Connect with us

საკითხავი

ტანსაცმლის არომატიზატორს თავად ვაკეთებ. 2 საუკეთესო მეთოდი ფორთოხლის ქერქით

ფიქრობთ, ციტრუსის ქერქი გაფცქვნისთანავე ნაგავში უნდა გადააგდოთ? თქვენს გადარწმუნებას ვეცდებით. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეფექტური არომატიზატორი საკუთარი ხელით მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე!

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ციტრუსის ქერქი მდიდარია ვიტამინებით, კალიუმით და ფოსფორით. ანტიბაქტერიული თვისებაც აქვს. ფორთოხლის, მანდარინის, ლიმონის, ლაიმის და გრეიფრუტის ქერქი ობის გაჩენას ხელს უშლის. ამავდროულად, ავრცელებს არომატს, რომელიც განწყობის და შრომისუნარიანობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ამის გამოყენება ღირს!

როგორ გავაკეთოთ არომატიზატორი ფორთოხლის ქერქით: 2 ვარიანტი

პირველი მეთოდი

მთელ ბინაში ციტრუსის საოცარი არომატის გასავრცელებლად, ფორთოხლის ქერქი გამოიყენეთ. ლამაზი მინის ქილა ან ლარნაკი ფორთოხლის ქერქით გაავსეთ. ცოტა დაფქული დარიჩინი დაუმატეთ. ლამაზი არომატიზატორი სახლისთვის მზადაა!

სიტყვაზე, შეგიძლიათ სრულყოთ და ბინის დამატენიანებლად აქციოთ. მინის ქილაში ჯერ ცოტა სუფთა წყალი ჩაასხით. დაუმატეთ ფორთოხლის ქერქი, შემდეგ რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი, რომელიც მოგწონთ. ხელნაკეთი არომადიფუზორის წყალობით თქვენი სახლი მდიდრული არომატით გაივსება.

მეორე მეთოდი

მანდარინის და ფორთოხლის ქერქით როგორც ოთახში, ასევე კარადაში სუნი შეგიძლიათ განაახლოთ. შედეგად, ტანსაცმელი და თეთრეული ძალიან სასიამოვნო სუნს შეიძენს. ამ მიზნით ორგანზას პატარა ქისა აიღეთ. ჩვეულებრივ, ასეთი ჩანთა ბიჟუტერიის შესანახად გამოიყენება. ნებისმიერი სხვა ნატურალური ქსოვილიც გამოგადგებათ. მასში ფორთოხლის ქერქი და აბაზანის მარილი ჩაყარეთ. ცოტა ეთერზეთი დაუმატეთ და ქისა შეკარით. კარადაში შეინახეთ. მეორე დღეს სასიამოვნო სურნელს იგრძნობთ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური ქისის ნაცვლად ჩვეულებრივი მარლა შეგიძლიათ გამოიყენოთ. მასში ფორთოხლის ქერქი და აბაზანის მარილი გაახვიეთ. ასეთი არომატიზატორი თავის ამოცანას ბრწყინვალედ გაუმკლავდება.

მაღაზიაში ოთახის არომატიზატორის ყიდვა საჭირო არაა.მთავარია, რომ ნარჩენები გონივრულად გამოიყენოთ, მათგან მაქსიმუმი მიიღოთ. ასე თქვენს სახლში სასიამოვნო სურნელი იქნება. ციტრუსის ქერქი ამაზე იზრუნებს.

Advertisement