Connect with us

ტესტები

ტესტი, რომელიც სულის საიდუმლოებებს დიპლომირებულ ფსიქოლოგზე უკეთ აშკარავებს 

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტესტს, რომელიც თქვენს შესახებ უფრო მეტს გეტყვით, ვიდრე ნებისმიერი ფსიქოლოგი. სიტყვა, რომელსაც სურათზე პირველად დაინახავთ, წარმოადგენს გასაღებს, რომელიც თქვენი ბედის და ხასიათის საიდუმლოებებს ააშკარავებს.

რომელი სიტყვა დაინახეთ?

ჩვენი თვალები ერთნაირად მოწყობილია, მაგრამ აღქმა პიროვნებაზეა დამოკიდებული. მოცემულ ასოებიდან ქვეცნობიერი ირჩევს იმ სიტყვას, რომელიც ჩვენს მისწრაფებას უკეთ ასახავს. მოკლედ, სურათს კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ სიტყვა, რომელსაც პირველად დაინახავთ. ამის შემდეგ გაშიფვრა წაიკითხეთ!

წყალი

წყალი მოქნილობის და ცვალებადობის სიმბოლოა. ის დაბადებასთან და ქალურ საწყისთან ასოცირდება. წყალი თქვენს სიკეთესა და შინაგან ჰარმონიაზე საუბრობს. მშვიდი, აუღელვებელი ადამიანი ხართ, რომლის წყობილებიდან გამოყვანა რთულია. ეს ნებისმიერი უბედურების გადალახვაში დაგეხმარებათ და ჭკვიან და თანამგრძნობიარე მეორე ნახევართან შეხვედრით დაგაჯილდოებთ.

გვარი

თუ პირველად სიტყვა „გვარი“ დაინახეთ, თქვენთვის ოჯახი მნიშვნელოვანია. ახლობლების ერთგული ხართ, მაგრამ საქმე დიდ დროს გართმევთ. დაფიქრდით, ღირს თუ არა ოჯახის გამო საქმის გაწირვა ან პირიქით.

მბრძანებელი

არა, თქვენ პუშკინის მოხუცი ქალივით „ზღვის მბრძანებლად“ ყოფნას არ ცდილობთ. აშკარა ლოგიკის მიუხედავად, მოკრძალებული ადამიანი ხართ და ძალაუფლებისკენ არ ისწრაფვით. იქნებ, დროა მოკრძალება წარსულში დატოვოთ და კარიერულ კიბეზე ღირსეული ადგილი დაიკავოთ?

ბადე

ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ადამიანები წიგნის კითხვას Instagram–ზე სურათების ან Facebook–ზე მოკლე პოსტების თვალიერებას ამჯობინებენ. ის, რომ პირველად სიტყვა „ბადე“ დაინახეთ, თქვენში განათლებულ ადამიანს ააშკარავებს. მეგობრებმა და ნაცნობებმა ამის შესახებ იციან, ამიტომ რჩევას ხშირად გეკითხებიან.

ბედი

ამ სიტყვას კარგად განვითარებული მეექვსე გრძნობის მქონე ადამიანები ირჩევენ. ინტუიციას გაუფრთხილდით, ის რთულ სიტუაციებში დაგეხმარებათ!

ეზო

პირველად სიტყვა „ეზო“ დაინახეთ? ეს ამბობს, რომ ნაზი, მყუდრო, სახლში ყოფნის მოყვარული ხართ. თქვენთან ურთიერთობა ძალიან კომფორტულია, ამიტომ თქვენი სახლი ყოველთვის სტუმრებით სავსეა.

დედოფალი

ეს თქვენს ლიდერულ უნარებზე საუბრობს. ვარსკვლავებმა შესაშური მოთმინებით, პასუხისმგებლობით და მიზანდასახულობით დაგაჯილდოვეს. მიზნისკენ შეუპოვრად წინ მიიწევთ მაშინაც კი, როცა სხვები ნებდებიან. გზის ბოლოს წარმატება გელით!

გობი

„დილით ავდექი, დავიბანე, თავი მოვიწესრიგე და იმწამსვე ჩემი პლანეტა მოვაწესრიგე“ – ამბობდა პატარა უფლისწული დე სენტ–ეგზიუპერის ზღაპრიდან. თუ სიტყვა „გობი“ დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დროა გენერალურ დალაგებას შეუდგეთ და ცხოვრებაში ცვლილებები სერიოზულად შეიტანოთ. ყველაფერი ზედმეტი და გამაღიზიანებელი გაქრება, როგორც ბინძური წყალი. საქმეს თამამად შეუდექით!

თევზი / აზნაური

ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ზრუნვა ან დროებითი განმარტოება გჭირდებათ. ასევე პოზიტიური ემოციები გჭირდებათ, რომელიც სევდის ნისლს გაფანტავს და ნაცრისფერ ყოველდღიურად გააფერადებს.

ამოიცანით საკუთარი თავი ტესტის შედეგებში? თქვენი შთაბეჭდილებები თამამად გაგვიზიარეთ. უნდა გესმოდეთ, რომ მსგავსი ტესტები თქვენს პიროვნებას 100 პროცენტით ვერ დაახასიათებს. ეს საინტერესო და გასართობი მეთოდია, რომელიც თქვენს თვისებებზე დაგაფიქრებთ და თვითანალიზში დაგეხმარებათ. იმის გარკვევით, მოცემული შედეგი თქვენ შეგეფერებათ თუ არა, თქვენი ქცევების ანალიზს დაიწყებთ და შესაძლოა ქვეცნობიერში დამალულ მთავარ კითხვას პასუხი გასცეთ!