Connect with us

ჰოროსკოპი

ტკბილი ჰოროსკოპი: შესაფერისი დესერტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანში გარკვეული, უნიკალური თვისებები ჭარბობს. ეს ეხება არა მხოლოდ ქცევას, არამედ სურვილებს. მაგალითად, იგივე ტკბილეულს მარტივად და უცდომლად, თუმცა ნაკლებად სერიოზულად, ზოდიაქოს ნიშნების დაყოფა შეუძლია. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი დესერტი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ტკბილი კარამელის პოპკორნი მოგეწონებათ! ზუსტად ასეა? ვერძს და პოპკორნს არაპროგნოზირებადობა აერთიანებს. მთელი ვედრო ტკბილეული არა, მაგრამ უგემური და გაუმსკდარი მარცვლებიც გვხდება. ასეა ვერძის ხასიათიც. ზოგჯერ სიკეთეს სიბრაზე მკვეთრად ცვლის, ხოლო პოზიტიურ განწყობას დარდი.

კურო

თქვენი ტკბილეული: შტრუდელი. ვაშლის შტრუდელი! რა აქვთ საერთო? ის, რომ ვაშლის შტრუდელის გაფუჭება ძალიან რთულია, როგორც კუროს წყობიდან გამოყვანა. სიმართლე გითხრათ, მარტივი კერძის გაფუჭებაც შეიძლება, თუ მასში ძველ ვაშლს ჩადებთ. ასეა კუროც: შეიძლება არც ისეთი ასატანი გახდეს, თუ გამოიწვევთ.

ტყუპები

პანაკოტა აირჩიეთ და არ შეცდებით. ეს დესერტი რამდენიმე ურთიერთსაპირისპირო, ტკბილი გემოების შერწყმის შედეგია, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. ტყუპების ხასიათში რამდენიმე ურთიერთსაპირისპირო ერთმანეთს ერწყმის და მას ერთ სწორ გზაზე აყენებს.

კირჩხიბი

თქვენი ასტროლოგიური დესერტი: გარგარის პეროგი. ნაზი და გემრიელი პეროგი, რომელიც კირჩხიბის ხასიათის სიმბოლოა. თქვენი წყობიდან გამოყვანა რთულია. პასუხისმგებლიანი ხართ და ახლობლებს აფასებთ.

ლომი

ვარსკვლავებმა მუსი მოგიმზადეს. ასეთი ტკბილეული ნამდვილად სამეფო კერძად შეიძლება ჩაითვალოს. ლომი ხასიათით ნამდვილად მეფეა, ამიტომ მუსის დესერტი ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის იდეალურია.

ქალწული

გიყვართ კონვერტები მურაბით? აბა როგორ! ქალწული წესრიგის და მყუდროების ნამდვილი დამფასებელია. თუ კონვერტს უწესრიგოდ შეკრავთ და ჯემს დაუდევრად დაუმატებთ, რაღაც არაპეროგი გამოვა. ქალწული ასეთს არ შეჭამს.

სასწორი

პრაღის ტორტი თქვენი ზოდიაქალური დესერტია. სასწორი წონასწორობაზე გიჟდება და ტრადიციების დამცველია. რა შეიძლება იყოს შოკოლადის ტორტზე უფრო ჰარმონიული და კლასიკური? თან თუ ძლიერ ყავას მიაყოლებთ! ნამდვილი ზღაპარია!

მორიელი

ოჰ, ეს მორიელი, შოკოლადის მოყვარულები. ბნელი არსებები! როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მორიელი ზოგიერთ საკითხში, მისი მრავალფეროვნება მიიღეთ და ხასიათის ნოტების ნამდვილი დამფასებელი გახდით. როგორც მწარე შავ შოკოლადთან: ამ ტკბილეულზე მხოლოდ ნამდვილი გურმანები გიჟდებიან!

მშვილდოსანი

ხილი, ხილი, ხილი, ეგზოტიკური. სიმარტივის და სიცხადის ურთიერთკავშირი. მშვილდოსანი რისკსა და ექსპერიმენტებზე გიჟდება, ხოლო ეგზოტიკური ხილი ამ თვისების იდეალური სიმბოლოა.

თხის რქა

ნაყინი. გემრიელი, სიგრილის და სიამოვნების მომნიჭებელი. ის სწრაფად დნება, როგორც თხის რქის ხასიათში ბრაზის მომენტებს კეთილი და პოზიტიური განწყობა სწრაფად ცვლის.

მერწყული

თქვენი დესერტი – ჟელე! განსაკუთრებით, ყველა შესაძლო ტკბილეულის ნაჭერთან ერთად. ის მერწყულის ხასიათს ჰგავს: მრავალფეროვანი, სხვადასხვა ფერებით ბზინვარე.

თევზები

თქვენი ტკბილეული: ბანანის ჩიფსი. ვიღაცას გაუსინჯავს, ზოგს არა. ასეა თევზებთან: ზოგმა ამ ზოდიაქოს ნიშნის მთელი არსი შეიგრძნო და მასზე უარს ვეღარ იტყვის.