Connect with us

ჯანმრთელობა

ტოპ-4 უმნიშვნელოვანესი პროდუქტი ქალის ჯანმრთელობისთვის

დღეს იმ 4 პროდუქტზე ვისაუბრებთ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ნებისმიერი ქალის რაციონში. მათი პოვნა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება და ძვირიც არ ღირს.

1. მოცვი

ეს გემოსა და სარგებლის იშვიათი შეხამებაა. მოცვის უპირველესი პლიუს მისი ანტიოქსიდანტებია. ისინი უჯრედულ დონეზე მოქმედებენ არაკეთილთვისებიან სიმსივნეებზე, წარმოადგენენ არაჩვეულებრივ პროფილაქტიკას სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ.

მოცვში უამრავი ელემენტია: ნახშირწყლები, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი. ორგანული მჟავები, რკინა, სპილენძი და სხვადასხვა მინერალები. მასში შემავალი პანთოტენის მჟავა ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. მოცვში ასევე გვხვდება შემდეგი ვიტამინები: А, С, В1, B6, ვიტამინი РР. გარდა ამისა მოცვში შედის პექტინები, რომლებიცნაწლავებს შლაკებისა და მეტალის ფენისგან ათავისუფლებენ.

2. კომბოსტო

კომბოსტო ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის საჭირო ვიტამინების თითქმის მთელ ნაკრებს შეიცავს: ვიტამინი А, ვიტამინი С, В1, В2, В3, В6, К და წყლულის საწინააღმდეგო ვიტამინიU, ეს უკანასკნელი კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წარმოქმნას უშლის ხელს. ამ ბოსტნეულის სალათები ქალის ჯანმრთელიბისთვის ძალიან სასარგებლოა.

3. შვრია

შვრია მდიდარია ფოლიმის მჟავით, ნიაცინით, А, В1, В2 და В5 ვიტამინებით. მასში ბევრი ასკორბინის მჟავა, Е ვიტამინი, К ვიტამინი და ქოლინი შედის. მიკროელემენტებიდან შვრია მდიდარია: სპილენძით, მაგნიუმით, რკინით, კალცით, კალიუმით, ნატრიუმით, მაგნიუმით და ფოსფორით. ექიმები გვირჩევენ დილა შვრიის ფაფით დავიწყოთ. ის მხოლოდ წყალზ უნდა დაამზადოთ და ისე მიირთვათ. ამ ის შემთხვევაა, როდესაც საუზმის მეშვეობით ყვეა საჭირო ელემენტს მიიღებთ.

4. ქარსალა (“შპროტი”)

ევრი ფიქრობს, რომ ქარსალა მავნებელია, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ქარსალას შემადგენლობაში სხვადასხვა დანამატები და ქიმია თითქმის არასდროს არის. ქარსალას შემადგენლობა მდიდარია А, D, B ჯგუფის და E ვიტამინებით. იმის გათვალისწინებით, რომ მომზადების დროს, ეს თევზი თერმულ დამუშავებას არ ექვემდებარება, ეს კომპლექსი მის შემადგენლობაში მაინც ნარჩუნდება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კონსერვებში მაღალი კალორიულობაა და მათ ჭარბად ნუ გამოიყენებთ.