Connect with us

ტესტები

ტესტი ქალებისთვის. აირჩიეთ ბეჭედი და გაარკვიეთ, რა ძალით იზიდავთ მამაკაცებს

Аlltime.ge–ს რედაქცია ნაცრისფერი ყოველდღიურობის დროებით დავიწყებას გთავაზობთ. მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი მიმზიდველობაზე გაიარეთ. ბეჭდებს შეხედეთ და აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ. გიამბობთ, რას ნიშნავს თქვენი არჩევანი. გაიგეთ, როგორს გხედავენ კაცები და რა მოსწონთ თქვენში ყველაზე მეტად.

მიმზიდველობის ტესტი

საკუთარი თავის დახასიათება რომ გთხოვონ, ალბათ, ბევრი რამის თქმას შეძლებდით. თუმცა თქვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე განსხვავდება იმისგან, როგორ გხედავენ კაცები. არადა ზოგჯერ პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია.

დავუბრუნდეთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ გხედავენ პოტენციური საქმროები. თუ აირჩიეთ ნომერ პირველი ბეჭედი, თქვენში ცხოვრობს ნაზი ბავშვი, რომელსაც ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. ძალიან მგრძნობიარე და ემპათიური ხართ. მამაკაცი ამას გრძნობს და სურს გააკეთოს ყველაფერი, რომ მის გვერდით თავი საიმედოდ იგრძნოთ. თუმცა აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც თქვენი სინაზით და სიკეთით სარგებლობას ისურვებენ. პირველივე შემხვედრთან გულის გადაშლა არ იჩქაროთ.

მეორე ბეჭედს ირჩევს ქალი, რომელსაც საკუთარ თავზე ზრუნვა უყვარს და თავის ფასი ზუსტად იცის. კაცებს ასეთი ქალი ხშირად აშინებთ, რადგან საკუთარ მატერიალურ მდგომარეობაზე განიცდიან. შეძლებენ ასეთი ლამაზმანის უზრუნველყოფას ყველაფრით, რაც მას სურს? თქვენ ხომ საფულეს არ მისდევთ. თქვენ სიყვარული გჭირდებათ. მოძებნეთ ის, ვინც თქვენში უფრო მეტს დაინახავს, ვიდრე ლამაზი გარეგნობაა.

ნომერ მესამე ბეჭედს სიცოცხლით სავსე და მხიარული ქალი ირჩევს. მამაკაცებს მოწონხართ, რადგან თქვენთან მოწყენილი არასდროს არიან. ახალ ნაცნობებს მარტივად იძენთ და ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენას პოულობთ. ქარიზმა და იუმორის გრძნობა ახალი საყვარლის პოვნაში გეხმარებათ. დარწმუნებული ვართ, რომ ერთ–ერთი მათგანი მალე თქვენი ქმარი გახდება.

მეოთხე ბეჭედი სერიოზულ და მიზანდასახულ ქალს შეეფერება. იცით, რა გსურთ ამ ცხოვრებაში და მიზნისკენ დაბეჯითებით მიიწევთ. მამაკაცები ამას გრძნობენ და ხანდახან თქვენი ეშინიათ. გამოჩნდება ის, ვინც თქვენი ნერვების მოთოკვას და თქვენს რთულ ხასიათთან საერთო ენის პოვნას შეძლებს.

თუ მეხუთე ბეჭედი აირჩიეთ, მამაკაცს თქვენი თავისუფლებისადმი სიყვარულით იზიდავთ. ჩარჩოებით შემოფარგლული არ ხართ და ყოველთვის იმას აკეთებთ, რასაც გული გკარნახობთ. ამასთან საკმაოდ სერიოზული ხართ. ამ სერიოზულობასა და ბავშვურ უდარდელობას შორის ბალანსის პოვნის საოცარი უნარი გაქვთ.

მეექვსე ბეჭედს საკმაოდ იდუმალი ქალი ირჩევს. გამორჩეული გარეგნობა და ხასიათი გაქვთ. მამაკაცმა ბევრი უნდა სცადოს, რომ გაგიგოთ. ამავდროულად, საპირისპირო სქესს იზიდავთ. დახურული წიგნი ხართ, რომლის ყოველი ახალი გვერდი წინაზე უფრო მიმზიდველია.

მეშვიდე ბეჭედი შემოქმედებით ქალს შეეფერება. ორიგინალურად აზროვნებთ. ჩვეულებრივ რომანტიკას მიჩვეული არ ხართ. მუდმივად რაღაცით გაოცება გჭირდებათ. ეს ბევრ მამაკაცს მოსწონს, რადგან ნებისმიერ ფასად თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ.

თუ მერვე ბეჭედი მოგეწონათ, თქვენს ხასიათში მეომრული განწყობა არის. მამაკაცს ვნებიანი ტემპერამენტით და ექსპერიმენტებისკენ ლტოლვით იზიდავთ. თქვენთან ერთად ქვეყნის დასალიერში წასვლაც შეიძლება. ამით კაცებს ხიბლავთ. თქვენში ამ თვისებას გაუფრთხილდით.

მეცხრე ბეჭედს ირჩევს ქალი, რომელსაც ცოლის და დედის როლი კარგად წარმოდგენილი აქვს. მამაკაცი, რომელსაც ოჯახის შექმნა სურს, თქვენში იდეალურ პარტნიორს ხედავს. ეს მაგნიტივით იზიდავთ. შესაძლოა, პოტენციური საქმრო უკვე თქვენ გვერდითაა.

Advertisement