ჯანმრთელობა
სპორტი თუ დიეტა? როგორც იქნა, მეცნიერებმა დაადგინეს
დიეტა თუ სპორტი – რომელი უფრო მნიშვნელოვანია წონაში დასაკლებად და კარგი ფორმების შესანარჩუნებლად? როგორც იქნა, მეცნიერებმა დაადგინეს.
პირველ რიგში, რაციონი
თუ თქვენი მიზანი ზედმეტი კილოგრამების მოშორებაა, პირველი და მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ – რაციონის კორექტირება.
როგორც ჟურნალში Systematic Reviews გამოქვეყნებულმა მეტა კვლევის შედეგებმა აჩვენა, ადამიანები, რომლებიც რაციონს ცვლიან, უფრო მეტს იკლებენ, ვიდრე ისინი, ვინც შეუპოვრად ვარჯიშობენ, მაგრამ დიეტას არ ცვლიან.
რატომ მუშაობს ასე?
აშშ–ს კვების და დიეტოლოგთა აკადემიის წარმომადგენლის, დიეტოლოგ მარდჯონ ნოლან კონის თქმით, ყოველთვის უფრო ადვილია ზედმეტი კილოგრამები არ მიიღოთ, ვიდრე დაწვათ. თუ საქმე ეხება 100 კალორიის „ღირებულების“ ორცხობილას (ნახევარი საათი სიარული) – ეს ერთია. აი, ჰამბურგერი, ულუფა კარტოფილი ფრი ან ჭიქა ტკბილი სასმელი – სულ სხვა ციფრებია.
რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ, მით უფრო მეტს ვჭამთ
კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ვარჯიშის დროს ყველა დამწყები უშვებს: თითქმის შეუმჩნევლად მათი ულუფები იზრდება, ხოლო რაციონი უფრო კალორიული ხდება.
სპორტი მეტ ენერგეტიკულ ხარჯს მოითხოვს. თუ დიეტას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, ადრე თუ გვიან უფრო მეტის ჭამას დაიწყებთ.
გარდა ამისა, წარმატებული ვარჯიშისთვის „აკრძალული“ კერძით თავის დაჯილდოების სურვილი ყოველთვის არსებობს. ასე კი გაწეულ ძალისხმევას ანულებთ. ნახევარი საათით სირბილი – დამწვარი 300 კალორიაა, მაგრამ თუ საღამოს ტორტის ნაჭრისგან თავს ვერ შეიკავებთ, ჩათვალეთ, რომ არც გირბენიათ.
არა ნაცვლად, არამედ ერთად!
როგორც არ უნდა იყოს, დიეტოლოგებიც და ექიმებიც ამტკიცებენ: ნამდვილად ჯანსაღი და ხანგრძლივი შედეგი მხოლოდ ფიზიკური აქტივობის და ჯანსაღი კვების კომბინაციას მოაქვს. კვლევა ადასტურებს, რომ მოხალისეებმა, რომლებიც სპორტს და ჯანსაღ კვებას კომბინაციაში იყენებდნენ, უკეთეს შედეგებს მიაღწიეს და უფრო დიდხანს შეინარჩუნეს, ვიდრე მათ, ვინც მხოლოდ ერთ პრაქტიკას იყენებდა.
გარდა ამისა, რეგულარული სპორტი ენდორფინის მაღალ დონეს შეგინარჩუნებთ, ასევე სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა და იმუნური სისტემების ჯანმრთელობისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ძილის ხარისხისთვის. ამიტომ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, მხოლოდ ერთი აირჩიოთ, უპირატესობა ჯანსაღ რაციონს მიანიჭეთ.
თუ სერიოზულად გსურთ არა მხოლოდ სხეულის ფორმებზე, არამედ ჯანმრთელობაზეც ზრუნვა, სპორტი და სწორი კვება აირჩიეთ.