Connect with us

საკითხავი

ტანსაცმლის შენახვის მოსახერხებელი სისტემა, რომელიც ადგილს დაგიზოგავთ. 10 წესი

ყველას არ აქვს სახლში დიდი კარადა ან საგარდერობო ოთახი ტანსაცმლის და სხვა ნივთების შესანახად. ისინი თითოეული სანტიმეტრის გონივრულად გამოყენებას ცდილობენ, რომ პატარა კარადაში ყველა ნივთი შეინახონ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს მარტივად ეფექტური ხრიკების გამოყენებით.

10 წესი დაიცავით, რომ პატარა კარადაში შეინახოთ მილიონი ნივთი, მათ შორის საცვლები, თეთრეული, აქსესუარები.

ნივთების შენახვის 10 წესი

1. საზღვრები გააფართოვეთ

კარადაში გამოუყენებელი ადგილი არ დატოვოთ. ზოგიერთი ნივთი დაკიდეთ, ზოგი კი მის ქვეშ დააწყვეთ. ასე თავისუფალ სივრცეს აითვისებთ და შეძლებთ შეინახოთ ჩანთა, ფეხსაცმელი, ნივთებით სავსე ყუთი.

2. ნივთები ვერტიკალურად შეინახეთ

ნივთები, რომელთაც ჩამოკიდება არ სჭირდება და ნაკლებად იჭმუჭნება, დაკეცეთ და თაროზე ვერტიკალურად შეინახეთ. ამ უჩვეულო მეთოდით კარადაში მეტი ნივთის შენახვას შეძლებთ.

3. კარი აითვისეთ

მეტი ნივთის შესანახად კარადის კარი აითვისეთ. კარზე პატარა კავები მიამაგრეთ. ამ კავებზე ჩამოკიდეთ ჩანთები, შარფები, აქსესუარები.

4. მრავალიარუსიანი საკიდები შეიძინეთ

ადგილის დასაზოგად ნივთები საკიდზე ერთმანეთზე შეგიძლიათ გადაკიდოთ, მაგრამ ასე საჭირო ნივთის გამოღება პრობლემა გახდება. ამ უსიამოვნებას მრავალიარუსიანი საკიდები მოაგვარებს. ასეთის გამოყენება უფრო მოსახერხებელია.

5. კარადაში 2 შტანგა დაამაგრეთ

ზედა შტანგის ქვემოთ კიდევ ერთი შტანგა დაამაგრეთ. ასე კარადაში მეტი ტანსაცმლის შენახვას შეძლებთ. ნივთების შენახვა გამარტივდება. ძალიან დაჭმუჭნულ ტანსაცმელსაც დაივიწყებთ.

6. თეთრეულის ორგანაიზერი შეიძინეთ

საცვლების და წიგნების უჯრების მოსაწესრიგებლად სპეციალური ორგანაიზერები შეიძინეთ. ასეთ ორგანაიზერებს პატარა დანაყოფები აქვს. ასე საჭირო ნივთს მარტივად და სწრაფად იპოვით.

7. ჩამოსაკიდი კოფრი გამოიყენეთ

კარადის ზემოთ სივრცე აუთვისებელი არ დაგრჩეთ. ჩამოსაკიდი კოფრი შეიძინეთ. ასეთი კოფრი ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ მოათავსოთ. მასში შეინახეთ სეზონური ტანსაცმელი, რომელიც ყოველდღე არ გჭირდებათ.

8. ვაკუუმ ჩანთები შეიძინეთ

ვაკუუმ ჩანთები პატარა კარადისთვის მისწრებაა. გამოსაყენებლად მოსახერხებელია. ჩანთებში ტანსაცმელი ჩააწყვეთ, შემდეგ ჰაერი ამოტუმბეთ. ასე მოცულობა შემცირდება.

9. თეთრეული სწორად შეინახეთ

თუ კარადაში ტანსაცმელთან ერთად თეთრეულსაც ინახავთ, ხრიკს მიმართეთ. ასე საჭირო ნაკრებს სწრაფად იპოვით და ადგილს დაზოგავთ. ზეწარი და საბნისპირი დაკეცეთ და ბალიშისპირში ჩადეთ, შემდეგ თაროზე შეინახეთ.

10. ფეხსაცმელი ყუთში ჩააწყვეთ

კარადის ქვედა ნაწილში ფეხსაცმლის უყუთოდ შენახვას არ გირჩევთ. ასე გაცილებით დიდ ადგილს წაგართმევთ. გირჩევთ, რომ ფეხსაცმლის ყუთი არ გადააგდოთ. მასში წყვილი ფეხსაცმელი ჩადეთ და კარადაში ისე მოათავსეთ.

ზემოთ მოცემული წესები დაიცავით და აღარ შეგაწუხებთ კითხვა, როგორ შეინახოთ ბევრი ნივთი პატარა კარადაში.

Advertisement