Connect with us

ყვავილები

ტყის მცველის ცოლი ცუდს არ გირჩევს: ვრგავთ ხახვს გრუნტში, რომ მოსავალი მდიდარი იყოს

ბაზარში სიარული ძალიან მიყვარს. ხილის სიფერადე და სუნი, ბოსტნეულით სავსე დახლებთან ჩავლა, ყავის და ჩაის არომატის შეგრძნება, ადამიანების გაცნობა, ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობა სიამოვნებას მანიჭებს. ბოსტნეულს ხშირად ერთსა და იმავე გამყიდველ ქალთან ვყიდულობ. მეტყევის ცოლია და მცენარეების გაზრდაზე ბევრი რამ იცის. ამ დღეებში გამიზიარა რჩევები, როგორ დავრგო ხახვი ისე, რომ ისრები არ გამოჩნდეს.

ხახვის დარგვა

ამბობენ, თუ სათესლე ხახვის დიამეტრი 3 სმ ან მეტია, ისრები მაინც გამოჩნდება. ბოსტანში ხახვის დარგვის დრო ჯერ არაა, რადგან მიწა საკმარისად თბილი არაა. როგორც მინიმუმ, 20 გრადუსამდე გამთბარი უნდა იყოს. ტყუილად არ ამბობენ, რომ ციგები ზაფხულში მოამზადე, ხოლო საზიდავი ზამთარში. მეტყევეს ცოლი მარწმუნებს, რომ მისი რჩევების გათვალისწინებით ხახვის უხვ მოსავალს მივიღებ.

რჩევები ხახვის დასარგავად

1. სათესლე ხახვი გადაარჩიეთ. უვარგისი ხახვი გადაყარეთ. კარგი მასალა ხის ან მუყაოს ყუთში ჩააწყვეთ და ბნელ ადგილას (+25 °C) გამოსაშრობად გაიტანეთ.

2. ლიტრ წყალში სუფრის კოვზი მარილი გახსენით. ხახვი ამ ნარევში ჩადეთ და 3 საათით გააჩერეთ. მარილი ლპობისგან დაიცავს, ფესვების განვითარებას ხელს შეუწყობს.

3. ხსნარიდან ამოღების შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. მარგანცოვკის ვარდისფერ ხსნარში ჩადეთ. 2 საათით გააჩერეთ. ასე პათოგენურ ბაქტერიებს სრულად მოაშორებთ.

4. ისევ წყალი გადაავლეთ, ზედმეტი წყლისგან დაწურეთ.

5. კვლები მორწყეთ. ხახვი თბილ მიწაში დარგეთ, მიწა მოაყარეთ. ეს ყველაფერია, რაც ხახვის დარგვას ეხება.

ხახვს წყალი უყვარს. წყლის დეფიციტის დროს ფიქრობს, რომ ბოლქვების ფორმირებისთვის საკმარისი ძალა არ აქვს და ისრებს ისვრის. პრევენციისთვის წყლით რეგულარულად მორწყეთ.

მორწყვის შემდეგ მიწა აუცილებლად გააფხვიერეთ, რომ ქერქი არ წარმოიქმნას. ჟანგბადის დეფიციტიც ისრების ამოწვერას იწვევს. მსუბუქ, ფხვიერ მიწაში ხახვი კარგად გაიზრდება. მარტივი წესების დაცვით ხახვის უხვ მოსავალს მიიღებთ. სასარგებლო ხახვი ამ შრომად ნამდვილად ღირს.

ხახვის სარგებელი

ხახვი მდიდარია C ვიტამინით და ფიტონციდებით, ამიტომ სურდოს, ანგინის და გრიპის დროს შეუცვლელია. კვერციტის და ფლავანოიდების წყალობით უკურნებელი დაავადებების პრევენციისთვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა.

ხახვი ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს, ცუდ ქოლესტერინს გამოდევნის, თრომბის წარმოქმნას ხელს უშლის.

თუ ლამაზი სქელი თმის მიღება გსურთ, ხახვის წვენი თავის კანში შეიზილეთ. უსიამოვნო სუნის გასაქრობად არომატული შამპუნით დაიბანეთ.

საინტერესოა, რომ შუა საუკუნეებში მონასტრებში ბერებს ხახვის ჭამა ეკრძალებოდათ. იცით, რატომ? ის ხორციელი სიამოვნებისკენ ლტოლვას აძლიერებს.

ხახვის კოცნა

ოჰ, ვის გაუგია კოცნა ხახვის ჭამის შემდეგ?

ოხრახუში, ქინძი და პიტნა ხახვის უსიამოვნო სუნს მოგაშორებთ. რამდენიმე წუთით დაღეჭეთ, შემდეგ გადააფურთხეთ და პირი გამოივლეთ. ლიმონის ქერქი, ყავის მარცვლები, აქტივირებული ნახშირი ან უბრალოდ საღეჭი რეზინიც საკმარისია, რომ ხახვის სუნი მოიშოროთ. კოცნაში ხელს ვერ შეგიშლით.

Advertisement