საკითხავი
ტანსაცმლის ეტიკეტებზე არსებული საყურადღებო ნიშნების სრული გაშიფვრა. ინფორმაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ
ყველა დიასახლისს ცხოვრებაში ერთხელ მაინც რეცხვის დროს ტანსაცმელი გაფუჭებია. სვიტრი 2 ზომით დიდი, მაისური 3 ზომით პატარა, გაცვეთილი პერანგი… ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ეტიკეტს ყურადღებას იშვიათად ვაქცევთ. უთოს ფორმის ეტიკეტი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი სიმბოლო გაუგებარი რჩება.
ამ სიმბოლოებთან დაკავშირებით შეკითხვები რომ აღარ გაგიჩნდეთ, მათ განმარტებას გთავაზობთ. ასევე გიზიარებთ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ გარეცხოთ ზოგიერთი ქსოვილი სწორად. შესანიშნავი შპარგალკა, რომლის წყალობით თქვენი ნივთები ახალივით იქნება.
ტანსაცმლის ეტიკეტების ნიშნები
1. ამ ნაწარმის გარეცხვა შეიძლება.
2. ნაწარმის გარეცხვა არ შეიძლება. ასეც ხდება.
3. მხოლოდ ხელით რეცხვა არის ნებადართული. ყველაზე უფრო შესაფერისი ტემპერატურა – 30-40 °C.
4. ხელით ან მანქანით რეცხვა. წყლის მაქსიმალური ტემპერატურა 30 °C, ან ამ სიმბოლოში ნაჩვენები.
5. ხელით ან მანქანით რეცხვა. წყლის მაქსიმალური ტემპერატურა 30 °C. ნაწარმზე ძლიერი მექანიკურ დამუშავება არ დაუშვათ. რეცხვის დროს ნელ-ნელა ცივ წყალზე გადადით. სარეცხ მანქანაში გაწურვის დროს – ყველაზე მინიმალური რეჟიმი ცენტრიფუგა ჩართეთ.
6. ძალიან დელიკატური რეცხვა დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. მინიმალური მექანიკური დამუშავება, სწრაფი გავლება დაბალ რეჟიმზე.
7. დასაშვებია ქლორის შემცველი მათეთრებელი საშუალებებით გარეცხვა მხოლოდ ცივ წყალში. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ფხვნილი და დამხმარე ნივთიერებები ბოლომდე დაიშალოს.
8. მათეთრებელი და ქლორის შემცველი საშუალება არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ.
9. ნაწარმის გაუთოება შეიძლება.
10. გაუთოება შეიძლება (მაქსიმალური ტემპერატურა 110 °C). სჯობს ნაწარმს თხელი ქსოვილი დაფაროთ და ისე გააუთოვოთ. ორთქლი არ გამოიყენოთ.
11. გაუთოების დროს მაქსიმალურად დაშვებული ტემპერატურა 150 °C. სჯობს სველი ქსოვილი დააფაროთ და ისე გააუთოვოთ.
12. გაუთოების დროს მაქსიმალურად დაშვებული ტემპერატურა 200 °C. სელის და ბამბის ქსოვილისთვის დაშვებულია. შეგიძლიათ ნაწარმი ოდნავ დაასველოთ.
13. დასაშვებია მხოლოდ მშრალი წმენდა (ქიმწმენდა).
14. ქიმიური წმენდის დროს ნებისმიერი გამხსნელი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
15. ქიმწმენდა მხოლოდ ნახშირწყალბადის, ეთილენის ქლორიდის, მონოფლორიქლომანის გამოყენებით.
16. მშრალი წმენდა სპეციალური ხსნარით: ნახშიწყალბადები და ტრიფლორიქლომანი.
17. დასაშვებია ორგანული წლის დანამატები. ნაზი წმენდა.
18. დასაშვებია რეცხვა მხოლოდ ნახშიწყალბადებით და ტრიფლორიქლომანით ორგანული წყლის დანამატით. ასევე მექანიკურ ზემოქმედებას და გაშრობის ტემპერატურას ყურადღება მიაქციეთ.
19. სარეცხ მანქანაში რეცხვის დროს ან ელექტრო საშრობის გამოყენებისას ნაზი გაწურვის და გაშრობის რეჟიმი აირჩიეთ.
20. სარეცხ მანქანაში ნაწარმის გაწურვა და გაშრობა არ შეიძლება.
21. შეგიძლიათ დაბალ ტემპერატურაზე გააშროთ.
22. შეგიძლიათ საშუალო ტემპერატურაზე გააშროთ.
23. გაწურვის შემდეგ ნაწარმი ვერტიკალურ მდგომარეობაში გააშრეთ.
24. ამ ნივთის გაწურვა უკუჩვენებულია.
25. ნაწარმი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გააშრეთ.
რედაქციის რჩევა
რა თქმა უნდა, გარეცხვამდე ტანსაცმელი ფერის და ქსოვილის მასალის მიხედვით დაახარისხეთ. ყველაზე პრეტენზიულ ნივთებად აბრეშუმი და ტრიკოტაჟი ითვლება.
აბრეშუმის ნაწარმი სარეცხ მანქანაში დელიკატურ რეჟიმზე უნდა გარეცხოთ ან ხელით 30 °C ტემპერატურამდე, წინასწარი დალბობის და მათეთრებლის გამოყენების გარეშე. დასაშვებია სავლები ან ქსოვილის დასარბილებელი საშუალების გამოყენება.
ხელით რეცხვის დროს აბრეშუმის ქსოვილი ხელის ან ჯაგრისით არ უნდა გაჩიჩქნოთ, ან გაწუროთ. აბრეშუმის ნაწარმი თბილ 20-25 °C ტემპერატურის წყალში გაავლეთ. ამასთან წყალში ცოტა ძმარი გაურიეთ – ეს ნაწარმს ფერს უფრო გაჯერებულს გახდის. აბრეშუმის გაშრობა მზეზე, ბატარეასა და გამათბობლებთან ახლოს არ შეიძლება.
ნაქსოვი ნივთები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გააშრეთ. იდეალური იქნება ღია ფერის პირსახოცზე. ნაწარმი ბატარეასთან ახლოს არავითარ შემთხვევაში არ გააშროთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.