Connect with us

საკითხავი

სწრაფი ლოცვა, რომელიც უიმედო სიტუაციაში დაგეხმარებათ

თუ რთულ, უიმედო მდგომარეობაში იმყოფებით, ღვთისმშობლის მიმართ ლოცვა დაგეხმარებათ. გულწრფელად ილოცეთ, რომ შვება იგრძნოთ და პრობლემის მოსაგვარებლად გზა იპოვოთ. თუ სასოწარკვეთილი ხართ, უფლის მიმართ სწრაფი ლოცვა წარმოთქვით.

ლოცვა ღვთისმშობლისადმი ჯანმრთელობისთვის

ცხოვრებაში როგორი რთული პერიოდიც არ უნდა გქონდეთ, იმედი არ დაკარგოთ. უფლისა და ზეციური ძალების გწამდეთ. მათი რწმენით ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, თუნდაც მომავალი ასეთი არ ჩანდეს.

თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებთ, სახლში ილოცეთ. სიტყვები გულწრფელად წარმოთქვით და უფლისა და ღვთისმშობლის დახმარება არ დააყოვნებს. კარგია, თუ სახლში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „აღმადგინებელი“ გაქვთ. თქვენთვის ან ახლობლებისთვის ილოცეთ.

ტროპარი

ქალწულო წმიდაო, სიყუარულით პატივისმცემელთა ხატისა წმიდისა შენისათა და ჭეშმარიტისა დედისა ღუთისა განმადიდებელთა და სამართლად თაყუანის-მცემელთა მკურნალად გამოსჩნდი, განმაშორენ ყოველნი სენნი და ბოროტნი ჩუენგან, ვითარცა მრავლისშემძლებელ ხარ.

ლოცვა

მიიღე, ჰოი, ყოვლადკურთხეულო, ყოვლადძლიერო დედუფალო ღუთისმშობელო, შენდა შეწირულნი ცრემლით ვედრებანი ესე ჩუენ უღირთა მონათა ამათ შენთა – მრავალთა განმკურნებელისა ხატისა შენისა მომართ გალობისა შემსხმელთაგან, რამეთუ ხარ შენ ჩუენ შორის და შეისმენ ლოცუათა ჩუენთა, რომელი აღუსრულებ ვედრებათა ყოველთა მვედრებელთა, აღუსუბუქებ ტანჯუათა, მიჰმადლებ სიმრთელესა უძლურთა, აღადგინებ ყოველთა განღრვეულთა და დავრდომილთა, განასხამ ეშმაკთა, საშჯელთაგან განათავისუფლებ ჩაგრულთა, განსწმედ კეთროვანთა, შეიწყალებ ყრმათა: ეგრეთვე, დედუფალო ღუთისმშობელო, განხსნი საკურელთაგან და ვნებათაგან მრავალთა განჰკურნებ ყოველთა: შესაძლებელ არს ყოველი მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა, ქრისტეს ღუთისა ჩუენისათა, ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო! ნუ დააცადებ ლოცუასა ჩუენ უღირსთა მონათა ამათ შენთათვის, რომელნი გადიდებენ შენ, აღგიარებ შენ, თაყუანისგცემენ შენ ყოვლადპატიოსნისა გამოსახულებისა შენისა მიერ და მათ მიმართცა, რომელთა აქუს სასო შეურყეველი და სარწმუნოება შეუორგულებელი შენდა – მარადის ქალწულის და უხრწნელისა მომართ, ამინ!

საჩქარო ლოცვა

რთულ ვითარებაში, როცა არავის დახმარების იმედი გაქვთ, უფალს მიენდეთ. მის მიმართ ილოცეთ და მხარდაჭერას იგრძნობთ. უფალი არ მიგატოვებთ და თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ჰოი ყოვლად-ტკბილო იესო ქრისტე, ძეო ღუთისაო, ხატო და ბრწყინვალებაო მამისაო, თანა სწორო სულისა წმიდისაო, ბრწყინვალებით განმანათლებელო ანგელოსთაო, გვირგვინო შემამკობელო ყოველთა წმიდათაო, სინანულისა შემწირველო ცოდვილთა მოქცეულთაო, კაცთ-მოყუარებით მაცხოვარო ყოველთა შენთა მოლტოლვილთაო, დიდებითა და დიდად შუენიერებითა ბრწყინვალებისა შენისათა განმანათლებელო სასოებით მვედრებელთაო.

ჰოი ყოვლად-ტკბილო და საწადელო იესო, ღუთივ-შუენიერო ნათელო ბრწყინვალეო, ყოვლად დიდებულებითა შენითა ადიდე და აღამაღლე ღვთივდაცული ერი ჩვენი, თუალთ-შეუდგამითა ბრწყინვალებითა შენითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი  და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, და ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი, ყოვლადნათლოვან შარავანდედითა შენითა განანათლენ კეთილ მორწმუნენი, დღესასწაულის-მოყუარენი და პატივის მცემელნი შენნი. შენ გევედრებით, მეუფეო მეუფეთაო და უფალო უფლებათაო, განგვანათლენ და განგუაბრწყინვენ ყოველნი სულით და ხორცით დიდებად შენდა, გალობად და მადლობად.

ჰოი ყოვლად ტკბილო და ტრფიალებით სასურველო იესო, მაცხოვარო ჩუენო, ხელის აღმპყრობელო და სიბრძნით განმგებელო უფალო, მოიხილე ჩუენ ზედა ყოვლად-ტკბილითა და სახიერითა თუალითა შენითა, რომელნი ესე ვადიდებთ ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა წმიდასა და მოგუფინე ღუთივ-შუენიერად გამომკრთოლვარე ბრწყინვალისა პირისა შენისა ნათელი, რათა ნათლითა შენითა განათლებულთა გიხილოთ შენ ნათელი ჭეშმარიტი, და სასუფეველისა დიდებულსა ბრწყინვალებასა შინა ვიხარებდეთ, და ყოველთა წმიდათა შორის გვირგვინითა შემკობილნი გადიდებდეთ, და ანგელოსთა თანა გიგალობდეთ, ქებასა მადლობასა და კურთხევასა აღუავლენდეთ შენდა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, რომელსა გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, რამეთუ ჰშუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ). უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

ღვთისმშობლის მიმართ ლოცვა და იესო ქრისტეს მიმართ სასწრაფო ლოცვა ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ. გულწრფელად ილოცეთ და მათი მფარველობა არ დააყოვნებს. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი რთული სიტუაცია დროებითია. მალე ცხოვრება თეთრ ზოლზე გადავა და სასიხარულო მომენტებით აივსება!

Advertisement