Connect with us

ჯანმრთელობა

სუდოკრემის 1001 სასარგებლო თვისება: კანი მის გამოყენებას ითხოვს

ჩემი მეგობარი დიდხანს ვერ პოულობდა საშუალებას, რომელიც მის ბავშვს საფენის გამონაყარზე და კანის სიწითლეზე დაეხმარებოდა. მოგვიანებით ჩვილებისთვის სუდოკრემის ყიდვა ურჩიეს. ამ მალამოთი დავინტერესდი, რადგან ნატალი ყოველი სტუმრობისას მის ქებაშია. ეს სააფთიაქო საშუალება ძალიან მოეწონა.

დავინტერესდი, თუ კიდევ რა თვისებებს ფლობს სასწაული საშუალება და რა მიზნით შეიძლება მისი გამოყენება. იმდენად ფართო სპექტრი აღმოჩნდა, რომ სასარგებლო ინფორმაციას თქვენც გიზიარებთ.

სუდოკრემი ჩვილებისთვის

ნებისმიერი ახალბედა დედის ნომერ პირველი მიზანია, რომ მობილური და მრავალმხრივი გახდეს. სწორედ ამიტომ, ქალები ხშირად ეძებენ ხრიკებს, როგორ გაიმარტივონ ცხოვრება ნებისმიერ ფასად. მაგალითად, პირადად ძალიან მიყვარს უნივერსალური საშუალებები, რომლებიც ერთ წუთში ყველა ჩემს მოთხოვნას აკმაყოფილებს. სუდოკრემი სწორედ ასეთი საშუალებაა.

ზოგადად, სუდოკრემი ჩვილებისთვის განკუთვნილია. ეს საშუალება ებრძვის საფენის გამონაყარს და ნაზ კანზე სიწითლეს. თუმცა მალამოს ზრდასრულებიც აქტიურად იყენებენ. კრემის ნაზი შემადგენლობა სხვადასხვა მიზნით გამოყენების საშუალებას იძლევა.

სუდოკრემის მთავარი ამოცანაა დატენიანება და შეხორცება. ასევე ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისებები აქვს. მალამოში თუთიის ოქსიდი შედის. ეს კომპონენტი კანის გაღიზიანებას აქრობს და დეზინფექციას უტარებს.

სუდოკრემი თქვენს აფთიაქში უნდა იყოს, თუნდაც ბავშვი არ გყავდეს. მაგალითად, თუ სამზარეულოში ფუსფუსისას თითი დანით ან სახეხით დაიზიანეთ და კანის სწრაფად მოშუშება გსურთ. იდეალური შემთხვევაა, რომ სასწაული საშუალება გამოიყენოთ.

პრეპარატის ჩვენებებში მითითებულია, რომ მისი გამოყენება პირველი ხარისხის მოყინვის, ასევე აკნეს დროს შეიძლება. გირჩევთ, რომ კანის ნებისმიერი დაავადების დროს სპეციალისტთან კონსულტანცია გაიაროთ. თუ სახეზე, ზურგზე ან მკერდზე კანის პრობლემები გაქვთ, დერმატოლოგს აუცილებლად მიმართეთ.

როდის შეიძლება სუდოკრემის გამოყენება?

თუ საქმე საყოფაცხოვრებო საკითხს ეხება, სუდოკრემი ექიმის მითითების გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ. გთავაზოთ სიას, როცა ეს საშუალება გამოსადეგია.

1. ბევრი ქალი სუდოკრემს ანტიასაკობრივ საშუალებად იყენებს. სახეზე ნაოჭების დანახვა არავის სურს. თუ შეფასებებს დავუჯერებთ, სააფთიაქო ნივთი კანს ასწორებს. თუთიის ხარჯზე კანს ჭიმავს. ერთგვარი ლიფტინგის ეფექტი გამოდის.

2. სუდოკრემი ექსტრემალურ სიტუაციაში ნამდვილი მხსნელია. მაგალითად, თუ წვეულებაზე წასვლას გეგმავთ, მაგრამ ერთი დღით ადრე სახეზე პრობლემას ამჩნევთ. საშუალებას გამომშრობი ეფექტი აქვს. გამონაყარის გაჩენას თავიდან აგაცილებთ ან მის სწრაფად გაქრობაში დაგეხმარებათ.

3. თუ ქუსლებზე კანი ხშირად გისკდებათ, სუდოკრემი დაგეხმარებათ. უბრალოდ საშუალება ფეხზე ძილის წინ წაისვით. შემდეგ ბამბის წინდა ჩაიცვით და დაწექით. დილით თვალებს ვერ დაუჯერებთ. პრობლემა ერთ ღამეში ვერ გაქრება. პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ.

4. სუდოკრემი გაპარსვის შემდეგ კანის სერიოზულ გაღიზიანებას აქრობს. ფეხზე თამამად შეგიძლიათ წაისვათ, თუ იცით, რომ გაპარსვის შემდეგ აუცილებლად გაწითლდება.

სააფთიაქო საშუალება საკმაოდ იაფია, მაგრამ ნელა იხარჯება. რამდენიმე ქილა უკვე შევიძინე და თქვენც გირჩევთ!

Advertisement