Connect with us

ჰოროსკოპი

ტარო ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 იანვრის კვირის პროგნოზი

გსურთ გაიგოთ, რა გელოდებათ ამ სადღესასწაულო კვირაში? ტაროლოგმა იანინა კლადტმა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ტაროს კარტი გაშალა. ნახეთ, რომელი კარტი ამოგივიდათ თქვენ ამ დღეებში და რას ნიშნავს.

ვერძი – 10 ხანჯალი

კვირის დევიზი: დრო მოვიდა – გაჩერდით, დაისვენეთ!

ახალ წელს სამყარომ გადაწყვიტა ცხოვრება გასწავლოთ. ეს მოსალოდნელი კარტი არაა, 10 ხანჯალი სერიოზული დაბრკოლებაა, მაგრამ მისი გადალახვის შანსი გაქვთ. ტრაგედიის ნაცვლად მინი ტრაგედიას მიიღებთ. ტაროლოგმა კლასიკურ ტაროს დასტასთან ერთად მცენარეების დასტაც გაშალა და საინტერესო რამ მიიღო – ჟუნჟრუკი. ეს მცენარე მსუბუქი დასაწყისის ნიშანია. მისი პატარა ვარსკვლავური ყვავილები გჩურჩულებენ: „დრო მოვიდა“. ოპტიმისტურად განეწყვეთ, მსუბუქმა ნიავმა სახლს სახურავი ახადა, მაგრამ სახლი დარჩა, შეიძლება ყველაფერი უფრო ცუდად ყოფილიყო. სხეულს მოუსმინეთ, იგრძენით, ჯანმრთელობას მიხედეთ.

დაფიქრდით, სად მოუხვიეთ არასწორად. იმედი არ დაკარგოთ, დაფიქრდით, როდის დაკარგეთ სწორი მიმართულება და აღმოჩნდით ჟუნჟრუკებით დაფარულ ბილიკზე. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ჟუნჟრუკი საკეტებს დელიკატურად გაგიხსნით, ენერგიას მოგცემთ, ცხოვრებას განაახლებს და ზედმეტ ილუზიებს მოგაშორებთ. ილუზიების დამსხვრევა ცხოვრების დამსხვრევა არაა! გამოდის, ცხოვრებას ახლა ვარდისფერი სათვალით აღარ უყურებთ.

კარტის რჩევა: უკეთესის იმედით იცხოვრეთ, ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ, რომ განვითარდეთ. ცხოვრების ახალი აზრი იპოვეთ. შესაძლო დანაკარგი ცხოვრების დასასრულად არ მიიღოთ. ყველაფერში დადებითი მომენტები დაინახეთ. იქნებ, ბედი თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იყოს.

წარმატების თილისმა: გულსაკიდი „რწმენის სიმბოლო“

კურო – თასების პაჟი

კვირის დევიზი: კარგი ამბავი უსიტყვოდ, გრძნობებით გადაიტანეთ.

ცხოვრებაში სასიხარულო მომენტები გრძელდება. და კვლავ თასი. იქ, სადაც თასია, ემოციაც არის. მცენარეების დასტიდან ამოვიდა თეთრი ტირიფი. ის ბევრს ნაზ და სუსტ მცენარედ მიაჩნია, მაგრამ მისი ფესვები მიწაში ღრმად ჩადის, რომ წყლის წყარო იპოვოს. თეთრი ტირიფი–წყალი – ემოციების გამკლავებაში დაგეხმარებათ, რომლებმაც უკვე ერთი კვირაა დაგამძიმათ. პაჟი რაღაც სიახლეს, შემოთავაზებას ან საჩუქარს გპირდებათ. ამასთან ამ მოვლენებს უფრო პოზიტიური დატვირთვა ექნება. მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ცხოვრებისეულ სფეროს უკავშირდება ეს განცდები. ამით არსი არ იცვლება. თქვენ გელოდებათ რაღაც, რაც სულს აამღერებს და გულს გაათბობს.

საინტერესო კვირა გელოდებათ. ასეთი მოვლენები შეიძლება მელოდრამის სცენარის საფუძველი გახდეს. გულწრფელი სულიერი სიხარული სიცოცხლეს ახანგრძლივებს – არ დაგავიწყდეთ. ეჭვები მოიშორეთ და გრძნობები განიცადეთ. ემოცია და კიდევ ემოცია – ეს კარგია, მაგრამ ფრთხილად იყავით. კარტი გაფრთხილებთ.

რაც შეეხება საჩუქარს ან შეთავაზებას, ნამდვილად იქნება, მაგრამ რომელ სფეროში უცნობია. ახლა რომელი სფერო გაღელვებთ? ახალი პროექტი? საქმიანი პარტნიორის საინტერესო შემოთავაზება? ახალი სამსახური? ხელის და გულის თხოვნა? ეს უკანასკნელი მოსალოდნელია, თუ ურთიერთობაში იმყოფებით. ნებისმიერ შემთხვევაში კვირა მშვენიერია, პერსპექტივებით და პოზიტიური ემოციებით ისიამოვნეთ.

წარმატების თილისმა: ახალი დღიური

ტყუპები – პენტაკლის რაინდი

კვირის დევიზი: დროა, საკუთარ მიწიერ „მე“–ზე ზრუნვა დაიწყოთ.

აი, რაინდი თეთრ ცხენზე, შესაძლოა, არა თეთრ ცხენზე, არამედ ცეცხლოვან წითელზე. სინამდვილეში, პენტაკლები ყოველთვის მუშაობაა, მით უმეტეს დენარის მხედარი.

მცენარეების დასტიდან ამოვიდა კრაზანა. სუსტი და აწეწილი კრაზანა მოკლებულია იმ ხიბლს, რომელსაც დეპრესიის გამქრობი მცენარისგან ველოდებით. სამაგიეროდ, მან იცის, როგორ მოიპაროს ზაფხულის მზის მცხუნვარება. მთავარია, კონკრეტული მიზნები დაისახოთ და მთელი ძალით მისკენ ისწრაფვოდეთ. შედეგებს ამ კვირაში ნუ დაელოდებით. გრანდიოზული გეგმების განხორციელების შანსი გაქვთ, მაგრამ შედეგს დაუყონებლივ ვერ დაინახავთ.

თუ არ იზარმაცებთ და საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებთ, მხედარი აუცილებლად დაგეხმარებათ. შემოსავალი, დამატებითი პრემია, კარიერული ზრდა – ეს ჯილდოების მცირე ჩამონათვალია. რუტინა პირადშიც ერთფეროვანია, რაც ჰაეროვან ნიშანს შეიძლება მოსაწყენი მოეჩვენოს, მაგრამ სქესი მათაც უყვართ. ზოგი ასეთ მამაკაცთან მოიწყენდა, მაგრამ საიმედო და ერთგული მამაკაცი ასეთია, რომელიც ყოველდღიურ პრობლემებს უმკლავდება.

წარმატების თილისმა: გულსაკიდი „მზე“

კირჩხიბი – 8 ხანჯალი

კვირის დევიზი: როცა ირგვლივ სიბნელეა, სხვანაირად ფიქრს იწყებთ? სცადეთ!

8 ხანჯალს სირთულეები, დაბრკოლებები და შეზღუდვები ახლავს. არ იდარდოთ, სხვანაირად ფიქრი დაიწყეთ! მცენარეების დასტიდან ამოვიდა ყაყაჩო, რომელიც გამშვიდებთ: „ნუ შეგაშინებთ ხავერდოვანი ღრმა ძილი, დღე ისევ მოდის და მას მისწვდებით“.

დაფიქრდით, თუ როგორ გამოხვიდეთ რთული მდგომარეობიდან. სიბნელეში ფრთხილად და პატარა ნაბიჯებით იმოძრავეთ. მთავარია, სითამამე მოიკრიფოთ და პირველი ნაბიჯი გადადგათ. ამას გონების განათება მოყვება, სხვანაირად ფიქრს დაიწყებთ. ერთ ადგილზე არ უნდა გაჩერდეთ, იმოძრავეთ, ფრთხილად, მაგრამ იმოძრავეთ.

სასიყვარულო ფრონტზე კარგ ამბავს ნუ ელოდებით. თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, სჯობს დაელოდეთ. ამ კვირაში კარგს ვერავის გადააწყდებით. ისინი უბრალოდ რჩევებით და კონტროლით დაგახრჩობენ. თქვენს ყველა ნაბიჯს გააკონტროლებენ. ასე კი საკმაოდ რთულია. თუ უკვე თქვენი ქმარია, მოთმინებას გისურვებთ. გახსოვდეთ – თვალები დახუჭეთ და სხვანაირად იფიქრეთ.

წარმატების თილისმა: ბრელოკი–ფანარი

ლომი – 10 პენტაკლი

კვირის დევიზი: ინტუიცია დაბრუნდება მაშინ, როცა მისთვის ადგილს გაათავისუფლებთ!

ბედის საჩუქრები გრძელდება. მთავარია, რწმენა და მათი შესრულება. მცენარეებიდან ჟოლო ამოვიდა. ჟოლო ვარდის უმცროსი დაა. ის ძალიან განსხვავებული, მაგრამ საიმედო და მზრუნველია.

ეს კვირა ნამდვილი ოქროს დროა: ყველაფერი კარგად იქნება როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ფინანსური კუთხით. სახლში სიმშვიდეა. ყველაფერი, რაც გსურთ, ასრულდება. მაგრამ ლომის გულის მოგება რთულია! სურვილები დააკონკრეტეთ, რაც ისურვეთ, ის მიიღეთ. თუ მემკვიდრეობას ელოდებით, მიიღებთ. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მატერიალურს. მემკვიდრეობა შეიძლება არამატერიალური იყოს, მაგალითად ოჯახური ტრადიციები.

რაც შეეხება სიყვარულს, საყვარელ ადამიანს და ოჯახს. ეს კარტი ოჯახურ ტრადიციებზე, ოჯახში მშვიდობაზე საუბრობს. გვერდით ასეთი არ გყავთ? ახლა ოჯახური საფუძვლების და ტრადიციების მქონე პრინცების დროა, რომლებიც სახლის სიმყუდროვეს და ცხოვრებაზე ტრადიციულ ხედვას აფასებენ: ქმარი – ოჯახის უფროსი და მარჩენალი, ცოლი – ბავშვების დედა და ოჯახის კერის მფარველი. თუ ასეთ ხედვას არ იზიარებთ, შემდეგ კვირას დაელოდეთ.

წარმატების თილისმა: ჟოლოს მურაბის ქილა

ქალწული – 3 თასი

კვირის დევიზი: შეგრძნებებში გადაეშვით!

3 თასი ნათელი ზოლია, რომელიც თქვენს ცხოვრებაში საიმედოდ შემოდის. ეს უზრუნველი და დამსახურებული დასვენების, ასევე სურვილების ასრულების პერიოდია. ამ კარტს შეგიძლიათ ჩაფიქრებულის დინამიურად განვითარების კარტი ვუწოდოთ. თუ მოვლენებზე ვისაუბრებთ, სუფრები და წვეულებები გარდაუვალია.

მცენარეებიდან ვაშლის ხე ამოვიდა. ვაშლის ხემ თავიდანვე მწუხარება მოიტანა. მაშინვე ცხადი გახდა, რომ ხალხისთვის საჭმლის მიცემა და საკუთარი თავის შეცნობა სახიფათო საქმეა! ასევე ვაშლის ხე ცეკვებს, რევერანსს და ბაღში საპატიო ადგილს უკავშირდება. იქ, სადაც რევერანსია, დღესასწაულია. მით უმეტეს ამ შეხვედრას და მეგობრებს კიდევ დიდხანს გაიხსენებთ.

სამყარო გიჩვენებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი და ლამაზი შემოვიდა, ან საჩუქარი მიიღეთ (ადამიანისგან ან ბედისგან), რომელიც სიხარულით, ბედნიერებით და მადლიერებით აგავსებთ. დაინახავთ, რომ თქვენმა მცდელობამ უშედეგოდ არ ჩაიარა და ბედის ამ საჩუქრის ღირსი ხართ. ახლა სიხარულის და ვნებების დრო მოვიდა, როცა ადამიანს შთაგონება იპყრობს და გული სიხარულით უცემს.

ახლა მარტივი სიხარულებით დატკბით, რომელიც ცხოვრებაში სიყვარულის აღდგენაში დაგეხმარებათ. ვაშლის ხე გეკითხებათ: რას უკრძალავთ საკუთარ თავს? შემოქმედებითი იდეებით სავსე ხართ და შთაგონება გეძახით. შექმენით! ასეთი საქმიანობიდან შეიძლება მატერიალური სარგებელიც მიიღოთ.

წარმატების თილისმა: ახალი წყვილი ფეხსაცმელი

სასწორი – თასების მეფე

კვირის დევიზი: გონივრულად იმოქმედეთ და თქვენი სიმართლისკენ იარეთ!

თასების მეფე – ემოცია და შემოქმედებაა. ყველაზე შესაფერისია საქმიანობა, რომელიც არა ფულს, არამედ სულის ნებას უკავშირდება. მცენარეებიდან ამოვიდა ზიზილა. ავთენტურობა – ყოველდღიური პრაქტიკა, თუ ვინ ვართ და ვინ უნდა ვიყოთ. თასების მეფე გირჩევთ: ინტუიციას და შინაგან ხმას ენდეთ და არა გონებას. ზიზილა გეუბნებათ: სწორად იაზროვნეთ და სიმართლისკენ იარეთ.

ახლა ემოციების კვირაა და ენდეთ. გრძნობები გამოავლინეთ. ფანტაზიების სამყაროში არ დაიკარგოთ და ილუზიების ზღვაში არ გადაეშვათ.

თასების მეფე პირად ცხოვრებაშიც ხელსაყრელია. ესაა ემოციური მიჯაჭვულობა, სრული ნდობა, სიყვარულის უნარი. გარეგნულად პარტნიორი შეიძლება თავშეკავებული ჩანდეს, მაგრამ წარმოდგენაც არ გაქვთ, თუ რა ხდება მის შიგნით, რომელიც გულწრფელობით და სიყვარულით სავსეა. რომანტიკული საღამო დაგეგმეთ და მისი ემოციები შეიგრძენით. როგორც ზიზილა ამბობს, იყავით ისეთი, როგორიც ხართ.

წარმატების თილისმა: სანთლები რომანტიკული საღამოსთვის

მორიელი – 2 ხანჯალი

კვირის დევიზი: არჩევანი და სიტუაციის სწორად დანახვა.

ამ კვირაში თქვენ ჰგავხართ გმირს გზაჯვარედინზე. რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ: მარცხნივ თუ მარჯვნივ, იქნებ პირდაპირ. ერთი სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. მცენარეებიდან ჭინჭარი ამოვიდა, რომელიც ამბობს „დამინახე“. განა ეს ყველას არ სურს: რომ დაგვინახონ, რომ ჩვენი არსებობა აღიარონ?

ინტუიციურად იცით, თუ საით წახვიდეთ, მაგრამ შინაგანი წინააღმდეგობები გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ინტუიციას ენდეთ, მაგრამ ლაბირინთში თავაწეული სიარული არ ღირს. ფინანსებმაც შეიძლება რევოლუცია მოგიწყოთ, შეიძლება წონასწორობა დაკარგოთ. რაც უფრო მალე მოიპოვებთ ბალანსს, მით უკეთესი.

2 ხანჯლის მფარველად ვენერა ითვლება, რომელსაც წარმოდგენა არ სჭირდება. ვენერა ყველაზე მეტად ურთიერთობას უკავშირდება. ჭინჭარი შეგახსენებთ, რომ სხვისი უნიკალურობის დანახვა და მათთან თავაზიანი ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ფიქრობთ, რომ ორივეს ერთი მიზანი გაქვთ, მაგრამ სინამდვილეში განსხვავებული პერსპექტივები გაქვთ. ახლა ერთ მხარეს არ იყურებთ, არამედ რიგნზე მყოფ მეტოქეებს ჰგავხართ. თქვენში მეტოქის სულმა გაიღვიძა. იქნებ, სჯობს მოლაპარაკება დაიწყოთ და პუნქტები განიხილოთ.

წარმატების თილისმა: სურვილების დაფა

მშვილდოსანი – 9 თასი

კვირის დევიზი: საოცნებო პეიზაჟები განასხვავეთ და ბედნიერება იგრძენით!

9 თასი ნათელი ემოციებით სავსეა, ის გახსენებთ ცხოვრებისეულ სიხარულებს, მოდუნების შესაძლებლობებს და იმას, რომ ამ ეტაპზე პრობლემები არაა. მცენარეებიდან ამოვიდა აბზინდა. აბზინდა ღრმა ძილსა და გაღვიძებას შორის ცხოვრობს. თქვენი ვარსკვლავური საათი გაიწელა, მაგრამ ახლა ნელი ცეკვაა გამოცხადებული.

აბზინდა გონებას იპყრობს, ოცნებებს სიტყვებად და ქმედებად აქცევს. სამუშაო პროექტი წარმატებით დასრულდა. დამსახურებული დასვენებით, კარგი განწყობით და წარმატებით ისიამოვნეთ. ახლა შვებულების დროა. წინ ნათელი პერიოდი გელოდებათ. თუ წინა კვირას ყველაფერი სწორად გააკეთეთ, კარგი მოგება გელოდებათ. კარტის რჩევა: ეჭვები მოიშორეთ და ისიამოვნეთ. თუმცა არ იზარმაცოთ. აბზინდა უსასრულო გართობით მწარე გახდა.

ურთიერთობაში სრული იდილია, ზღვა ემოციები და საოცარი სექსი გელოდებათ. ახლა დროა ერთმანეთს ენერგიები გაუზიაროთ. თუ ასეთი პარტნიორი არ გყავთ, გამოდის, ამ კვირაში აუცილებლად გამოჩნდება. მთავარია – სახლში არ დაჯდეთ.

წარმატების თილისმა: სიზმრების დამჭერი

თხის რქა – კვერთხის რაინდი

კვირის დევიზი: ენერგია და ინიციატივა ცხოვრების ნაკადში!

ამ კვირაში თქვენი მცენარეა კუნელი. თქვენი ქონების საზღვრების დათვალიერებით დაიწყეთ, მნიშნვნელობა არ აქვს, ეს ბინაა თუ ოთახი. როცა ტერიტორიას ნათლად წარმოიდგინეთ, იპოვეთ „ჭიპი“ – თქვენი სივრცის ფიზიკური და ენერგეტიკული ცენტრი. ენერგია იგრძენით. რატომ? რადგან ქაოსი, კადრების სწრაფი ცვლა, ამაღელვებელი მოვლენები დაგიპყრობთ.

ყველაფერი სწრაფად მოძრაობს, ცხელი, ქაოსური და დაძაბული კვირა გელოდებათ, მაგრამ არ მოიწყენთ. კვირა ხან კარუსელს ჰგავს, ხან „ამერიკულ მთებს“. მოვლენები, მივლინებები, მოგზაურობა ერთმანეთს შეცვლის.

ენერგიით, ინიციატივით, მოქმედებისთვის მზადყოფნით სავსე ხართ. ასეთი პერიოდი კარიერულ კიბეზე ასასვლელად ხელსაყრელია. ასევე კარგია საქმიანობის სფეროს შესაცვლელად. მთავარია, ცვლილებების არ შეგეშინდეთ. დრო მოვიდა გარისკოთ და საკუთარი თავი გამოიწვიოთ. პრაქტიკულობა დროებით დაივიწყეთ!

წარმატების თილისმა: არომანათურა–სახლი

მერწყული – 9 ხანჯალი

კვირის დევიზი: მოითმინეთ და ცხოვრება მეორე მხარეს შებრუნდება!

ამ კვირაში თქვენი მცენარეა ტრილიუმი – უიშვიათესი მცენარე, რომელიც ტყის ბალახში ანათებს. სიბნელეში მშვიდად ანათებს და ღრმა ტყეში მარტო ყოფნა არ აშინებს. „მოდი ვნახოთ, ახლა რა გამოჩნდება“ – ამბობს ტრილიუმი და უფრო შორს მიყავხართ. ასე კვირის გადატანა არ შეგეშინდებათ. ოღონდ გთხოვთ, დონ კიხოტის როლი დიდხანს არ მოირგოთ, პარტრნიორს მოუსმინეთ და გამოგონილ წისქვილებთან ბრძოლას ნუ ეცდებით.

ვინმეს აუცილებლად დაელაპარაკეთ. ეს კვირა შეიძლება შეხვედრებით, ახალი ნაცნობებით სავსე იყოს. სახლში ნუ დაჯდებით! ურთიერთობაზე უარის თქმით მომავალს კარს უკეტავთ! ახლა ბევრი მოძრაობა და გადაადგილება გჭირდება. აბა საბედომ როგორ უნდა გიპოვოთ? მეგობრებთან შეხვედრა დაგეგმეთ, ჯერ იტირეთ, შემდეგ ცრემლებამდე იცინეთ. ასე სამწუხარო მდგომარეობიდან გამოხვალთ და ყველაფერში პოზიტიურ მომენტებს დაინახავთ. კვირის ბოლოს საუკეთესო ცვლილებები გელოდებათ.

წარმატების თილისმა: შემოქმედების ნაკრები

თევზები – პენტაკლების მეფე

კვირის დევიზი: სახლი, საყვარელი სახლი, რაღაცის შეკეთება აუცილებელია!

ამ კვირაში თქვენი მცენარეა ლაშქარა, რომელსაც შეკეთება და აღდგენა უყვარს. ის ღრმა დონეზე მუშაობს, მოლეკულებამდე დადის და სხვადასხვა ჯაჭვებს აერთიანებს. მუშაობა უყვარს და ყველაფერს სწრაფად აკეთებს. ხელსაყრელი პერიოდი გელოდებათ, რომელიც თქვენს სურვილებს შეესაბამება. როგორც ამბობენ, „რაც გინდოდათ, ის მიიღეთ“.

ყველაფერი სახლის ირგვლივ იტრიალებს, მაგრამ სახლში ფესვები არ გაიდგათ. სახლში არ დაჯდეთ, თქვენ დიდებული საქმეები გელოდებათ – როგორც კარიერაში, ასევე სწავლაში. საკმაოდ საქმიანი და პრაქტიკული ბუნება გაქვთ, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობენ თქვენზე. როგორც მარგარეტ ტეტჩერი ამბობს: სახლის და სახელმწიფოს მართვა პრინციპულად არ განსხვავდება. „დაყოფა მთლიანობის მეორე მხარეა“ – ამბობს ლაშქარა. ხოლო პენტაკლების მეფე სიმდიდრეს, სიუხვეს, კეთილდღეობას გპირდებათ. იმოქმედეთ!

მიღებული წონასწორობა და მყარი საფუძველი სტაბილურობას მოგიტანთ, შემდეგ ოჯახის შექმნის ან მისი გაზრდის სურვილს. თქვენი მიზანია ისეთ მდგომარეობას მიაღწიოთ, სადაც ტვინი ჩხუბს შეწყვეტს და უბრალოდ საკუთარ თავს თვითნებაზე გაუშვებთ.

წარმატების თილისმა: აბონემენტი იოგას კურსზე