Connect with us

სხვა

უნივერსალური საწმენდი საშუალება ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულებისგან

ჭურჭლის სარეცხი მანქანა დიდი ოჯახისთვის უბრალოდ შეუცვლელია. ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ახლა მთა ჭურჭელს მარტივად ვუმკლავდები და სახლსაც სწრაფად ვალაგებ. ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულებით უნივერსალურ საწმენდ საშუალებას ვაკეთებ.

კაფსულების შემადგენლობა ალერგიულ რეაქციას და ქიმიურ დამწვრობას არ იწვევს. მასში შედის სოდა, მარილი და მათეთრებელი. მის გარეშე სამზარეულოს დალაგება ვეღარ წარმომიდგენია. დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ უნივერსალური საწმენდი საშუალება.

პირველ რიგში, კაფსულა დაფშვენით და ბოთლში ჩაყარეთ. ცხელი წყალი დაასხით და შეანჟღრიეთ. ესეც ასე, საწმენდი საშუალება მზადა.

სითხე ნებისმიერ ზედაპირს ცხიმს, ჭუჭყს და ნადებს აშორებს. ფანჯრის საწმენდად საშუალება მინას შეასხურეთ და სუფთა ჩვრით გაამშრალეთ.

ფანჯრის რაფას ჭუჭყის კვალი რომ მოაშოროთ ან გაშავებულ–გაყვითლებული პლასტმასი გაათეთროთ, საშუალება ზედაპირს წაუსვით და 5-10 წუთით გააჩერეთ. ჯერ სველი, შემდეგ მშრალი ჩვრით გაწმინდეთ.

სარკეზე ზოლების მოსაშორებლად სახლში მომზადებული ნარევით გაწმინდეთ.

ხელნაკეთი ნარევი სამზარეულოს ზედაპირებზე ცხიმის ლაქებს ეფექტურად აშორებს. ცხიმის ლაქას ნებისმიერ ზედაპირზე უმკლავდება, დაწყებული გაზქურით და გამწოვით და დამთავრებული ავეჯით. თუ ძლიერ გაჭუჭყიანებულია, მეტი სითხე გამოიყენეთ.

გამწოვის გისოსები სჯობს ხსნარში (მთელი აბი გამოიყენეთ) ჩადოთ და ცოტა ხნით (15-30 წუთი საკმარისია) გააჩეროთ. შემდეგ გახეხეთ, რომ ცხიმის ნარჩენები მოშორდეს.

ღუმელის შიგნიდან გასაწმენდად ეფექტური საშუალებაა. ღუმელი გააცხელეთ, საშუალება წაუსვით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ლითონის ღრუბლით მარტივად მოაშორებთ. ბოლოს სუფთა სველი ჩვრით გადაწმინდეთ.

სააბაზანო ოთახში სანტექნიკას და ფილებს იდეალურად წმენდს. ჩვეული მეთოდით იმოქმედეთ, როგორც მაღაზიაში ნაყიდი საწმენდი საშუალებების შემთხვევაში.

მისი დახმარებით რბილ ავეჯსაც მოაწესრიგებთ. სამზარეულოში დივნის კუთხე სწრაფად ჭუჭყიანდება და ხშირად გაწმენდა სჭირდება. ხალიჩიდან და გადასაკრავიდან ცხიმის კვალს მარტივად აშორებს.

პირსახოცის გასარეცხად წყალში 1 კაფსულა გახსენით, აადუღეთ და პირსახოცები დაუმატეთ. ქსოვილის ჭუჭყიანობის ხარისხის მიხედვით ხარშეთ. გაცივებული სითხე მილების გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

როგორც ხედავთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანის კაფსულებს მთელი რიგი საწმენდი საშუალების ჩანაცვლება შეუძლია. თან მთელ სახლს შესანიშნავად აწესრიგებს!