ტესტები
ტესტი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული რჩევის მისაღებად
როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია პრობლემების როლი ადამიანის ცხოვრებაში?! ზოგი პრობლემებს ორ თვლაში აგვარებს, ზოგს კი ყველაზე მარტივი პრობლემაც კი თავგზას უბნევს. ყველას გვსურს, რომ ნებისმიერი მდგომარეობიდან იოლად ვპოულობდეთ გამოსავალს. ზოგჯერ ამისთვის ერთი პატარა რჩევაც კი საკმარისია.
ტესტი სურათის მიხედვით
ამბობენ, რომ ადამიანის ქვეცნობიერს გაცილებით მეტის თქმა შეუძლია ვიდრე ცნობიერს. მოდით გავარკვოთ თუ როგორ მუშაობს ეს. შეხედეთ სურათს და 6 ლოტოსის სურათიდან ერთ-ერთი არიჩიეთ, მისი შერჩევის შემდეგ კი სურათის შესაბამისი ციფრის რჩევა წაიკითხეთ.
ლოტოსი 1
თუ პირველი ლოტოსი შეარჩიეთ, შეიძლება თქვენი პრობლემა უფრო სერიოზული იყოს ვიდრე თქვენ ფიქრობდით. თუმცა ნუ დაპანიკდებით და დეპრესიაში ნუ ჩავარდებით. ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და ემოციების გვერდზე გადადება. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში გრძნობების გამოვლენა მხოლოდ ზიანს მოგიტანთ.
ზოგჯერ აჯობებს მოეშვათ და გაუშვათ პრობლემა და ყველაფერი რაც გაწვლებთ ან გაწუხებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ გაცილებით ძლიერი ხართ ვიდრე ფიქრობთ. ღრმად ისუნთქეთ! გარწმუნებთ ყველა პრობლემას გაუმკლავდებით!
ლოტოსი 2
მეორე ლოტოსის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით რთულად არის. კარგად დაფიქრდით რამდენად სწორად აფასებთ თქვენს პრობლემას. თუ გადაწყვეტილებებს აჩქარებით იღებთ ძალიან რისკავთ. გაითვალისწინეთ, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება უსიამოვნებაში გაეხვიოთ. ამიტომ ეცადეთ ფოკუსირება თქვენს ცხოვრებაზე მოახდინოთ და სხვათა დახმარებას მოეშვათ.
გადახედეთ თქვენს მატერიალურ მდგომარეობას და დაფიქრდით თუ რისი შეცვლა შეგიძლიათ. ჯერ სიტუაციაში გაერკვიეთ, რათა მისი გადაწყვეტა შეძლოთ. რისკების გათვლის შემდეგ – ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას შეძლებთ. გჯეროდეს საკუთარი ძალების და არც გაბედოთ ფარ-ხმალის დაყრა. არ არსებობს სირთულე რომელსაც ვერ გაუმკლავდებით!
ლოტოსი 3
როგორც წესი მესამე ლოტოსს ის ადმიანები ირჩევენ რომლებსაც გულში დიდი ტკივილი აქვთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ მსხვერპლი არ უნდა იყოთ! გამოყავით დრო პრობლემების გადაწყვეტისთვის და ეცადეთ საკუთარ ცხოვრებაში რაიმე შეცვალოთ. გამოდით კომფორტის ზონიდან და სცადეთ რაიმე ახალი და არა ტიპიური. გათავსუფლდით ტოქსიკური ადამიანებისგან, რომლებიც თქვენს სიკეთეს ბოროტად იყენებენ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ პრობლემას აქვს ვადა და ცხოვრების პრობლემატურ პერიოდს აუციებლად შეცვლის აღმავალი, იღბლიანი პერიოდი!
ლოტოსი 4
ახლა ისე გეჩვენებათ რომ თქვენი ცხოვრება აპოკალიფსს გავს. ხშირად ღიზიანდებით და საქმისთვის ძალას ვერ პოულობთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებს და მხოლოს ის აკეთეთ რასაც გული გკარნახობთ. ყოველთვის მოიპოვება არაკეთილისმსურველები რომლებიც თქვენს არჩევანს დაიწუნებენ. ეცადეთ მხოლოდ საყვარელი ადამიანებისგან შედგებოდეს თქვენი გარემო და ნახავთ თუ როგორ დალაგდება ყველაფერი.
ლოტოსი 5
თუ მეხუთე ლოტოსი აირჩიეთ, ესეიგი ყველაფერი რიგზე გაქვთ. დღითიდღე წინ მიიწევთ – უკეთესი ცხოვრებისკენ! მართალია ზოგჯერ სირთულეებსა და დისკომფორტსაც კი აწყდებით, მაგრამ ბედნიერება მსხვერპლს მოითხოვს. გირჩევთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან. სწორედ მათი წყალობით აღივსებით პოზიტიური ენერგიით. ეცადეთ დაისვენოთ და მოდუნდეთ. ეს სიმშვიდესა და ჰარმონიას მოგიტანთ. საქმეების დროებით გადადება პრობლემა არ არის, აიღეთ პატარა შესვენება მაშინვე იგრძნობთ შთაგონებას და ძალების მოზღვავებას.
ლოტოსი 6
თქვენ ძლიერი სული გაქვთ და აუცილებლად გაუმკლავდებით ნებისმიერ პრობლემას. კარგზე იფიქრეთ, ტყუილად კი არ ამბობენ, რომ ყველა უბედურება თქვენს ფიქრებში ჩნდებიან. თუ უფრო პოზიტიურად დაიწყებთ აზროვნებას, შეძლებთ ცხოვრება უფრო დადებითი კუთხით განავითაროთ. ახლა ალბათ გრძნობთ, რომ საკუთარ თავს აღარ გავხართ, ამიტომ ცხოვრების გასაუმჯობესებლად ეცადეთ თქვენი ჭეშმარიტი მე დაიბრუნოთ. ნუ შეგეშინდებათ გაურკვევლობაში შებიჯების, სწორედ ეს არის შანსი ბედნიერების მოსაპოვებლად. ყველაფერი მხოლოდ თქვენს ხელთ არის, გახსოვდეთ ამის შესახებ!
აუცილებლად იმუშავეთ საკუთარ თავზე, ეცადეთ ყოველდღე უფრო სრულყოფილი გახდეთ. იმედი გვაქვს ეს ტესტი პრობლემების გვერდიდან დანახვაში დაგეხმარათ.