Connect with us

კულინარია

როგორ გავადნოთ ზედმეტი ცხიმი 8 კვირაში: სტაბილური შედეგი წონის დაბრუნების გარეშე

გახდომის პროცესში ორგანიზმის ყველა სისტემა ჩართულია. ის ყოველთვის კვების ჩვევის, დღის წესრიგის და ცხოვრების წესის ცვლილებებს უკავშირდება და უდიდეს ნებისყოფას მოითხოვს. საოცნებო სხეულისკენ მიმავალ გზაზე რაღაც მომენტში შეიძლება ხელი ჩავიქნიოთ, რადგან წონა კლებას წყვეტს.

პლატოს ეფექტი ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვითი რეაქციაა კვებაში შეზღუდვებზე. სასწორის ისარი მკვდარი წერტილიდან რომ დაძრათ, Alltime.ge-ს რედაქცია 7 გასახდომ სმუზს გთავაზობთ.

სასმელებში შემავალი ცხიმისმწველი პროდუქტების (სელის თესლი, კოჭის ფესვი, გრეიფრუტი, ნიახური, დარიჩინი) წყალობით ნივთიერებათა ცვლა დაჩქარდება. სმუზი მადას აქვეითებს და ცოტა ხნით დაგანაყრებთ.

გასახდომი სმუზები

დროა, ბლენდერი გამოიტანოთ. ყველა ინგრედიენტი ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ, კარგად დააქუცმაცეთ და დიდებული გემოთი დატკბით! ჭიქა სმუზი საუზმეზე ან ვახშამზე დალიეთ.

1. მსხალი და ბანანი

ქერქი მოაშორეთ. 2 მსხალი და 2 ბანანი დაჭერით. ნაჭრები ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ, 400 მლ კეფირი დაასხით, 20 გრ თხილი, მწიკვი დარიჩინი და 4 ს/კ ყავის საფქვავში დაქუცმაცებული სელის თესლი დაუმატეთ.

2. ვაშლი და კიტრი

½ ჭიქა თხილი, ტოტი ახალი პიტნა, 2 დაჭრილი კიტრი, 2 დაჭრილი ტკბილ–მჟავე ვაშლი, 4 ღერო ნიახური, 2–3 ს/კ ლიმონის წვენი და 2 ჭიქა წყალი დააბლენდერეთ.

3. ფორთოხალი და ბანანი

2 ჭიქა წყალი, 2 ბანანი, 1 ჭიქა ლიმონის წვენი, მწიკვი დაფქული კოჭა, მწიკვი დარიჩინი, 2 გასუფთავებული ფორთოხალი, 50 გრ ნუში – ინგრედიენტები არომატული სმუზის მოსამზადებლად დააბლენდერეთ.

4. გრეიფრუტი და ფორთოხალი

ბლენდერის ჭიქაში 2 ფორთოხლის და 2 გრეიფრუტის ნაჭრები, 2 გასუფთავებული ბანანი და 2 ჭიქა წყალი მოათავსეთ. დააბლენდერეთ და მულტივიტამინების სმუზით ისიამოვნეთ.

5. ვაშლი და ნიახური

2 ვაშლი, 4 ღერო ნიახური, 2 ჭიქა წყალი, 4 ს/კ სელის თესლის ფხვნილი, მწიკვი კოჭა – ინგრედიენტების ნაკრები ახალ მომზადებული სმუზისთვის.

6. მოცვი და ანანასი

სმუზის შემადგენლობა ნამდვილი გურმანებისთვის: 2 ჭიქა მოცვი, 100 გრ ანანასი, 400 მლ კეფირი, 30 გრ ნუში.

7. ატამი და რძე

ბლენდერის ჭიქაში 2 ჭიქა რძე ჩაასხით, 200 გრ ატამი დაუმატეთ და ათქვიფეთ, რომ უნაზესი სმუზი მიიღოთ.

სმუზი საუკეთესო მეთოდია წონის შესანარჩუნებლად, როცა მიზანს უკვე მიაღწევთ. გემრიელი სასმელების ფონზე განტვირთვის დღეები მოაწყვეთ, რომ ფორმა დიდი ხნით შეინარჩუნოთ.