თავის მოვლა
სქელი და გრძელი თმის საიდუმლო მარტივია
საფუარი მინერალებით და ვიტამინებით მდიდარია, ამიტომ საფუარის ნიღაბი თმისთვის სასარგებლოა. ასეთი ნიღაბი როგორც მშრალ, ასევე ცხიმიან თმაზე გამოგადგებათ. თმას ძალას, მოცულობას და მოვლილ იერს ანიჭებს. გრძელი და სქელი თმის საიდუმლო მარტივია, თუ მკურნალობის კურსს დაიცავთ, მალე თმა პირდაპირ „საფუარზე“ გაიზრდება.
ასეთი პროცედურის ჩასატარებლად დიდი ჭურჭელი დაგჭირდებათ, რადგან საფუარი ფუვდება და მოცულობაში იზრდება. Alltime–ს რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ თმის ნიღაბს საფუარით.
1. საფუარის ნიღაბი თმისთვის
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ წყალი
- 1 ს/კ საფუარი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ თაფლი
- 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი
გამოყენება:
- საფუარი თბილ წყალში გახსენით, დუღილის პროცესის დასაჩქარებლად შაქარი დაუმატეთ.
- როცა საფუარი გასივდება, თაფლი და მდოგვის ფხვნილი დაუმატეთ და აურიეთ.
- ნიღაბი სკალპზე და თმის ძირებში წაისვით. ამის შემდეგ საშხაპე ქუდი დაიხურეთ და თავი პირსახოცით შეიფუთეთ.
- 1 საათში ნარევი ჩამოიბანეთ, ამისთვის უბრალო შამპუნი გამოიყენეთ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, რომ თავზე თმა 2–ჯერ მეტი გახდა!
2. ნიღაბი წიწაკის ნაყენით
ინგრედიენტები:
- 30 გრ მშრალი საფუარი
- 2 ს/კ წიწაკის ნაყენი
- 1 ს/კ წყალი
გამოყენება:
- საფუარი წყალში გახსენით, წიწაკის ნაყენი დაუმატეთ.
- ნიღაბი სკალპზე და თმის ძირებში წაისვით, შემდეგ საშხაპე ქუდი დაიხურეთ და პირსახოცით შეიფუთეთ.
- ნიღაბი მაქსიმუმ 20 წუთით გაიჩერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანს გაიღიზიანებთ.
- 20 წუთში ნარევი ჩამოიბანეთ, ამისთვის რბილი შამპუნი გამოიყენეთ.
ცოტა დრო თქვენს თმას დაუთმეთ, ეს ხომ ასეთი მარტივია!