Connect with us

ყვავილები

ტოქსიკური მცენარეები, რომლებიც ყოველ მეორე საძინებელში ფანჯრის რაფაზე დევს

დედაჩემი ოთახის მცენარეების დიდი მოყვარულია. მის ბინაში არც აივანზე, არც ერთი ოთახის ფანჯრის რაფაზე სანტიმეტრი თავისუფალი ადგილი არაა. თუ ჩნდება, მხოლოდ იმისთვის, რომ ახალი ქოთანი მოათავსოს. ალბათ, ასე დედა ინაზღაურებს, რომ ბაღი არ აქვს. რა თქმა უნდა, მშობლებს აგარაკი აქვთ, მაგრამ შორს მდებარეობს. სახლში კი მინი ჯუნგლი შეგიძლიათ გაზარდოთ. მთავარია, ტოქსიკური ოთახის მცენარეები გამორიცხოთ.

ადრე მავნებელი ყვავილების არსებობაზე ეჭვიც არ მეპარებოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაც უფრო მეტი მცენარეა ოთახში, მით უკეთესია ჯანმრთელობისთვის. მოგვიანებით დედამ დიფენბახია შეიძინა. პირველად ამ მცენარეზე კატამ მოახდინა რეაგირება. დიდხანს აცემინებდა, მადის დაკარგვას უჩიოდა. მოგვიანებით, ჩემს უმცროს ვაჟს ალერგია დაეწყო. როცა მივხვდით, რა იყო უბედურების მიზეზი, დედის ბინიდან ბევრი შხამიანი მცენარე გავიტანეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ სიას გადახედოთ. იქნებ ასეთი მცენარე თქვენს სახლშიც იზრდება!

ტოქსიკური ოთახის მცენარეები, რომლებსაც საძინებელ ოთახებში ზრდიან

სიაში პირველია ადენიუმი. საოცრად ლამაზი სუკულენტია. ყვავილს იმპალის შროშანს ან უდაბნოს ვარდს უწოდებენ. უპრეტენზიო მცენარეა, ამიტომ მებაღეების სიყვარულს იმსახურებს. ცოტამ თუ იცის, რომ ძველად ადენიუმის წვენს ისრების გასაჟღენთად იყენებდნენ.

სწორედ ამიტომ, ადენიუმი საბავშვო ოთახში ან შინაურ ცხოველებთან ახლოს არ უნდა დადოთ. თუ მცენარეზე ზრუნვა გსურთ, ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ. პროცედურის შემდეგ ხელსაწყოები კარგად გარეცხეთ.

ოლეანდრე არანაკლებ საშიშია. დიასახლისებს მოსწონთ მისი მიმზიდველი ყვავილები, რომლებიც საოცარ არომატს აფრქვევენ. სუნი ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ თავის ტკივილს იწვევს. ეს მაქსიმალური ზიანი არაა, რომელიც ოლეანდრემ ადამიანს შეიძლება მოუტანოს.

ყვავილის ფოთლები ყველაზე საშიშია. თუ შემთხვევით საკვებში მოხვდება, შედეგი ფატალური იქნება. სწორედ ამიტომ, თქვენს შვილებს და შინაურ ცხოველებს ყურადღება მიაქციეთ!

ექსპერტები გირჩევენ, რომ ანთურიუმის მოვლისას ყურადღებით იყოთ. მისი ყვავილი მჟაუნმჟავას მარილს შეიცავს. კანზე მოხვედრისას სიწითლეს ან ალერგიულ რეაქციას იწვევს. თუ საკვებში მოხვდება, ხორცის შეშუპება და პირის ღრუს დამწვრობა შეიძლება გამოიწვიოს.

პახიპოდიუმი შხამიან რძის წვენს შეიცავს. ეს ყვავილის მთლიანობის დარღვევის შედეგად ხდება. გახსოვდეთ ეს, როცა მცენარეზე ყვავილობისას ზრუნავთ. დაუზიანებელ კანზე ალერგია არ ხდება. ნივთიერება მხოლოდ ჭრილობაზე და ლორწოვანი გარსისთვის სახიფათოა. ახლობლები და საკუთარი თავი რომ დაიცვათ, ხელები მცენარეზე მოვლის შემდეგ კარგად დაიბანეთ.

დიფენბახიაზე ზრუნვის შემდეგ კანი გაიწმინდეთ. ეს ყვავილი ღეროში შხამს შეიცავს. ნივთიერება იმდენად ძლიერია, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას და მძიმე სუნთქვას იწვევს. თუ დიფენბახიის წვენი პირდაპირ კანზე მოხვდება, დამწვრობას გამოიწვევს.

სპეციალისტები გირჩევენ, რომ ფულის ხეს ზედმეტად გულგრილად არ მიუდგეთ. ზამიოკულკასი მთელ „სხეულში“ სახიფათო წვენს შეიცავს. რა თქმა უნდა, მცენარეზე შეხება ორგანიზმზე პათოლოგიურ ცვლილებებს არ იწვევს. მისმა წვენმა შეიძლება ძლიერი ალერგია გამოიწვიოს.

პლუმერია შხამიანი მცენარეა. როგორც წინა შემთხვევებში, შხამიანი ნივთიერება ყვავილის წვენში შედის. როცა რბილ ქსოვილზე ხვდება, ძლიერ გაღიზიანებას და ანთებით პროცესებს იწვევს. ამის მიუხედავად პლუმერია შენობაში ჰაერს წმენდს. სწორედ ამიტომ, საძინებელში ან სამზარეულოში ხშირად ათავსებენ.

დეკორატიულ ოთახის ლიანას (სურო) ფასადის და ინტერიერის გასაფორმებლად ხშირად ზრდიან. ყვავილი უყვართ, რადგან პარაზიტულ ბაქტერიებს და სოკოებს აფრთხობს, სახლის ზონაში ჰაერს წმენდს. გახსოვდეთ, რომ მისი ღერო შხამიანია. განსაკუთრებით ცხოველებისთვის. მცენარე ძაღლებისა და კატებისგან შორს მოათავსეთ.

Advertisement