Connect with us

ჯანმრთელობა

ტიბეტელი ბერების საიდუმლო პრაქტიკა: ჯანმრთელობის 10 მოძრაობა

1. გაღვიძების შემდეგ, 5 წუთით კიდევ იწექით დახუჭული თვალებით. შემდეგ დაიზილეთ ხელები, სანამ არ გახურდება. შემდეგ დაიზილეთ ყურები: საჩვენებელ, დიდ და შუა თითებში მოაქციეთ ყური და დაიზილეთ ზემოდან ქვემოთ 30-ჯერ (დიდი თითები, ამასთან, ყურის უკან უნდა იყოს).

2. მარჯვენა ხელის გული დაიდეთ შუბლზე(წარბების ხაზზე), დააფარეთ მარცხენა ხელის გული, კონცენტრირდით მესამე თვალის წერტილზე(წარბებს შორის) და დაიზილეთ იქეთ-აქეთ, დაახლოებით 30-ჯერ.

3. მომუჭეთ ხელები, დიდი თითების ძვლებით 15-ჯერ დაიზილეთ დახუჭული თვალები – ცხვირიდან ყურებისკენ. ეს სავარჯიშო აუმჯობესებს მხედველობასა და ტვინის სისხლით მიწოდებას.

4. მარჯვენა ხელის გული დაიდეთ ფარისებრი ჯირკვლის მონაკვეთზე, მარცხენა დაადეთ ზემოდან და ამოძრავეთ ხელები, ოდნავი ზეწოლით, ზემოდან ქვემოთ – ყელიდან მზის წნულამდე, 30-ჯერ.

5. დაწექით, შეზნიქეთ და გამობერეთ მუცელი მაქსიმალურად ძლიერად – 30-ჯერ. სუნთქვა თავისუფალი. ასე საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნებისმიერი დარღვევა გაიმართება.

6. ზურგზე წოლისას, აუჩქარებლად, ჩასუნთქვისას მუცლისკენ მიიზიდეთ ჯერ მარჯვენა მუხლი 15-ჯერ, შემდეგ მაცხენა მუხლი ამდენჯერვე.

7. მარჯვენა ხელი დაიდეთ მზის წნულზე, მარცხენა ზემოდან, შეასრულეთ წრიული მოძრაობები მუცელზე, მცირე ზეწოლით, საათის ისრის მიმართულებით, 30-ჯერ.

8. ფეხები გაშალეთ, ხელები კეფაზე დაიდეთ, ჩაისუნთქეთ და გადაწიეთ ფეხები თავს უკან, ამოსუნთქვისას დაუშვით. გაიმეორეთ ათჯერ. ეს სავარჯიშო აუმჯობესებს მამაკაცის პოტენციასა და საჭმლის მონელებას. სასარგებლოა ხერხემლისთვის.

9. დაჯექით საწოლის კიდეზე, თვალები გაახილეთ, მარცხენა ფეხი მარჯვენა მუხლზე დაიდეთ, ხელის თითების ძვლებით დაიზილეთ ტერფზე ამოღრმავება 30-ჯერ. გაიმეორეთ მარჯვენა ფეხზეც. ეს ყველა ორგანოს ასტიმულირებს.

10. დაჯექით, დაიდეთ კეფაზე მარჯვენა ხელის გული, ზემოდან მარცხენა, და ამოძრავეთ ხელები მცირე ზეწოლით, იქეთ-აქეთ, 15-ჯერ.

სავარჯიშოების დასრულების შემდეგ, მიირთვით 1/2 ჭიქა თბილი წყალი (ან 1-2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი).

გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, სიამოვნებით უნდა გაკეთდეს, ან საერთოდ არ უნდა გაკეთდეს.

ეს სავარჯიშო გამოაფხიზლებს თქვენს ორგანიზმს, აგავსებთ ენერგიით მთელი დღისთვის და გაგათავისუფლებთ ნაადრევი დაავადებებისგან.