ვიდეო
სუპერ სმუზი ფარისებრი ჯირკვლების ჯანმრთელობისთვის
ეს რეცეპტი ფარისებრი ჯირკვლებისთვის საჭირო სასარგებლო ნივთიერებებს მაქსიმალურად შეიცავს. სცადეთ და იმწამსვე განწყობის გაუმჯობესებას იგრძნობთ.
ფარისებრი ჯირკვლების მიერ გამომუშავებული ჰორმონები (T3, T4) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისინი ნივთიერებათა ცვლაზე, ზრდასა და განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენენ.
თუ ფარისებრი ჯირკვლები სათანადოდ არ იმუშავებს, ამან შეიძლება განვითარების დეფექტი, ჭარბი წონა და სხვა პრობლემები გამოიწვიოს.
საკვები ჩვენი წამალია, ამიტომ სწორი კვება ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფორმის შენარჩუნებაში ხელს შეგიწყობთ.
სტაფილო დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინის წინამორბედია.
თუ A ვიტამინის დეფიციტს განიცდით ეს იმას ნიშნავს, რომ ტირეოტორპინის ჰორმონის გამომუშავების უნარი შემცირებული გაქვთ. ეს ვიტამინი ორგანიზმს T3 და T4 საწარმოებლად სჭირდება.
B ჯგუფის ვიტამინის ნაკრები ამ ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. კიტრი B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, ამიტომ ფარისებრი ჯირკვლის გამოსაკვებად კარგ ვარიანტს წარმოადგენს.
B ჯგუფის ვიტამინების გარეშე ფარისებრი ჯირკვლები და თირკმელზედა ჯირკვლები ჰორმონების წარმოებას წყვეტენ. ასევე ჰორმონების საწარმოებლად იოდის გამოყოფას ამცირებენ.
B ჯგუფის ვიტამინების ნაკრები განსაკუთრებით სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლების გაზრდილი აქტივობის დროს.
გთავაზობთ სმუზის რეცეპტის, რომელიც მდიდარია A, B ვიტამინით და იოდით და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
ინგრედიენტები:
- კიტრი
- ნიახურის ღერო
- ცოტა ისპანახის ფოთლები
- ვაშლი
- ½ ჭიქა დაჭრილი სტაფილო
- 1 ჭიქა წყალი
- რამდენიმე ლიმონის ნაჭერი თქვენი გემოვნებით
- 2 ჩ/კ სპირულინის ფხვნილი
ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. შეგიძლიათ გემოს გასაუმჯობესებლად სხვა ინგრედიენტები დაუმატოთ. მაგალითად, ბანანი, იოგურტი, კეფირი, სეზამის რძე და ა.შ.
სასმელი დღეში ერთხელ, კვირაში 2-3-ჯერ დალიეთ.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.