ჯანმრთელობა
ტოპ-9 ბურღული გახდომისთვის
თუ წონაში დაკლება გსურთ, ყველაზე დიდი ყურადღება ბურღულეულს მიაქციეთ. ფაფა – იაფი სიამოვნებაა და თან სასარგებლოც არის. რომელი ბურღულეული უნდა მიირთვათ გასახდომად?!
სამწუხაროდ ჩვენს უმეტესობას მხოლოდ 2 ბურღული აქვს მენიუში – წიწიბურა და შვრია, ამიტომ ამ სტატიაში იმ ბურღულეულის შეკრება გადავწყვიტეთ რომლებიც ნაკლებად პოპულარულია თუმცა თუ მათ მიირთმევთ წონაში კლება გარანტირებული გექნებათ.
ყველაზე სასარგებლო ბრუღულეული გახდომისთვის
1. ფეტვი
ეს სასარგებლო ბურღულეული არა მხოლოდ ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას არამედ ტოქსინებიც გამოჰყავს. ფეტვი ორგანიზმს მაგნიუმით, ფოსფორით, კალიუმით, გოგირდით, РР ვიტამინით, Е და В ვიტამინით ავსებს. შეძენისას დარწმუნდით რომ მარცვლები ღია ყვითელი ფერის არის. რაც უფრო ყვითელია მარცვალი მით უფრო სასარგებლოა ფეტვი. კარგად გარეცხეთ ფეტვი, ერთ ჭიქა ფეტვს სამი ჭიქა წყალი დაახით და დარბილებამდე ხარშეთ. შეგიძიათ მას სეზამის მარცვლები, ჩაის კოვზი სელის თესლი ან ცოტაოდენი ქიშმიშიც დაუმატოთ.
2. წიწიბურა
წიწიბურა ყველაზე ეკოლოგიურია ბურღულს შორის, რადგან ის ქიმიური დანამატების გარეშე მოყავთ. ის ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის არის რეკომენდებული. მასში ბევრი B ჯგუფის ვიტამინი შედის. თუ წონაში კლება გსურთ – წიწიბურა საუკეთესო ვარიანტია. მოხარშეთ 250 გრამი წიწიბურა და მიღებული ფაფა მთელი დღის განმავლობაში ჭამეთ, მიიღეთ ბევრი წყალი და მწვანე ჩაი.
3. ხორბლის ბურღული
ხორბალი ცხიმების ცვლას არეგულირებს და ამცირებს ქოლესტერინს. თუ ხორბლის ფაფას მიირთმევთ გაუმჯობესდება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა, შეანელებს დაბერების პროცესს.
4. მანის ბურღული
ამ ბურღულის გემო ბავშვობიდან გვახსოვს. ბოლო წლებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანი – ცარიელი კალორიებია. თუმცა ის სავსეა კალიუმით, Е და В1 ვიტამინებით. ამიტომ გირჩევთ ის თქვენი რაციონიდან საბოლოოდ არ გამორიცხოთ. თუ გლუტენის აუტანლობა გაქვთ მანის მიღება რეკომენდებული არ არის.გახდომის მიზნით კი მისი მომზადებისას უცხიმო რძე უნდა გამოიყენოთ და შაქრის გარეშე მოამზადოთ.
5. შვრია
ის მაგნიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას, ნატრიუმს, თუთიას, РР, E და В ვიტამინებს შეიცავს, მასში მაღალია ბოჭკოს შემცველობაც რომელიც ორგანიზმის გაწმენდას უწყობს ხელს. წონის დასაკლებად შვრიას დარიჩინი დაუმატეთ და წყლით მოამზადეთ. მზა ფაფას შეგიძლიათ ერთი ჩაის კოვზი თაფლი დაუმატოთ. შვრიის ფაფა საკვების მონელების პროცესს აჩქარებს და წმენდს ორგანიზმს.
6. ქერის ფაფა
ქერის ფაფას ქერის მარცვლებისგან ამზადებენ. ის მდიდარია D, E, PP და В ჯგუფის ვიტამინებით. ამ ბურღულში შემავალი ფოსფორი მეტაბოლიზმს აჩქარებს. კარგი იქნება თუ ფაფას დილით, საუზმეზე მიირთმევთ.
7. ქერი (პერლოვკა)
ქერის ბურღულის სახეობა მდიდარია ვიტამინებისა დ ამინერალების მთელი კომპლექსით, გარდა ამისა მდიდარია ლიზინით – ეს სასარგებლო ამინომჟავა კოლაგენის გამომუშავებაში მონაწილეობს. კოლაგენი კანის სიჯანსაღეზე და ახალგაზრდობაზეა პასუხისმგებელი. მასში ძალიან ცოტა კალორიებია და მისი საკმაოდ მოზრდილი ულუფა თქვენი ფიგურსთვის საფრთხეს არ წარმაოდგენს. საღამოს გარეცხეთ და დაალბეთ ბურღული, დილით კი მოხარშეთ.
8. სიმინდის ბურღული
სიმინდის ბურღული ძალიან სასარგებლოა სისხლ-ძარღვებისთის, ის ანელებს ნაწლავში ლპობის პროცესს და თითქმის არასდროს იწვევს ალერგიას. სიმინდის ცილის ათვისება ორგანიზმის მიერ ბოლომდე არ ხდება.
9. ბრინჯი
რომელი ბურღულეულია სასარგებლო გახდომისთვის? თუ წონაში კლება გსურთ გახსოვდეთ: გახდომისთვის საუკეთესოა ყავისფერი ბრინჯი. ვიტამინებისა და მინერალების 70% სწორედ ბრინჯის მარცვლების გარსშია. ხარშვისას ბრინჯი მდუღარე წყალშ ჩაყარეთ და ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი დაუმატეთ, მოხარშვის შემდგე კი სწრაფად გააცივეთ.