Connect with us

ტესტები

სწრაფი ტესტი. 1 წუთში გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა შიზოფრენიისადმი მიდრეკილება

ფსიქიკური აშლილობები საშიშიც და საინტერესოც არის. მასზე ძალიან ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს. თან არასდროს იცი, გაქვს თუ არა მსგავსი მიდრეკილება. გთავაზობთ ტესტს სურათით შიზოფრენიის გამოსავლენად. აღმოჩნდა, რომ აშლილობისადმი მიდრეკილი ხალხი სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს.

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ამ სურათს შეხედოთ და გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა შიზოფრენიისადმი მიდრეკილება.

ტესტი შიზოფრენიაზე სურათით

ტესტი ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტურია. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, უბრალოდ სურათს შეხედეთ. გვითხარით: რა არის გამოსახული? მხოლოდ ორი პირობა: სურათს მაქსიმუმ 1 წუთით უყურეთ და სტატიის ბოლოს პასუხში არ ჩაიხედოთ. დრო ჩაირთო.

მოკლედ, 1 წუთით ამ სურათს უყურეთ. დაინახეთ რამე? თუ არა, იმედი არ გაიცრუოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ აშლილობისადმი არანაირი მიდრეკილება გაქვთ.

ადამიანების უმეტესობა ამ სურათზე გაუგებარ ლაქებს და კონკრეტულს არაფერს ხედავს. განვითარებული წარმოსახვის ადამიანები ამბობენ, რომ მასში ტყე ან ცხოველი დაინახეს. რაღაც კონკრეტულს ცოტა თუ ხედავს. თუ მათ შორის ხართ, ეს კარგი ამბავია. ჯანმრთელი ხართ.

ზოგიერთი საცდელი სუბიექტი ამ სურათში ძროხის თავს ხედავს. ამ ადამიანებს განსაკუთრებული აღქმა აქვთ. ეს ხშირად ამბობს, რომ ადამიანს შიზოფრენიისადმი მიდრეკილება აქვს. თუ თავს მკაფიოდ ხედავთ, შესაძლოა მსგავსი სახის აშლილობისკენ მიდრეკილება ნამდვილად გქონდეთ.

რატომ ხდება ასე? რატომ ვერ ხედავს ჯანმრთელი ადამიანი ძროხას? საქმე იმაშია, რომ ჯანმრთელი ადამიანის ტვინი გამოცდილებას ეყრდნობა. როდესაც ადამიანი გაუგებარ სურათს ხედავს, ტვინი მასში რაღაც ნაცნობის პოვნას ცდილობს. დეტალებს ეძებს, რომლებიც რაღაცას ჰგავს, შემდეგ ფიქრობს, რა შეიძლება იყოს.

ითვლება, რომ აშლილობის მქონე ადამიანი ფანტაზიას ვერ რთავს. ის სურათს მთლიანად ხედავს და დეტალებად არ შლის. ამის ახსნა რთულია, მაგრამ შიფორენიისადმი მიდრეკილი ადამიანების უმეტესობა ოპტიკურ ილუზიებს ვერ აღიქვამს. მსგავსი ტესტები ამ პრინციპს ეყრდნობა. ისინი მიმართულია იმის გაგებაზე, როგორ აღიქვამს ადამიანი მის გარშემო სამყაროს.

ალბათ, გაინტერესებთ, სად არის ძროხის თავი სურათზე. ქვემოთ მოცემულ სურათს შეხედეთ. ახლა მას პირველ სურათზეც ხედავ. ტვინმა ნაცნობი ობიექტი ამოიცნო და ახლა არ შეუძლია არ დაინახოს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ეს უბრალოდ ტესტია სურათით. გახსოვდეთ, რომ დაავადების დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმს შეუძლია. არ იდარდოთ და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ, თუ სურათზე ძროხა დაინახეთ. იქნებ, უბრალოდ მახვილი მხედველობა გაქვთ.

Advertisement