Connect with us

სხვა

ტარო ზოდიაქოს ნიშნებისთვის თებერვალში: კარტის გაშლა ჯანმრთელობაზე

ტაროს კარტზე მკითხაობა საშუალებას გაძლევთ ჩაიხედოთ მომავალში, თუნდაც ისეთ დელიკატურ სფეროში, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობა. გსურთ გაიგოთ, როგორ იგრძნობენ თავს ზოდიაქოს ნიშნები თებერვალში? ვინ შეძლებს ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაბრუნებას? ვინ დაუმეგობრდება სპორტს, ვის მოუწევს სიფრთხილის გამოჩენა? Alltime–ს რედაქცია გთავაზობთ თებერვლის პროგნოზს ტაროს კარტით.

ტარო თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს გამოცდას ჰპირდება. ნახეთ, როგორ შეცვალოთ სიტუაცია თქვენდა სასიკეთოდ და თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შედეგები.

ვერძი – ხანჯლების რაინდი (გადაბრუნებული)

ზამთარი ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის რთული პერიოდია. სიცივის და ნაცრისფერი გარემოს გამო დაღლილობას იგრძნობთ. სავარაუდოდ, ეს ემოციური დაცლით და ჩვეული საქმის შესრულების სურვილის არ ქონით გამოიხატება. ზოგიერთი უფრო ფეთქებადი და აგრესიული გახდება. დროა, ცხოვრების პრიორიტეტებზე დაფიქრდეთ: თუ ბოლო თვეებში ბევრს შრომობდით, დრო ოჯახთან გაატარეთ. თუ ჯანმრთელობის გაუარესების პირველ ნიშნებს გრძნობთ, თვითმკურნალობა შეწყვიტეთ და ექიმს მიმართეთ. ექსტრემალური სპორტის მოყვარული ვერძისთვის არც თუ ისე კარგი ამბავი გვაქვს: სახიფათო ჰობი სჯობს გაზაფხულამდე გადადოთ, რომ დაზიანება თავიდან აიცილოთ.

კურო – ჯადოქარი (გადაბრუნებული)

კარგი დროა, საკუთარ ორგანიზმს მოუსმინოთ. ამაზე დამოკიდებულია თქვენი ჯანმრთელობა არა მხოლოდ თებერვალში, არამედ მომავალშიც. მნიშვნელოვანია, რომ სულიერი აშლილობა არ დაუშვათ – ამან ფიზიკური მდგომარეობა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს. თუ თავს ცუდად იგრძნობთ, სისუსტე არ უგულებელყოთ, როგორც ადრე გააკეთეთ. თებერვალი საუკეთესო დროა პროფილაქტიკას მიხედოთ. ფიტნეს კლუბში ჩაეწერეთ, აუზზე რეგულარულად იარეთ, დილით ირბინეთ. ოღონდ აუცილებლად კარგი მწვრთნელი იპოვეთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ძვირი დაგიჯდებათ.

ტყუპები – 10 კვერთხი (სწორი პოზიცია)

ჯანმრთელობის მხრივ ეს კარტი ნიშნავს გაზრდილ არტერიულ წნევას და განწყობის პრობლემებს, რაც გადაღლილობით და სერიოზული ფიზიკური დატვირთვით არის გამოწვეული. კიდევ ერთი დაუცველი ადგილი – ხერხემალი. ალბათ, ამ თვეში დაკლებას აპირებდით? იდეა კარგია. მოძრაობა სასარგებლოა, მაგრამ თუ სპორტში ხანგრძლივი პაუზა გქონდათ აღებული, რაიმე უფრო მსუბუქით დაიწყეთ, მაგალითად, ცურვით, იოგით ან პილატესით. სერიოზული ფიზიკური დატვირთვა სასურველ შედეგს ვერ მოგცემთ, ის გამოფიტვას და დასუსტებას გამოიწვევს. ფრთხილად იყავით!

კირჩხიბი – შვიდი ხანჯალი (სწორი პოზიცია)

ეს არკანი ამბობს, რომ შესაძლოა ფარული დაავადებები გამოვლინდეს, რომლებიც დიდი ხანია თავს არ გახსენებდათ. რა იწვევს მათ? სავარაუდოდ, დაღლილობა და სტრესი. კარტა ამბობს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, თუ დეპრესიისა და აპათიისკენ მიდრეკილი ხართ. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენში დეპრესიას იწვევენ. ცუდი განწყობა არა მხოლოდ ძველ დაავადებას გაამწვავებს, არამედ ახალს განავითარებს. დროა სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტაროთ, რომ მსგავსი პრობლემები თავიდან აიცილოთ.

ლომი – კვერთხების პაჟი (გადაბრუნებული)

ვერძის მსგავსად ექსტრემალური სპორტისგან თავი შორს დაიჭირეთ. ბარათი გეუბნებათ, რომ ჯანმრთელობა დაზიანდება, თუ დაუფიქრებლად იმოქმედებთ ან არასწორ რჩევას გაითვალისწინებთ. თქვენი მხრიდან ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სულელური საქციელი ან გაუმართლებელი თავდაჯერებულობა. შესაძლოა, გგონიათ, რომ სერიოზული ფიზიკური ვარჯიშისთვის მზად ხართ, მაგრამ სჯობს გადადოთ. პატარა უსიამოვნებები არ უგულებელყოთ!

ქალწული – 10 ხანჯალი (გადაბრუნებული)

თუ მთელი ეს თვეები ჯანმრთელობა საუკეთესოს სურვილს გიტოვებდათ, ახლა მისი გაძლიერების შანსი გაქვთ. ქალწულები, რომელთაც კრიტიკული მდგომარეობა ან სერიოზული პრობლემა აქვთ, შეიძლება სასწაულებრივად გამოჯანმრთელდნენ ან მოულოდნელად შვება იგრძნონ. თუმცა ჯანმრთელობის მხრივ 10 ხანჯალი წინააღმდეგობრივია: შეიძლება სუიციდური აზრების და გამოუვალი მდგომარეობის გაცნობიერების სიმბოლოც იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი თქვენს ხელშია: თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს გააგრძელებთ, უსიამოვნებები გვერდს ჩაგივლით!

სასწორი – პენტაკლის დედოფალი (სწორი პოზიცია)

შეიძლება ითქვას, რომ კარტით და მისი პოზიციით გაგიმართლათ. სწორი პოზიციით კარტი ხანგრძლივი ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელებას, იმუნიტეტის განმტკიცებას და ფიზიკური ძალის მოულოდნელად მომატებას გპირდებათ. ეს კი დღევანდელ რთულ დროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:  რესპირატორული დაავადებების და სურდოს თავიდან აცილებას შეძლებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა უყურადღებოდ დატოვოთ. დროა, სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტაროთ. ამ თვეში უსიამოვნებებს მარტივად გაუმკლავდებით.

მორიელი – ქურუმი (სწორი პოზიცია)

ცბიერი ქურუმი ფარულ დაავადებებს განასახიერებს, რომელსაც ყურადღებას არ აქცევდით იმ იმედით, რომ თავისით გაივლიდა. გაიხსენეთ, რომელი გამოკვლევის ჩატარება გსურთ, მაგრამ მომავლისთვის გადადეთ? ახლა დროა ამ საკითხს მიხედოთ. თუ უსიამოვნო დაავადებას დროულად მიხედავთ, სწრაფი განკურნების იმედი არსებობს. ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობის პროფილაქტიკა. დრო მოვიდა, ძილის რეჟიმი და მხნეობა დაარეგულიროთ, სწორ კვებაზე გადახვიდეთ და სუფთა ჰაერზე ბევრი ისეირნოთ.

მშვილდოსანი – სამი პენტაკლი (სწორი პოზიცია)

ვის ვის და მშვილდოსანს თებერვალში გაუმართლა. არკანი ამბობს, რომ ჯერჯერობით სანერვიულო არაფერი გაქვთ. კარტის მნიშვნელობა ბუნდოვანია: ეს ეხება მხოლოდ იმ მშვილდოსნებს, რომლებიც ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას დიდ ყურადღებას აქცევენ. თუ ამ კატეგორიეს ეკუთვნით, პედანტურობა ქრონიკული დაავადებების და დეპრესიის თავიდან მოშორებაში დაგეხმარებათ. თუ ორსულობას გეგმავთ, მაგრამ უკვე იმედი დაკარგეთ, დიდი ალბათობით თებერვალში მცდელობა ნანატრი წარმატებით დასრულდება. უსიამოვნო მომენტებიდან ბარათი მხოლოდ კვებით ალერგიას და კანის პრობლემებს გპირდებათ, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესით მათ მოშორებას ადვილად შეძლებთ.

თხის რქა – 3 კვერთხი (სწორი პოზიცია)

მთავარია, მკურნალობა არ შეწყვიტოთ, რომელიც უკვე დაიწყეთ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თუ საჭირო ექიმის პოვნით უკვე დაიღალეთ, თებერვალში ბედი გაგიღიმებთ და იმ ექიმს იპოვით, ვინც სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ. თუ სრულიად ჯანმრთელი ხართ, შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. არკანის სხვა ინტერპრეტაციის მიხედვით ქრონიკულ დაავადებებს და მავნე ჩვევებს უნდა უფრთხოდეთ. რჩევა მარტივი და ბანალურია: სუფთა ჰაერზე ბევრი ისეირნეთ, ჯანსაღი ძილი და სწორი კვება შეინარჩუნეთ.

მერწყული – ზომიერება (სწორი პოზიცია)

ჯანმრთელობა კარგი ფიზიკური მდგომარეობა და სპორტული ფორმაა. თუ ასე ფიქრობთ, ეს თვე კარგი დროა, რომ მენტალურ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. მნიშვნელოვანია აღიაროთ, რომ ადამიანს ჯანმრთელს ვერ ვუწოდებთ, თუ სულიერ კეთილდღეობაზე არ ფიქრობს. რაც შეეხება ფიზიკურ უსიამოვნებებს, ამ თვეში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ძალებს ადვილად აღიდგენთ.

თევზები – 6 პენტაკლი (გადაბრუნებული)

ამ პოზიციაში 6 პენტაკლი ჯანმრთელობის გაუარესებას არ გპირდებათ, მაგრამ ძალების მატებასაც არ უნდა ელოდოთ. თუ დაავადება მაინც შეგაწუხებთ, გამოჯანმრთელება დროში გაიწელება. თუ დროს გაუშვებთ და უსიამოვნების პირველ სიმპტომებს უგულებელყოფთ, მკურნალობაზე ბევრი ხარჯის გაწევა მოგიწევთ. გარემოცვას და თქვენს ემოციურ მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ. მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად სიამოვნებას განიჭებთ.