საკითხავი
სხვადასხვა მამები ტყუპ ბავშვებს? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია
ფაქტი, რომ კატებს და ძაღლებს სხვადასხვა მამის შვილები შეიძლება ჰყავდეთ, დიდი ხანია ცნობილია. აღმოჩნდა, რომ ასეთი შემთხვევები ადამიანებშიც ხდება. ამ მოვლენას „სუპერფეკუნდაცია“ ეწოდება.
2019 წლის მარტში ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში, ქალაქ სიამინში ქალმა ტყუპები გააჩინა და დაბადებისთანავე დნმ-ის ტესტი გააკეთა. ტესტის გაკეთება მისმა ქმარმა მოითხოვა, რომელსაც ბავშვები იმდენად განსხვავებული მოეჩვენა, რომ მზად იყო სანაძლეოს ჩამოსულიყო, რომ ერთ-ერთი ვაჟი – მისი არ იყო.
როცა დნმ-ის ანალიზი მოვიდა, ქალმა საკუთარ თვალებს არ დაუჯერა: ტესტი ამბობდა, რომ ბავშვებს არა ერთი, არამედ ორი მამა ჰყავთ. ჩინელმა პირველად ქმარი სპეკულაციასა და დნმ-ის გაყალბებაში დაადანაშაულა, მაგრამ შემდეგ იძულებული იყო ეღიარებინა, რომ სხვა მამაკაცთან ხანმოკლე რომანი ჰქონდა. გენეტიკამ დაადასტურა, რომ ტესტში შეცდომა არ იყო, თუმცა ასეთი რამ მხოლოდ 13 000 შემთხვევიდან ერთხელ ხდება.
იმას, რაც მოხდა, სუპერფეკუნდაცია ეწოდება – ერთ ოვულაციის პერიოდში ორი ან მეტი კვერცხუჯრედის განაყოფიერება სხვადასხვა მამაკაცის სპერმატოზოიდით. ქალის სხეულში სპერმატოზოიდებს 4-5 დღე ცხოვრება შეუძლიათ და ასეთი განაყოფიერება ხშირად პირველი აქტიდან რამდენიმე საათში ან დღეში ხდება.
გაოგნებულმა მამამ განაცხადა, რომ მხოლოდ საკუთარ შვილზე იზრუნებს და სხვისი შვილის აღზრდას არ აპირებს.
სამედიცინო ისტორიაში ეს პირველი ასეთი შემთხვევა არაა. 2016 წელს ჯესიკა ალენის და მისი მეუღლის, უორდელა ჯასპერის ცხოვრება 180 გრადუსით შემოტრიალდა. ჯესიკა სუროგატი დედა გახდა და სხვა წყვილისთვის ბავშვის გაჩენას დათანხმდა – მომსახურების ღირებულება 30 ათასი აშშ დოლარი იყო. თავად ჯესიკა ირწმუნება, რომ უბრალოდ უშვილო ოჯახის დახმარება სურდა.
„მსოფლიოში არც ერთმა ქალმა არ უნდა იცხოვროს ისე, რომ დედასა და შვილს შორის კავშირი და სიყვარული არ განიცადოს“ – თქვა მან ABC News-თან ინტერვიუში.
ასეთი ოჯახი გახდა წყვილი ჩინეთიდან, სადაც სუროგატული დედობა უკანონოა. 2016 წლის აპრილში ჯესიკას ემბრიონი გადაუნერგეს და 9 დღის შემდეგ ანალიზებმა ორსულობა დაადასტურეს. 6 კვირის შემდეგ ჯესიკამ მოულოდნელი სიახლე გაიგო: მას კიდევ ერთი შვილი ეყოლებოდა. მაშინ იფიქრეს, რომ ემბრიონი „გაიყო“, რაც ძალიან იშვიათად ხდება. დამატებით 5000 დოლარი მისთვის.
38-ე კვირას ალენმა, როგორც თავად დარწმუნებული იყო, იდენტური ბიჭი და გოგო გააჩინა. ბავშვები მას არ აჩვენეს, მაგრამ ჯესიკამ სურათი ნახა, რომლითაც დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ ბავშვები იდენტურები არ იყვნენ.
კიდევ ერთი თვის შემდეგ შოკისმომგვრელი ამბავი მოვიდა: ბიჭი ჩინელი წყვილის შვილი კი არა, არამედ ალენის ბიოლოგიური შვილია. გარკვეული დაბნეულობის შემდეგ ბიჭი მშობლების ოჯახს, ჯესიკას და მის მეუღლეს დაუბრუნდა.