Connect with us

ტესტები

ტესტი ყურადღებიანი პატარძლისთვის: იპოვეთ მდიდარი საქმრო

დამღლელი ყოფის და ყოველდღიური რუტინის გამო ბევრი ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს. ნამდვილად, რა აზრი აქვს დაკვირვებულ შერლოკ ჰოლმს, თუ არ იცით სად და როგორ გამოიყენოთ? თუმცა ფორმის შენარჩუნება მაინც ღირს. სწორედ ამიტომ, დღეს გთავაზობთ საინტერესო ამოცანებს ყურადღებაზე. შეამოწმეთ, რამდენად დაკვირვებული ხართ.

ამოცანები ყურადღებაზე

1. თვლით, რომ დაკვირვებული ხართ? მაშინ ეს ამოცანა თქვენთვისაა. ამ ბიჭებს კარგად დააკვირდით და გაარკვიეთ, თუ რომელი მათგანია ფინანსურად უზრუნველყოფილი. გაითვალისწინეთ, რომ გადამწყვეტ როლს არა მხოლოდ ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, არამედ ადამიანის ქცევაც თამაშობს. კარგი ტესტი ყურადღებიანი პატარძლისთვის, ვინც მდიდარ საქმროს ეძებს.

2. მეორე ამოცანა ყველაზე დაკვირვებული ადამიანებისთვის. უამრავ 5-იანს შორის რამდენიმე „6“–იანია დამალულ. მაგრამ სურათზე რამდენია? სცადეთ ყველა ექვსიანი 60 წამზე სწრაფად იპოვოთ. შეძელით?

3. ბოლო ამოცანაში ძაღლებს შორის პანდა უნდა იპოვოთ. ერთი შეხედვით ამდენ ყურსა და ცხვირს შორის პანდის გაოცებული სახის დანახვა რთულია, თუმცა დაკვირვებულ ადამიანს არ გაუჭირდება. საკითხავია, თავად თუ ხართ ასეთი დაკვირვებული?

მინიშნებები

1. ამოცანა რთულია, მაგრამ დაკვირვებულ გოგოს ვერ გააცურებთ. მეორე ბიჭს დაუყონებლივ აღნიშნავს. ბოლოს და ბოლოს, როგორი წარმატებულია ადამიანი, თუ ყავის დალევის დროსაც სმარტფონს ხელს არ უშვებს. პირველი ბიჭი მხოლოდ ცდილობს, რომ მდიდრულად გამოიყურებოდეს, თუმცა ჩაკეტილი პოზა თავდაუჯერებლობაზე საუბრობს. გამოდის, რომ მესამე ბიჭია მდიდარი. გვეთანხმებით?

2. რა თქმა უნდა, ასეთ ღია ფონზე ყველა „6“–იანის პოვნა რთულია, მაგრამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ სულ ხუთი ექვსიანი გვაქვს, ამასთან განლაგებულია მთელ სურათზე: მე–3, მე–7, მე–11, მე–13 და ბოლო რიგებში.

3. ვერ იპოვეთ პანდა? შეუძლებელია! ის ხომ სურათის მარჯვენა ნაწილში, თითქმის ცენტრთანაა. ასეთი შავი ყურები თეთრ ფონზე შეუძლებელია ძაღლებში აგერიოთ.

მაშინაც კი, თუ ამოცანების ამოხსნა ვერ შეძელით, არ იდარდოთ. ნებისმიერ შემთხვევაში მცდელობა სასარგებლოა. მსგავსი ამოცანების რეგულარული შესრულებით თქვენი დაკვირვების უნარი გაუმჯობესდება. მთავარია, საკუთარ თავზე იმუშაოთ.