხსნარში დასველებული ბინტი დაიხვიეთ. ანთებით უბნებს რამდენჯერმე წაუსვით. 5 დღეში პრობლემას მოიშორებთ.

ჰაიმორიტი. მენოვაზინი ცხვირზე ჰაიმორიტის სინუსებთან წაისვით და დაიზილეთ. მარლა ცხვირზე დაიფარეთ და 5 წუთით გააჩერეთ. ტკივილი და შეშუპება შემცირდება.

სურდო, გაციება. მშრალი ხველის სამკურნალოდ ზურგი და მკერდი ხსნარით დაიზილეთ. დაწექით და თბილი საბანი დაიფარეთ. მინიმუმ 3 პროცედურა ჩაიტარეთ.

ჰერპესი. ხსნარიანი სალფეთქი ან მენოვაზინის მალამო ჰერპესზე წაისვით. დღეში 2–4–ჯერ გაიმეორეთ.

ნაკლებად მოძრავი მოხუცები. მენოვაზინის ხსნარი მუხლების ფოსოებში და ტერფებზე დღეში 3–ჯერ წაუსვით. ასე კიდურებში მოძრაობა დაუბრუნდებათ.

სახსრებში მარილის დეპოზიტები. მალამო დაზიანებულ ადგილას რეგულარულად შეიზილეთ. მალე ტკივილი შემცირდება.

რადიკულიტი. ყელზე, კეფაზე, საჯდომ ნერვსა და ხერხემალზე ხსნარი წაისვით. მალე შვებას იგრძნობთ.

თავის და კბილის ტკივილი. სამკურნალო საშუალება შუბლზე და საფეთქლებზე წაისვით. შემდეგ დაძინება სცადეთ.

გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ გასაცნობი ინფორმაციაა. თვითმკურნალობა ჯანმრთელობას აზიანებს. ექიმს მიმართეთ და მისი რჩევის მიხედვით იმოქმედეთ.

Advertisement